თანამედროვე ხატების გამოფენა (პოლონელი, უკრაინელი, ბელორუსი და ქართველი ხატმწერების გამოფენა)

10.05.2017

პატარა მთის სოფელ ნოვიცაში, უკვე წლებია ტარდება ღონისძიებები, რომელთა მიზანიც პოგრანიჩიას რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენაა. ხატმწერთა საერთაშორისო სემინარის გამართვა მათ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაიცნეს მხატვრები, რომლებიც საეკლესიო მხატვრობის ტრადიციას აგრძელებდნენ პოლონეთში, ასევე ლვოვის ეროვნული სამხატვრო აკადემიის საკრალური ხელოვნების კათედრის კურსდამთავრებულები. ამ სემინარის ფარგლებში შეიქმნა და დაიწერა ბევრი ახალი ხატი. შწორედ ამ ნამუშევრებს უმასპინძლა ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო სივრცემ. ღონისძიება პოლონეთის საელჩოს ეგიდით მიმდინარეობდა და ექსპოზიციამ, რამდენიმე კვირას გასტანა.