Author Archives: admin

 

Elementor #153896

რეცენზიაhttp://www.gch-centre.ge/wp-content/uploads/2026/06/Manuela-Studer-Karlen-1.pdf

Leave a comment
 

Elementor #153886

რეცენზია

რეცენზიაhttp://www.gch-centre.ge/wp-content/uploads/2026/06/Manuela-Studer-Karlen.pdf

Leave a comment
 

პრეზენტაცია

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა მეცნიერების – მანანა სურამელაშვილის და ციცინო ჩაჩხუნაშვილის წიგნის „ძველი თბილისის უცნობი ურბანული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია.

გამოცემა ეძღვნება ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მის მიმდებარე ისტორიული უბნის კვლევას. წიგნში წარმოდგენილია ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილი აქამდე უცნობი ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, რომლებიც მნიშვნელოვან მასალას გვაწვდის ძველი თბილისის ისტორიის შესახებ.

გამოცემა მომზადდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

Leave a comment
 

ვაკანსია

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი აცხადებს  ღია საჯარო კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის –  ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ვადა: 18.05.2026-დან, 25.05.2026 -ჩათვლით.
საკონკურსო განაცხადები მიიღება როგორც მყარი (მის. თბილისი, ათონელის N 9), ასევე ელექტრონული ფორმით ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: g_ch_centre@yahoo.com
საკონტაქტო პირი: ნანა ღარიბაშვილი  299 05 88; 599 23 54 53

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

მეცნიერ-თანამშრომლის საკონკურსო განცხადება

განცხადების ფორმა

თანხმობა პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე

Leave a comment
 

წიგნის პდფ ვერსია

ტექსტი: მანანა სურამელაშვილი, ციცინო ჩაჩხუნაშვილი

გრაფიკული მასალის რედაქტორი: ნატო ცინცაძე

გრაფიკული მასალა: მათე სულხანიშვილი

თარგმანი: მატო ცინცაძე

დიზაინი: თამაზ ჩხეიძე

გამომცემელი:

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

გამოცემის თარიღი: 2026

წიგნში განხილულია ძველი თბილისის  ერთ-ერთი საცხოვრებელი და სავაჭრო ფუნქციის მქონე მიკროუბანი,  რომელიც XIX  ს-ის დასაწყისამდე ქალაქის დასავლეთ კიდეში, გალავნის შიგნით იყო მოქცეული, ხოლო მის მიღმა სამეფო ბაღები იყო გაშლილი. ახლა აქ ლადო გუდიაშვილის მოედანი და ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით დაქსელილი სამოსახლოა, თბილისის XIX ს-ის და  XX საუკუნის დასაწყისის გეგმების მიხედვით, მოედნის მიმდებარე კვარტალს მოღნინის უბანი ერქვა.

2016-2022 წლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ლ. გუდიაშვილის მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა და მიწისაგან გაიწმინდა შუა საუკუნეების პერიოდის აქამდე უცნობი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა თბილისის განვითარების ფონდის  დაფინანსებით და იკომოს  საქართველოს   მიერ  2015 წელს შემუშავებული კონსერვაციის გეგმის  საფუძველზე. პროექტების განხორციელების პროცესში გაირკვა, რომ საკვლევ ტერიტორიაზე XIX თუ XX სს-ის დასაწყისის   სახლები მოიცავს   კვადრატული  აგურით ნაგებ საცხოვრებელი და სავაჭრო – სახელოსნო- ფუნქციის მქონე  შენობებს,  რომლებიც მაღალი სამშენებლო ოსტატობით გამოირჩევა. 

ამგვარად, კვლევის შედეგად გამოვლენილმა  აქამდე უცნობმა  ნიმუშებმა მოცემულ უბანში აღნუსხული და სამეცნიერო ლიტერატურაში განხილული გვიანი შუა საუკუნეების სარდაფების ჩამონათვალი გაზარდა. XIX ს-ის  თითქმის უკლებლივ ყველა სახლის ქვედა სართულში ჩართულ ძველ სარდაფებს შორის  აღმოჩნდა მეტ-ნაკლები სისრულით მოღწეული  XVII-XVIII სს-ის ქალაქური საცხოვრებლის    და სავაჭრო, თუ შერეული ფუნქციის სხვა ნაგებობათა  ნიმუშები.

ბოლო პერიოდის კვლევებმა აჩვენა, რომ გვიანი შუა საუკუნეების ურბანული მემკვიდრეობა ძველ  თბილისში  მხოლოდ სარდაფებში შემორჩენილი ფრაგმენტების სახით არ გვხვდება  და  ცალკეულ შემთხვევებში,  სრული ხუროთმოძღვრული სხეულით მოღწეული  წინა საუკუნეების სახლები XIX საუკუნისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სტილური  სახეცვლილებით  აგრძელებენ  დღემდე არსებობას.

ქალაქური საცხოვრებლის ადგილობრივი და საერთო მახასიათებლების გამოსაკვეთად, პროექტის ფარგლებში განხორციელდა სამი ისტორიული ქალაქის (ახალციხე, გორი, სიღნაღი)  ურბანული მემკვიდრეობის მიმოხილვა.

