ჯანბერიძე ნოდარ

(1927, თბილისი   –  1997, თბილისი)
არქიტექტურის ისტორიკოსი და კრიტიკოსი. 1949 წელს  დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. 1949-1985 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1988-1996 წლებში – დირექტორი. 1961-1985 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1974-1981 წლებში იყო საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. XX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების გაბმული ისტორიის ავტორი. ქართველ არქიტექტორთა და  მხატვართა შემოქმედების მკვლევარი. იგი აქტიურად ეხმაურებოდა არქიტექტურული ცხოვრების თვალსაჩინო მოვლენებს.
რჩეული ნაშრომები:  1. საქართველოს სსრ მთავრობის სახლის არქიტექტურა, თბ., 1957; 2. თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 1958 (მ. კარბელაშვილთან და ს. კინწურაშვილთან ერთად); 3. Архитектура Советской Грузии, Москва-Тбилиси, 1958 (ს. კინწურაშვილთან ერთად); 4. Национальное своеобразие города, Декоративное искусство СССР, №10, М., 1959 (ს. კინწურაშვილთან ერთად); 5. არქიტექტორი არჩილ ქურდიანი, თბ., 1963; 6. სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის შენობის არქიტექტურა, საბჭოთა ხელოვნება, N6, თბ., 1964; 7. საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1965 (ქართული, რუსული და ინგლისური ტექსტით); 8. Город и художник, Декоративное искусство, №8, М., 1966; 9. Архитектура Грузии от истоков до наших дней, М.,1976 (ი. ციციშვილთან ერთად); 10. Тбилиси – Мцхета, Тб., 1981 (კ. მაჩაბელთან ერთად).

  1. საბჭოთა არქიტექტურული სტილის რამოდენიმე საკითხი, ლიტერატურა და ხელოვნება, N1, 1952;
  2. საქართველოს სსრ მთავრობის სახლის არქიტექტურა, თბ., 1957;
  3. თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 1958 (მ. კარბელაშვილთან და ს. კინწურაშვილთან ერთად);
  4. Архитектура Советской Грузии, Москва-Тбилиси, 1958 (при соавторстве С. Кинцурашвили);
  5. Национальное своеобразие города, Декоративное искусство СССР, №10, М., 1959 (при соавторстве С. Кинцурашвили);
  6. დღევანდელობის არქიტექტურა, ცისკარი, N6, 1961;
  7. არქიტექტორი არჩილ ქურდიანი, თბ., 1963;
  8. ხელოვნების სინთეზის საკითხისათვის, მნათობი, N8, თბ., 1963;
  9. სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის შენობის არქიტექტურა, საბჭოთა ხელოვნება, N6, თბ., 1964;
  10. საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1965 (ქართული, რუსული და ინგლისური ტექსტით);
  11. Город и художник, Декоративное искусство, №8, М., 1966;
  12. Архитектура Грузии от истоков до наших дней, М.,1976 (ი. ციციშვილთან ერთად);
  13. Тбилиси   –  Мцхета, Тб., 1981 (კ. მაჩაბელთან ერთად).