Author Archives: admin

 

საერთაშორისო კონფერენცია “მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში”.

2011 წლის 27-28 ოქტომბერს, გოეთეს ინსტიტურის  საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. თემაზე: “მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში”.

კონფერენციის თემის იდეის ავტორი: ნანა ყიფიანი;

პროექტის ავტორი, მენეჯერი: მზია ჩიხრაძე;

საორგანიზაციო საბჭო: მარიამ დიდებულიძე, მარიამ გაჩეჩილაძე, მარიანა ოკლეი, თამარ ბელაშვილი, ლევან ზედგინიძე;

სარედაქციო საბჭო: დიმიტრი თუმანიშვილი, მარინა მეძმარიაშვილი, ელენე თუმანიშვილი, მარინე ყენია.

კონფერენცია  მოეწყო: გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით

გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის ახალი და თანამედროვე ხელოვნების განყოფილების ფარგლებში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 32-მა მეცნიერმა. ქართველებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ასევე ამერიკელი და რუსი მეცნიერები: მერი ქეი ჯუდი თანამედროვე და ახალი არქიტექტურის დამოუკიდებელი ექსპერტი, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის ასოციაცია, აშშ; თალინ გრიგორი ბრენდის უნივერსიტეტი, აშშ; პეტერ როლბერგი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ;  სვეტლანა ხრომჩენკო მოსკოვის აღმოსავლეთის მუზეუმი, რუსეთი; ნინა გეტაშვილი ხატვის, ქანდაკებისა და არქიტექტურის რუსეთის აკადემია, რუსეთი.

უფრო ვრცლად იხილეთ: www.georgianart.ge

Leave a comment
 

2011 წლის 27-28 ოქტომბერს ჩატარებული საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია “მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში” მიეძღვნა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავს.
პარტნიორები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, აშშ საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი

Leave a comment
 

გამოფენა „SALVE“

9 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში გაიხსნა გამოფენა „SALVE“. გამოფენაზე წარდგენილი იყო ძველი თბილისის საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების ინტერიერების ამსახველი 200-მდე ფოტო: არქიტექტურული დეკორი, ცხაურები, ვიტრაჟები, იატაკის მოაზაიკური ორნამენტები და სხვადასხვა სტილის კედლისა და პლაფონების მოხატულობა: ფსევდო კლასიკური, ორიენტალური, მოდერნი…… ევროპის ხელოვნებისათვის დამახასიათებელ სიუჟეტებთან ერთად, სადარბაზოს კედლებზე ადგილობრივი მოტივებიც იყო ასახული – მთაგორიანი პეიზაჟები, სცენები სოფლის ცხოვრებიდან და ა. შ.

გამოფენის ავტორები არიან გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: მარინა  მეძმარიაშვილი, ცისია კილაძე, თამაზ გერსამია.

გამოფენა ჩატარდა „თბილისობის“ ფარგლებში და დაფინანსდა ქალაქის მერიისა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ.

Leave a comment
 
2011 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე თბილისში, გოეთეს ინსტიტუტშიმიმდინარეობდა საერთაშორისო კონფერენცია ,,ფიგურა და ორნამენტი: ესთეტიკა, ხელოვნება და არქიტექტურა კავკასიის რეგიონში 400 წლიდან 1650 წლამდე”.კონფერენცია მოაწყო გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტსა და ბაზელის უნივერსიტეტთან ერთად, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ბაზელის ნებაყოფლობითი აკადემიური საზოგადობის ფინანსური მხარდაჭერით. კონფერენცია მიეძღვნა ფიგურისა და ორნამენტის სხვადასხვა მიმართებებს კავკასიის ხელოვნებაში ადრექრისტიანული ხანიდან მეჩვიდმეტე საუკუნემდე. თემის გეოგრაფიული ფარგლები მოიცავდა საქართველოს, სომხეთს ალბანეთს/აზერბაიჯანს, აღმოსავლეთ ანატოლიასა და ჩრდილოეთ ირანს. კონფერენციაში მონაწილეობდა 30 მეცნიერი – 10 საქართველოდან და 20 ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
Leave a comment
 

International conference “Figure and Ornament”

International conference Figure and Ornament: Aesthetics, Art and Architecture in the Caucasus Region, from 400 to 1650″ was held in the Goethe Institute in Tbilisi from September 29 to October 1, 2011. It was organized by the George Chubinashvili National Research Centre, the Kunsthistorisches Institut in Florenz – Max-Planck-Institut, and the University of Basel, with the support of the Shota Rustaveli National Science Foundation and the Freiwillige Akademische Gesellschaft, Basel.

The conference was dedicated to the various relationships between figure and ornament in the arts of the Caucasus from the Early Christianity until the mid-seventeenth century, in particular in Georgia, Armenia, Albania/Azerbaijan, Eastern Anatolia and Northern Iran.

Ten scholars from Georgia and twenty scholars from various European countries participated in the conference.

Leave a comment
 

არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის ისტორიკოსთა პირველი ქართულ-იაპონური უორკშოპი

ერთობლივი კვლევითი პროექტის ფარგლებში, გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნულმა ცენტრმა და ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტმა მოაწყვეს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის ისტორიკოსთა პირველი ქართულ-იაპონური უორკშოპი. ის ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონურ ცენტრში.

უორკშოპი გახსნეს გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ და ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა შირო სასანომ. უორკშოპზე მოხსენებით წარდგა გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის ორი თანამშრომელი. ნათია ნაცვლიშვილის პრეზენტაცია ეხებოდა კათოლიკურ ეკლესიებს საქართველოში. ირინა მანიამ მიმოიხილა თბილისის ქარვასლები.

მეორე უორკშოპი ჩატარდება 2013 წელს ტოკიოში.

Leave a comment
 

FIRST JAPANESE-GEORGIAN WORKSHOP OF ARCHITECTURAL AND URBAN HISTORIANS

Within the framework of the joint research project, the Tokyo Institute of Technology and the George Chubinashvili National Research Centre organized the first First Japanese-Georgian Workshop of Architectural and Urban Historians. The workshop was held on September 21, 2011 in the Japanese Centre Lecture Room at the Institute of Oriental Studies of the Ilia State University.
The workshop was opened by Mariam Didebulidze, the director of the George Chubinashvili National Research Centre, Giorgi Sanikidze, the director of the Institute of Oriental Studies, and Shiro Sasano, the professor of the Tokyo Institute of Technology. Two researchers from the George Chubinashvili National Research Centre, Natia Natsvlishvili and Irina Mania presented their papers at the workshop.
The second workshop will be held in 2013 in Tokyo.

Japanese-Georgian Workshop

 

Leave a comment
 

“ქვის არქიტექტურის საერთაშორისო ჯილდო 2011”, ვერონა, იტალია

2011 წლის 24 სექტემბერს ქ. ვერონაში (იტალია) 46-ე  “Marmomacc”-ის: მარმარილოს, ქვისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა  “ქვის არქიტექტურის საერთაშორსო ჯილდო 2011”-ის საზეიმო გადაცემა. საცხოვრებელი ხუროთმოძღვრების კატეგორიაში ჯილდო გადაეცა პროექტს “სვანური კოშკები – საქართველო”, რომელიც წარდგენილი იქნა იტალიური მხარის მიერ.
“ქვის არქიტეტურის საერთაშორსო ჯილდოს” კურატორის, ბატონ ვინჩენცო პავანის მომართვის სფუძველზე პროექტის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი პატაშურმა, რომელმაც მოამზადა  და გაუგზავნა პროექტის ჯგუფს სვანური კოშკების ანაზომები, ნახაზები, დასახლებათა გენ-გეგმები, ფოტომასალა, ტექსტური ნაწილი ინგლისურ ენაზე.
პროექტი “სვანური კოშკები – საქართველო” შეტანილია გამარჯვებული პროექტების კრებულში: “Glocal Stone, 2011”

დაჯილდოებას ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბ-ნი ნიკოლოზ რურუა.
გ. ჩუბინაშვილის ცენტრმა დაავალა ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელს გიორგი პატაშურს, რომელიც იკვლევს სვანეთის ხუროთმოძღვრებას,  მოემზადებინა მოთხოვნილი მასალა: სვანეთის მოკლე ისტორია, კოშკების სახეობები, ნახაზები (გეგმები, ჭრილები), კოშკებიანი დასახლებების გენ-გეგმები, სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, საარქივო და ახალი ფოტომასალა და სხვ. ყოველივე ითარგმნა ინგლისურად და გაიგზავნა იტალიაში ზუსტად ერთი თვის თავზე, ივლისში. გამოყენებული იქნა საქართველოს იკომოსის მასალებიც.

სექტემბერში კი გ. ჩუბინაშვილის ცენტრმა მიიღო შეტყობინება ბატონი პავანისგან, რომ პროექტი “სვანური კოშკები – საქართველო” დასახელებულია გამარჯვებულ პროექტად “ქვის არქიტექტურის საერთაშორსო ჯილდო 2011”-ის საცხოვრებელი ხუროთმოძღვრების კატეგორიაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა. 

Leave a comment