გაიხსნა საიუბილეო ფოტოგამოფენა, რომელიც მიეძღვნა სერგო ქობულაძის სახელობის ქართული ხელოვნების ძეგლთა ფოტოფიქსაციის ლაბორატორიის დაარსებიდან 40 წლისთავს

26 ნოემბერს, 17. 00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის გალერეაში გაიხსნა საიუბილეო ფოტოგამოფენა, რომელიც მიეძღვნა სერგო ქობულაძის სახელობის ქართული ხელოვნების  ძეგლთა ფოტოფიქსაციის ლაბორატორიის დაარსებიდან 40 წლისთავს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ლაბორატორიის სლაიდოთეკაში დაცული, კულტურული მემკვიდრეობის  საუკეთესო  ნიმუშთა ფოტოები და თემატური ბანერები, რომლებზედაც წარმოდგენილია ფოტოფიქსაციის ლაბორატორიის მიერ თავისი არსებობის მანძილზე განხორციელებული ექსპედიციების ამსახველი შავ – თეთრი ფოტოების რეტროსპექტური რიგი, აგრეთვე ლაბორატორიის დამაარსებელთა და ცნობილ ფოტოხელოვანთა პორტრეტები.
გამოფენა გაგრძელდება ერთი კვირა. ექსპოზიციის დათვალიერების მსურველთათვის შესვლა თავისუფალია. გალერეა ღიაა 12.00 საათიდან – 18. 00 საათამდე.