დვალი თამაზ

არქიტექტორი, მატერიალური კულტურის ძეგლთა აღწერილობის განყოფილების ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენის კავალერი. 2022 წლიდან 2023 წლამდე გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
სამეცნიერო კვლევის სფერო – შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია.
ნაშრომები: 1. ვაჩნაძიანის ყველაწმინდის გუმბათოვანი ტაძრის რესტავრაციის შესახებ, ძეგლის მეგობარი, N65, თბ., 1984; 2. სოფელ ცხვარიჭამიას ეკლესია, მაცნე, N2, თბ., 1986;
3. ბენისის წმ. გიორგის ეკლესია, მაცნე (ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია), 1986, N4; 4. კვლავ ვაჩნაძიანის “ყველაწმინდას” გუმბათოვანი ტაძრის თავდაპირველი ფორმების შესახებ, ძეგლის მეგობარი, N4, თბ., 1988;  5. სოფ. კალაურის ნათლისმცემლის მონასტერი – ქართული ხუროთმოძღვრების საყურადღებო ძეგლი, საქართველოს სიძველენი, 2017, N 20; 6. 1140 სამეცნიერო სტატია (აქედან 94-ის თანაავტორი), “საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა”, ტომები: 5 (თბ., 1990), 2 (თბ., 2008), 1-I (თბ., 2013), 1-II (თბ., 2015), 1-III (თბ., 2019), 1-IV (თბ., 2021); 7. მიკროფიშები: “Georgian Architecture”, vol. I-VII, ლეიდენი 1992-2010;
8. ოშკი, თბ., 2009; 9. იშხანი (ქართული ნივთიერი კულტურის ძეგლები საზღვარგარეთ), თბ.,2010; 10. ოთხთა ეკლესია, თბ., 2011;  11. “საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – თელავის მუნიციპალიტეტი” (თბ., 2021). შეყვანილია ენციკლოპედიებში: “თბილისი” (თბ., 2002, გვ. 420), “საქართველო”, ტ. 2, (თბ. 2012, გვ. 391).