2010 წელს ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტმა და გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნულმა ცენტრმა წამოიწყეს ერთობლივი კვლევითი პროექტი, რომლის მიზანია შუა საუკუნეების ქართული ეკლესიების ფიზიკური მდგომარეობის შესწავლა.
2011 წლის 6-დან 20 სექტემბრამდე ჩატარდა პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები. იაპონელი მეცნიერები შირო სასანო (პროექტის ხელმძღვანელი), იასუჰიტო ფუჯიტა, საჩიკო ჰატორი, ნორიო იოშიმოტო და რიკა ფუჯიტა საქართველოში ჩამოვიდნენ საველე კვლევის ჩასატარებლად და ტექნიკური მონაცემების შესაგროვებლად. საველე სამუშაოებში, რომლებიც მოიცავდა შენობების აზომვას, სინჯების აღებას, ფოტოგადაღებას და ფოტოგრამეტრიულ ანალიზს, მონაწილეობდა გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის ექვსი თანამშრომელი: მარიამ გაბაშვილი, გიორგი პატაშური, ნათია ნაცვლიშვილი, მანონ ლილუაშვილი, ირინა მანია და ეთერ ედიშერაშვილი. ქართული მხრიდან პროექტის კოორდინატორია ძველი ხელოვნების განყოფილების გამგე დავით ხოშტარია.
ერთობლივმა ჯგუფმა იმუშავა ქუთაისში, გელათში, მარტვილში, უბისაში, კაცხში, ქორეთში, ნიკორწმინდაში, ტიმოთესუბანში, წუნდაში, ზედა ვარძიაში, წრომში, სამთავისში, ურბნისში, ყინწვისში, სამწევრისსა და ატენში.