კეცხოველი მზისთვალა

დაიბადა 1931 წელს, ქ. თბილისში.
ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, ასოცირებული დოქტორი.
სამეცნიერო კვლევის სფერო   –   დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება.
ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი   –  1956-2006 წლებში.
ამჟამინდელი საქმიანობა  –   საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ექსპერტ-კონსულტანტი.; 2001 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნების ცენტრში დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დეპარტამენტთან არსებული საეკლესიო საბჭოს წევრი.
რჩეული ნაშრომები:  1.  მხატვრული ქსოვილები სვანეთიდან, ძეგლის მეგობარი, N5, თბ., 1965;  2.  ფეოდალური ეპოქის მხატვრული ქსოვილები, ძეგლის მეგობარი, N7, თბ., 1969;  3.   აბრეშუმის ქსოვილის ფრაგმენტი ზემო სვანეთიდან, ძეგლის მეგობარი, N29, თბ.,  1972;  4. Художественные ткани, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977;  5.  შუა საუკუნეების დეკორატიული ქსოვილები ზემო სვანეთიდან, თბ., 1988;  6. Georgian Embroidery. National Treasures of Georgia, New York, 1999;  7. ზოგიერთი საკითხი ქართული საეკლესიო ნაქარგობის ისტორიიდან, შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ნარკვევები, VI, თბ., 2000;  8. კრეტსაბმელი (აღსავლის კარის ფარდა), შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ნარკვევები, VII, თბ., 2001.