Author Archives: admin

 

გამოფენა

გამოფენა „საქართველო ევროპული კულტურის კონტექსტში“, რომელიც 10 დეკემბერს გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ქართული ხელოვნების ისტორია: ტრადიცია და პერსპექტივები“ ფარგლებში, გაგრძელდება 19 დეკემბრის ჩათვლით.
გამოფენაზე წარმოდგენილია უნიკალური საარქივო მასალა:

◾1930 წელს გერმანიაში ჩატარებული „ძველი ქართული ხელოვნების“ ფოტო-გამოფენის ორიგინალური ფოტოები (პირველად გამოიფინება)

◾ ინსტიტუტის ექსპედიციების ამსახველი ფოტომასალა
◾ გიორგი ჩუბინაშვილის პირადი ფოტო მასალა, ხელნაწერები და წერილები
გამოფენის ნახვა შესაძლებელია:
ორშაბათი-პარასკევი, 12:00-18:00 საათამდე
📍 მისამართი: ათონელის ქ. 9 (ARS GEORGICA – ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზი)
Leave a comment
 

ავტორი: ნინო ჭიჭინაძე

გამოცემის თარიღი: 2025

გამომცემელი:

საქართველოს კულტურის სამინისტრო

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

Leave a comment
 
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელოვნების ისტორია: ტრადიცია და პერსპექტივები“, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, 2025 წლის 10–12 დეკემბერს გაიმართა, წარმატებით დასრულდა.
კონფერენცია მიეძღვნა ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის დამფუძნებლისა და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დამაარსებლის – აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის 140 წლის იუბილეს. სამდღიანმა პროგრამამ გააერთიანა ქართული ხელოვნების ისტორიის აქტუალური საკითხები და კვლევითი პერსპექტივები.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა:
◾ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გიორგი ჩუბინაშვილის შესახებ
◾ გამოფენის გახსნა – „საქართველო ევროპული კულტურის კონტექსტში“
◾ პროფ. ნინო ჭიჭინაძის წიგნის პრეზენტაცია – „შუა საუკუნეების ძელი ცხოველის სანაწილეები“
Leave a comment
 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ქართული ხელოვნების ისტორია: ტრადიცია და პერსპექტივები“ ფარგლებში, 11 დეკემბერს გაიმართა პროფესორ ნინო ჭიჭინაძის წიგნის პრეზენტაცია -„შუა საუკუნეების საქართველოს ჯვრის სანაწილეები“.

გამოცემა დაფინანსებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ.

Leave a comment
 
2025 წლის 10-12 დეკემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელოვნების ისტორია: ტრადიცია და პერსპექტივები“.
კონფერენცია ეძღვნება ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის დამფუძნებლის, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დამაარსებლის, აკად. გიორგი ჩუბინაშვილის 140 წლისთავს.
📍  მისამართი: ათონელის ქ. 9
სამეცნიერო კონფერენციის თანმხლები ღონისძიებები:
◾  დოკუმენტური ფილმის ჩვენება
10 დეკემბერი, 13:00
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტური ფილმი გიორგი ჩუბინაშვილის შესახებ.
◾ გამოფენის გახსნა
„საქართველო ევროპული კულტურის კონტექსტში“ – მასალები გიორგი ჩუბინაშვილის პირადი არქივიდან
10 დეკემბერი, 13:30 – ARS GEORGICA – ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზი
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური საარქივო მასალა:
1930 წელს გერმანიაში ჩატარებული „ძველი ქართული ხელოვნების“ ფოტო-გამოფენის ორიგინალური ფოტო მასალა, რომელიც პირველად გამოიფინება
ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის – ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციების ამსახველი ფოტოები
გიორგი ჩუბინაშვილის პირადი ფოტომასალა
◾ წიგნის პრეზენტაცია
11 დეკემბერი, 13:00
პროფ. ნინო ჭიჭინაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია:
„შუა საუკუნეების ძელი ცხოველის სანაწილეები“ (გამოცემა დაფინანსებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ)
Leave a comment
 

დაჯილდოება

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ემერიტა პროფესორი კიტი მაჩაბელი ქართველოლოგიის მხარდაჭერის ფონდმა დააჯილდოვა მედლით “ქართველოლოგიის წინაშე დამსახურებისათვის”.

Leave a comment
 
 

შემდგენელი: თამაზ დვალი

მთავარი რედაქტორი: ზურაბ აბაშიძე

რედაქტორები: ლალი მოწონელიძე, თამარ რუსიშვილი

გამომცემელი:

საქართველოს კულტურის სამინისტრო

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

გამოცემის თარიღი: 2025

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოსცა ახალი სამეცნიერო ნაშრომი – „საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – კახეთი“.

გამოცემა მომზადდა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ განხორციელებული „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის“ ხუთი წიგნის საფუძველზე, რომლებიც ეძღვნებოდა კახეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლებს, შესული იყო აგრეთვე თუშეთის არქიტექტურურული მემკვიდრეობა.

ახალ გამოცემაში მიმოხილულია 1 235 ხუროთმოძღვრული ძეგლი და მოცემულია ისტორიული ცნობები 70 დასახლებული პუნქტის შესახებ.

 

Leave a comment