ახალი შენობა ათონელის ქუჩა N 9-ში

2013 წლის 6 მარტს  გ. ჩუბინაშვილის ინსტიტუტის (ეროვნული ცენტრის) თანამშრომლები შეიკრიბენ ახალ შენობაში, ათონელის ქუჩა N 9-ში, 20-წლიანი უსახლკარობის და ლტოლვილობის შემდეგ.

ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, დიმიტრი თუმანიშვილმა სიტყვით მიმართა თანამშრომლებს და ახალ პირობებში მუშაობის თაობაზე  და პრობლემებზე ესაუბრა.