ბაგრატიონი გიორგი

დაიბადა 1962 წელს, ქ. თბილისში.
არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე (1979-1984 წწ.) და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში (1989-1992 წწ.). ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი – 1988-2006 წლებში.
სამეცნიერო კვლევის სფერო – ქართული არქიტექტურის ისტორია.
ამჟამინდელი საქმიანობა – თანამშრომლობს გამომცემლობებთან – “ნეკერი» და “დიოგენე”; კავშირი-ს “სუნტნი” – აქტიური ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ჯგუფის ხელმძღვანელი.
პროექტები – აღმოსავლეთ საქართველოს ტურისტული რესურსების გეოინფორმაციული სისტემა – CD (ელექტრონული ვერსია), 2006; ტაო-კლარჯეთის ვირტუალური მუზეუმი, ვერ-გვერდი, 2007.
რჩეული ნაშრომები: 1. ზაქაგორის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, ძეგლის მეგობარი, 1, 1991; 2. კონდამიანის უდაბნო-მონასტრის შესწავლისათვის, მაცნე, N 4, 1991 (ნ. ბახტაძესთან ერთად); 3. აკვედუკი ანუ ბელღარი “ქვახიდა”, სოფ. ხოვლედან, ძეგლის მეგობარი, 1, 1992; 4. ეკლესია სოფელ აზმანაში, ძეგლის მეგობარი, 1, 1993; 5. მოგზაურობა თურქეთში, ძეგლის მეგობარი, 1-2, 1996; 6. საქართველო – ძეგლები და ტურისტული მარშრუტები, რუკა-გზამკვლევი, თბ., 2003; 7. სტატიების სერია დუშეთისა და ყაზბეგის რაიონის ძეგლთა შესახებ, “საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. II, 2004.