2013 წლიდან გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრში ტარდება კულტურული მემკვიდრეობის სემინარები, რომლებიც მოიცავს ორ ციკლს: 1. არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვა, მართვა და რეაბილიტაცია: უახლესი საერთაშორისო გამოცდილება, 2. საქართველოში ჩატარებული საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფასება.
უკვე ჩატარდა ხუთი სემინარი, რომლებშიც მონაწილეობდნენ ნათია ნაცვლიშვილი, მანონ ლილუაშვილი, ირინა მანია, თამთა ხოსროშვილი და ნატალია ჩიტიშვილი. ხელმძღვანელი – დიმიტრი თუმანიშვილი.