იოსებიძე ჯილდა

(1938, თბილისი  –  1985, თბილისი)
შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობისა და ხატწერის მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, ძეგლთა დაცვისა და კონსერვაციის ექსპერტი და ამ დარგის დიდი მოამაგე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გ.  ჩუბინაშვილის  სახელობის   ქართული    ხელოვნების    ისტორიის  ინსტიტუტში  (1943-1985 წწ)  თ. ვირსალაძის  ხელმძღვანელობით.
ჯ. იოსებიძის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფერო შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა იყო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, კერძოდ კი, მხატვრობის შესწავლაში. მისი გამოკვლევები გამოირჩევა ნაწარმოების მხატვრულ ფორმაში ამოკითხული თეოლოგიური შინაარსის ღრმა გაგებით და გააზრებით.
ჯ. იოსებიძემ  დიდი ღვაწლი გასწია ძეგლთა დაცვისა და სამუზეუმო საქმიანობის განვითარებისათვის  –  1978-1985 წლებში იგი ასევე მუშაობდა ძეგლთა დაცვის სამმართველოსა და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
აქტიურად მონაწილეობდა ჯ. იოსებიძე ქართველ მხატვარ-რესტავრატორთა აღზრდა-განათლების საქმეში.  ე. პრივალოვასთან ერთად მან დასაბამი მისცა ცნობილი რუსი რესტავრატორის ადოლფ ოვჩინიკოვის მიერ ქართველ რესტავრატორთა და ხელოვნებათმცოდნეთა ახალგაზრდა თაობების მომზადების საქმეს, მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული ასლი-რეკონსტრუქციების გაკეთების ტრადიციას, კედლის მხატვრობისა და ხატწერის ტექნიკური კვლევის შედეგების აქტიურ გამოყენებას ნაწარმოების მეცნიერული კვლევის პროცესში, ქიმიკოსების, ბიოლოგების და სხვა დარგების სპეციალისტებთან თანამშრომლობას  და ა.შ.
ნაშრომები: 1.  Некоторые черты иконографии и стиля в росписи 13 века из Ачи, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ.,  1977;  2. Из колекции Историко-этнографического Музея  Сванетии,  კრებ: Музей,  N7, М., 1987   (ნ. ბურჭულაძესთან ერთად);   3   Роспись Ачи,  Тб.,  1989.