მემორანდუმი

თანამშრომლობის მემორანდუმი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრსა და მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს შორის

განახლდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრსა და მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს შორის თანამშრომლბის მემორანდუმი.

ჩუბინაშვილის ცენტრსა და ფლორენციის ინსტიტუტს აკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა – საერთაშორისო კონფერენციები, საზაფხულო სკოლები, ქართველი ახალგაზრდა მკვლევრების სტაჟირება და სხვა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მაქს პლანკის ინსტიტუტის ფორმატზე ჩატარებული ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი ლექციების კურსი (Aesthetics, Art and Architecture in Caucasus Lecture Series). ასევე აღვნიშნავთ მაქს პლანკის ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილ ქართული ხელოვნების ფოტოარქივს, რომელიც მათ ვებგვერდზე ღია წვდომითაა წარმოდგენილი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში. ფოტოარქივის გამდიდრება მომავალი თანამშრომლობის ფარგლებშიც იგეგმება.

მნიშვნელოვანია ასევე, ჩუბინაშვილის ცენტრისა და მაქს პლანკის ინსტიტუტის თანამშრომლობა გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტში.

Комментарии

Нет комментариев

Оставьте первый комментарий.