ოშკის ტაძარი

შუა საუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი – ოშკისტაძარი, რომელიც ტაო-კლარჯეთში მდებარეობს, ძეგლთა მსოფლიო  ფონდის(World Monuments Fund) 2012 წლის საზედამხედველო ძეგლთა სიაში მოხვდა. ფონდმა საკუთარ საიტზე სპეციალური გვერდი შექმნა:  http://www.wmf.org/project/oshkiმომზადდა და გამოქვეყნდა შესაბამისი პლაკატიც.
ძეგლთა მსოფლიო  ფონდის ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს. 1996 წლიდან მოყოლებული, ის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს მსოფლიო მასშტაბით განადგურების პირას მყოფი ძეგლების სიას და მათ გადასარჩენად მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, დონორებსა და მას–მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ამ ძეგლების 80 პროცენტს ძეგლთა მსოფლიო  ფონდის ჩარევის შემდეგ რესტავრაცია ან კონსერვაცია ჩაუტარდა.

წელს შეირჩა 67 ძეგლი მსოფლიოს 40 ქვეყნიდან. მათ შორისაა ოშკის ტაძარი. პროექტის სპიკერია გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ირინე გივიაშვილი. მასთან ერთად განაცხადის მომზადებაში მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს დავით ხოშტარიამ და მარკუს ბოგიშმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის 12 ოქტომბერს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა საგანგებო პრეს-კონფერენცია.