 

Leave a comment
 

გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი აცხადებს განაცხადების მიღებას

საერთაშორისო კონფერენციისათვის

„ხელოვნება და არქიტექტურა შუა საუკუნეებისა და ახალი დროის საქართველოში: ისტორიული და კულტურული კონტექსტი”

კონფერენცია ეძღვნება გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (2006 წლიდან გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული კვლევითი ცენტრის) დაარსების 85 წლისთავს.

85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული კვლევითი ცენტრი აცხადებს კონფერენციას „ხელოვნება და არქიტექტურა შუა საუკუნეებისა და ახალი დროის საქართველოში: ისტორიული და კულტურული კონტექსტი”, რომელიც გაიმართება თბილისში 2026 წლის 25-27 ნოემბერს, შერეულ ფორმატში (შესაძლებელია როგორც უშუალო, ისე ონლაინ მონაწილეობა).

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიკოსებსა და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებს. თემატიკა შეზღუდული არ არის და მოიცავს საკითხთა ფართო წრეს, მათ შორის: ქრისტიანული არქიტექტურის ჩამოყალიბება და ადრეული განვითარება, ხელოვნება და რელიქვიების კულტი, საღვთისმსახურო პრაქტიკა და საკრალური სივრცეების შექმნა, ქართული არქიტექტურა კავკასიურ და წინააღმოსავლურ კონტექსტში, ხელოვნების პატრონაჟი შუა საუკუნეებში, კულტურული და მხატვრული ურთიერთგაცვლა შუა საუკუნეებში, საქართველოს ადგილი „გლობალურ ბიზანტიაში“, ხელოვნება და ძალაუფლება შუა საუკუნეებსა და ახალ დროში, ხელოვნება და იდენტობა შუა საუკუნეებსა და ახალ დროში, გენდერი შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ხელოვნებაში, ქართული მოდერნიზმის ასპექტები, ხელოვნება და იდეოლოგია საბჭოთა პერიოდში, ქართული ხელოვნების ისტორიოგრაფია, ქართული კულტურის კვლევის თანამედროვე გამოწვევები.

წარმოდგენილი მოხსენებები შეიძლება შეეხებოდეს როგორც საქართველოს, ისე უფრო ვრცელ რეგიონს, განსაკუთრებით საქართველოს ურთიერთობებს მეზობელ ქვეყნებთან და კულტურებთან.

მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ გამოგზავნონ განაცხადები მისამართზე natsvlishvili@gch-centre.ge 2026 წლის 31 მაისამდე. განაცხადი უნდა შეიცავდეს მოხსენების სათაურს, რეზიუმეს (300 სიტყვამდე), ავტორის სახელს, სამსახურეობრივ მონაცემებს და საკონტაქტო ინფორმაციას. განაცხადი შეიძლება გამოიგზავნოს ქართულად ან ინგლისურად. პასუხები განმცხადებლებს დაეგზავნებათ 2026 წლის 30 ივნისამდე.

Leave a comment
 

11 თებერვალს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა პროექტის „პოლონელი არქიტექტორები საქართველოში“ პრეზენტაცია.

პროექტის ინიციატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში.

პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო დავით ხოშტარიას ლექცია, რომელსაც ერთვოდა ვრცელი ვიზუალური მასალა, როგორც ისტორიული ფოტოები და საარქივო დოკუმენტები, ისე თანამედროვე ფოტოები, გადაღებული ფოტოგრაფ იუსტინა მელნიკევიჩის მიერ.

შეხვედრამ წარმოაჩინა პოლონელი არქიტექტორების მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს არქიტექტურულ ისტორიაში და ამ მემკვიდრეობის თანამედროვე კვლევითი პერსპექტივები.

Leave a comment
 

მემორანდუმი

თანამშრომლობის მემორანდუმი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრსა და მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს შორის

განახლდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრსა და მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს შორის თანამშრომლბის მემორანდუმი.

ჩუბინაშვილის ცენტრსა და ფლორენციის ინსტიტუტს აკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა – საერთაშორისო კონფერენციები, საზაფხულო სკოლები, ქართველი ახალგაზრდა მკვლევრების სტაჟირება და სხვა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მაქს პლანკის ინსტიტუტის ფორმატზე ჩატარებული ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი ლექციების კურსი (Aesthetics, Art and Architecture in Caucasus Lecture Series). ასევე აღვნიშნავთ მაქს პლანკის ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილ ქართული ხელოვნების ფოტოარქივს, რომელიც მათ ვებგვერდზე ღია წვდომითაა წარმოდგენილი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში. ფოტოარქივის გამდიდრება მომავალი თანამშრომლობის ფარგლებშიც იგეგმება.

მნიშვნელოვანია ასევე, ჩუბინაშვილის ცენტრისა და მაქს პლანკის ინსტიტუტის თანამშრომლობა გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტში.

Leave a comment