დირექტორი მარიამ დიდებულიძე შეხვდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ქ-ნ ლორა ტაქს

2014 წლის 6 ნოემბერს მსოფლიო ბანკის თბილისის წარმომადგენლობის თხოვნით ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე შეხვდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ქ-ნ ლორა ტაქს. თბილისის მერის ბ-ნ ნარმანიას და საკრებულოს თავმჯდომარის გ. ალიბეგაშვილთან ერთად მ. დიდებულიძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში და დაწვრილებით წარუდგინა ქ-ნ ტაქს 1997-2002 წლებში ძველ თბილისში მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული პროექტები.