მაცაბერიძე ბესიკ

დაიბადა 1961 წელს ქ. თბილისში.
ხელოვნებათმცოდნე, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი   –   1987-2006  წლებში.
ამჟამინდელი საქმიანობა   –  საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი   –   ფოტოგრაფი.
მონაწილეობდა ხელოვნების მუზეუმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში: ძველი ქართული ხელოვნების ნახაზების ფონდის ციფრული ვერსიის შექმნა (საერო ნაგებობები); საგანმანათლებო პროექტი  – დაზგური ფერწერის რესტავრაცია; მუზეუმში მოწყობილი გამოფენებისთვის ფოტოდოკუმენტაციის მომზადება.
ნაშრომები: სტატიების სერია დუშეთისა და ყაზბეგის რაიონის ძეგლთა შესახებ, საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. II, თბ., 2004.