სერგო ქობულაძის სახელობის ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატოარიის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა “თბილისი – ახლო წარსული”

სერგო ქობულაძის სახელობის ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატოარიის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა “თბილისი – ახლო წარსული”, ცენტრის საგამოფენო დარბაზში Ars Georgica. 27.10.17 – 26.11.17

გამოფენაზე ექსპონირებული იყო ლაბორატორიის არქივის კოლექციაში დაცული იშვიათი ფოტომასალა. ჩვენი დედაქალაქის სახე გასული საუკუნის 80-90-იან წწ. გადაღებული ქართველი ფოტოხელოვანების მიერ. ფოტო, როგორც ისტორია და ფოტო, როგორც მოგონება. პარალელური მასალის სახით გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, იმავე პერიოდში, თბილისში სამოგზაუროდ მყოფი, ცნობილი ფოტოხელოვანების რობერტ კაპასა და ჰენრი კარტიე-ბრესონის მიერ გადაღებული თბილისის ხედები. გამოფენილი ფოტოების უმეტესობა ფართო საზოგადოებამ პირველად იხილა აღნიშნულ გამოფენაზე.