სტაჟირების პროგრამა
რა არის სტაჟირების პროგრამა?
სტაჟირების პროგრამა წარმოადგენს შესაძლებლობას სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, პროფესიულად გაეცნონ ხელოვნების სფეროში მიმდინარე კვლევით, საგამოფენო, საკოლექციო და არქივის მართვის პროცესებს. მონაწილეები უშუალოდ ჩაერთვებიან განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობაში, დაეხმარებიან თანამშრომლებს კვლევაში, მასალების დამუშავებასა და სისტემატიზაციაში, ასევე გაივლიან პრაქტიკულ სწავლას სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებაში.
სტაჟირების პროგრამა მიმდინარეობს შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:
• ძველი ხელოვნების განყოფილება
• თანამედროვე ხელოვნების განყოფილება
• საარქივო-საბიბლიოთეკო განყოფილება
• ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორია
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მონაწილე?
სტაჟირების მსურველი უნდა:
• იყოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია ხელოვნებათმცოდნეობის, კულტურათმცოდნეობის, ისტორიის, ბიბლიოთეკათმცოდნეობის ან რესტავრაციის მიმართულებით);
• ფლობდეს საბაზისო კომპიუტერულ უნარებს (Word, Excel, PowerPoint, სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება);
• ჰქონდეს კვლევისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
• გამოირჩეოდეს პასუხისმგებლობით, კომუნიკაბელურობით და გუნდურ გარემოში მუშაობის სურვილით;
• ფლობდეს ქართულ ენას სრულყოფილად, ხოლო უცხო ენების (ინგლისური, რუსული, ფრანგული) ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
რა საბუთებია საჭირო სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
• ბიოგრაფია (CV);
• მოტივაციის წერილი (1 გვერდი) – რომელ განყოფილებაში სურს სტაჟირება და რატომ;
• რეკომენდაცია (სასწავლებლის ლექტორისგან ან სამუშაო გამოცდილებიდან – სურვილისამებრ);
• სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა ან დიპლომის ასლი
როგორ დაგვიკავშირდეთ?
სტაჟირების პროგრამის კოორდინატორებთან დაკავშირება შესაძლებელია:
• ტელეფონით: 032 299 05 88
• ელ-ფოსტით: g_ch_centre@yahoo.com
• პირადად, ინსტიტუციის ადმინისტრაციაში, მისამართზე: საქართველო, თბილისი, ათონელის ქ. №9