იოსელიანი სოფიო

(1952, თბილისი  – 1999, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი,  ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.
1969-1974 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ხელოვნებათმცოდნეობის  ფაკულტეტზე.
სამეცნიერო კვლევის სფერო  –  XX საუკუნის ფერწერა და ქანდაკება. 1974 წლიდან იყო გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ახალი ქართული ხელოვნების განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. ამავე დროს მუშაობდა შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის ასლების შექმნაზე.
იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეობდა ინსტიტუტის  სამეცნიერო სესიებში. აგრეთვე ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ VI საერთაშორისო სიმპოზიუმში, თბილისი, 1989.
1987 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის  სამხატვრო აკადემიაში, სადაც კითხილობდა   ლექციათა კურსს ევროპის სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიის შესახებ (XVII-XIX სს.).
რჩეული ნაშრომები: 1. სკულპტურული პორტრეტის ზოგიერთი თავისებურებანი 1960-70-იანი წლების ქართველ მოქანდაკეთა შემოქმედებაში, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1989; 2.  Гурам Кутателадзе.  Пейзаж.  Натюрморт.  Портрет.  М ., 1989; 3. რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედება,  Ars Georgica, N 9, 1991; 4. გვიანი შემოდგომის მოტივები გ. ქუთათელაძის 70-იანი წლების შემოქმედებაში, “სპექტრი”,  N2, 1993; 5. ფიროსმანის პორტრეტი გ. ქუთათელაძის შემოქმედებაში, ლიტერატურა და ხელოვნება,  N5-6, 1992; 6. ვანო სტურუა, კატალოგი, თბ., 1990; 7. ვალენტინ შერპილოვი,  ლიტერატურული საქართველო,  24 მარტი, 1997.

  1. სკულპტურული პორტრეტის ზოგიერთი თავისებურებანი 60-70-იანი წლების ქართველ მოქანდაკეთა შემოქმედებაში, – ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 1989.
  2. Гурам Кутателадзе.  Пейзаж.  Натюрморт.  Портрет .-  “Советский художник”,  М ., 1989.
  3. რუსუდან გაჩეჩილაძე – პორტრეტისტი, – “სპექტრი”,N 1, 1990.
  4. რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედება, – Ars Georgica, N 9, 1991.
  5. გვიანი შემოდგომის მოტივები გ. ქუთათელაძის 70-იანი წლების შემოქმედებაში, – “სპექტრი”, N 2, 1993.
  6. ფიროსმანის პორტრეტი გ.ქუთათელაძის შემოქმედებაში, – “ლიტერატურა და ხელოვნება”,N 5-6, 1992.
  7. გურამ ქუთათელაძის შემოქმედება, თბილისი, 1993წ. საკანდიდატო დისერტაცია.
  8. სტატია “ვალენტინ შერპილოვი” გაზეთში “ლიტერატურული საქართველო”, 1997,    24 მარტი;