30 ივლისს, 13.00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრთან.

ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივ მუშაობას საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებთან დაკავშირებული ყველა მიმართულებით:

1. ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება;
2. ცენტრის აქტიური მონაწილეობა აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში;
3. აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების სტუდენტების პრაქტიკის ორგანიზება ცენტრის ბაზაზე;
4. ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება.

ჩარჩო შეთანხმება ერთობლივი საქმიანობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრს შორის

Leave a comment
 

19 აპრილს 2010 წელს შედგა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული, საჯარო და საზოგადოებრივ ინსტიტუციებს შორის, რათა ხელი შეეწყოს ქვეყანაში გლობალური განზომილების მქონე ინფორმაციის მართვისა და კვლევის განვითარებას, ამ სფეროში თანამედროვე კომპეტენციის მქონე ადამიანური რესურსების უზრუნველყოფას.

Leave a comment