ლითონმქანდაკებლობის ისტორიისათვის წინაქრისტიანულ საქართველოში

ლითონმქანდაკებლობის ისტორიისათვის წინაქრისტიანულ საქართველოში (ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული საგანძურის კვალდაკვალ)

ავტორი: მარიამ გაბაშვილი

თბილისი, 2019, გვ. 160

წიგნი-ალბომი „ლითონმქანდაკებლობის ისტორიისათვის წინაქრისტიანულ საქართველოში (ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული საგანძურის კვალდაკვალ)“ წარმოადგენს ქართულ-ინგლისურენოვან გამოცემას. გამოცემაში ერთადაა თავმოყრილი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეში, რაჭაში აღმოჩენილი ლითონმქანდაკებლობის ნაწარმი, რომელიც ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. არტეფაქტები შერჩეულია მხატვრული ნიშნით და გაანალიზებულია სახელოვნებათმცოდნეო ჭრილში. გათვალისწებულია მათი ისტორიულ-სემანტიკური კონტექსტიც.
წიგნში შესულია წინათქმა, შესავალი, მიმოხილულია რაჭის მუზეუმის შექმნის ისტორია, მასში დაცული კოლექციები და ხაზგასმულად ლითონმქანდაკებლობის ნივთები. რაჭის ტერიტორიაზე წინაქრისტიანული ხანის სამთამადნო და მეტალურგიულ საქმიანობას დათმობილი აქვს ცალკე თავი. წიგნს ტაბულების სახით ერთვის საილუსტრაციო ნაწილი.
მასალა, რომელიც წიგნში ერთადაა თავმოყრილი ქვეყნდება პირველად და მას ფართო საზოგადოება წინამდებარე გამოცემით გაიცნობს საფუძვლიანად.
წიგნი-ალბომი დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში: „სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“- წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე.