On December 8 G. Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation presented two booklets published by the Centre: “Regulations for schoolchildren how to behave on the cultural heritage monuments” and ” Recommendations for admirers of cultural heritage monuments” to the students of the Palace of Children.
The booklets have been prepared by the experts of G. Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation .
Authors: Dr. Lali Andronikashvili, Dr. Mariamd Didebulidze, Dr. Dimitri Tumanishvili; designer: Dimitri Antadze.
The booklets are illustrated in a lively manner that will attracts interest of children.
The booklets have been published with financial aid of the Ministry for Culture and Monument Protection of Georgia.
The presentation was attended by many schoolchildren and their teachers.
A number of booklets have been given to the children as a presented.
The booklets will be distributed in other schools in Tbilisi and other cities of Georgia.
2010 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში შედგა შეხვედრა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან, რომლებმაც მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს საგანმანათლებლო ბროშურები:
“ძეგლზე მოქცევის წესები ყმაწვილთათვის” და “რეკომენდაციები ძეგლთა მოყვარულთათვის, ანუ როგორ მოვეპყრათ ძეგლებს”.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი ბესარიონ მაცაბერიძე.
ბროშურები მომზადდა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში. დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით. ავტორები არიან: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები ლალი ანდრონიკაშვილი, მარიამ დიდებულიძე, დიმიტრი თუმანიშვილი. მხატვარი: დიმიტრი ანთაძე.
წარმოდგენილი ბროშურების გამოცემის მიზანია ყმაწვილებს განემარტოთ, თუ რა წვლილი შეუძლიათ შეიტანონ თავისი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის საქმეში.
ბროშურა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს სწორად წარმართონ თავისი საქმიანობა, მათ შეიძლება თავისივე რეგიონში არსებული ბევრი უცნობი ძეგლი გამოავლინონ, რისთვისაც გამოადგებათ ბროშურაში მოცემული რჩევები.განსაკუთრებით აქტუალურია უფროსკლასელთათვის რჩევების მიცემა მათივე რეგიონში, ან უბანში არსებული ძეგლების (განსაკუთრებით უცნობი) აღნუსხვასთან დაკავშირებით: ჩახატვა, ფოტოგრაფირება, წარწერების გადმოხატვა და ფიქსაცია, ძეგლის აღწერა, მოსახლეობაში არსებული გადმოცემების ან სხვა სახის ცნობების შეგროვება და სხვ.ბროშურები რიგდება როგორც თბილისის, ასევე სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და სახელოვნებო სასწავლებლებში.
On November 10, 2010 The National Academy of Sciences of Georgia announced awards 2010 for the scholarly works and publications.
The George Chubinashvili Prize has been awarded to professor Kiti Machabeli, the leading researcher of the G. Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation for the book “Medieval Georgian stone crosses” edited by the Centre.
2010 წლის 10 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა მეცნიერებათა აკადემიამ გამოაცხადა 2010 წლის სამეცნიერო პრემიების ლაურეატები.
აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის პრემია გადაეცა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს პროფესორ კიტი მაჩაბელს წიგნისთვის “შუა საუკუნეების ქვა-ჯვარები” (გამოცემულია გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ 2010 წელს)
On November 5, 2010 The British Council arranged the exhibition of works of English painters from the British Council Art collection to meet HRH the Prince Edward, Earl of Wessex.
Dr.Mariam Didebulidze, director of the G. Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation, and Dr. Maia Mania, the senior researcher of the Center, attended the meeting and provided Prince Edward with information of the Center activities and scholarly relations with the relevant British bodies and organizations, among them with FARIG. Dr. Mariam Didebulidze presented to Prince Edward the book “Georgian Christian Art”
2010 წლის 5 ნოემბერს ბრიტანეთის საბჭოს (British Council) თაოსნობოთ ა. ქუთათელაძის სახ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში მოეწყო ბრიტანეთის საბჭოს კოლექციაში არსებული ინგლისელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენაზე მოწვეული იყო საქართველოში სტუმრად მყოფი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, მისი სამეფო უმაღლესობა პრინცი ედვარდი..
პრინცი ედვარდი შეხვდა გამოფენაზე მოწვეულ ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, მათ შორის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორს მარიამ დიდებულიძეს და ცენტრის უფროს მეცნიერ თანამშრომელს მაია მანიას, რომლებმაც პრინც ედვარდს გააცნეს ცენტრის სამეცნიერო და საქმიანი ურთიერთობები შესაბამის ბრიტანულ ორგანიზაციებთან, მათ შორის FARIG- -თან. მ. დიდებულიძემ პრინცს გადასცა ცენტრის მიერ გამოცემული წიგნი “ქართული ქრისტიანული ხელოვნება”.