ინგლისელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა

2010 წლის 5 ნოემბერს ბრიტანეთის საბჭოს (British Council) თაოსნობოთ ა. ქუთათელაძის სახ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში მოეწყო ბრიტანეთის საბჭოს კოლექციაში არსებული ინგლისელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.

გამოფენაზე მოწვეული იყო საქართველოში სტუმრად მყოფი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, მისი სამეფო უმაღლესობა პრინცი ედვარდი..

პრინცი ედვარდი შეხვდა გამოფენაზე მოწვეულ ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, მათ შორის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორს მარიამ დიდებულიძეს და ცენტრის უფროს მეცნიერ თანამშრომელს მაია მანიას, რომლებმაც პრინც ედვარდს გააცნეს ცენტრის სამეცნიერო და საქმიანი ურთიერთობები შესაბამის ბრიტანულ ორგანიზაციებთან, მათ შორის FARIG- -თან. მ. დიდებულიძემ პრინცს გადასცა  ცენტრის მიერ გამოცემული წიგნი “ქართული ქრისტიანული ხელოვნება”.