• კონტაქტი
    • ENG
    • Search
    Chubinashvili Centre Chubinashvili Centre
    • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სტრუქტურა
      • საერთაშორისო ურთიერთობები
      • საჯარო ინფორმაცია
      • სტაჟირება
      • წიგნების გაყიდვა
    • სამეცნიერო საქმიანობა
      • პროექტები
      • პუბლიკაციები
      • კონფერენციები და სემინარები
      • საჯარო ლექციები
      • ბიობიბლიოგრაფიები
    • სიახლეები
    • ქობულაძის ლაბორატორია
      • ლაბორატორიის ისტორია
      • ფოტო გალერეა
      • ციფრული ასლების შეძენის წესი
    • ბიბლიოთეკა და არქივი
      • ბიბლიოთეკა
      • არქივი
    • გამოფენები
    • ელ.რესურსები
      • Ars Georgica
      • academia.edu
      • el.ge
  • რენე შმერლინგის ექსლიბრისის უნიკალური კოლექციის გამოფენა

    By admin on აგვისტო 6, 2013

    გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრმა  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი: “რენე შმერლინგის ექსლიბრისის უნიკალური კოლექციის გამოფენა (XIX ს. – XX ს.-ის 30 წწ.) და სადისკუსიო მრგვალი მაგიდა  ქართული გრაფიკული ხელოვნების პრობლემებზე” (2013 წლის 15-30 ოქტომბერი).

    ღონისძიება მიეძღვნა ცნობილი გრაფიკოსი-მხატვრების – ლადო გრიგოლიასა და ნიკოლოზ ჩერნიშკოვის დაბადებიდან 110 წლისთავის საიუბილეო თარიღს.

    2013 წლის 15 ოქტომბერს, გ. ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ამ ორგანიზაციის არქივში დაცული, ცნობილი ქართველი მეცნიერის, რენე შმერლინგის ექსლიბრისის კოლექცია, რომელიც მოიცავს ორ ასეულზე მეტ ქართული, სომხური, რუსული და ევროპული ექსლიბრისის საუკეთესო, უნიკალურ ნიმუშებს – XIXს-დან XXს-ის 30-ანი წლების ჩათვლით.

    ექსპოზიციაში ასევე განთავსდა ლადო გრიგოლიას შრიფტების რამდენიმე გარნიტური, ქ-ნი რენეს არქივში დაცული ნ. ჩერნიშკოვის მინიატურული და დაზგური გრავიურის ნიმუშები და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შესრულებული წიგნის ნიშნები (პედაგოგები: ლორეტა შენგელია-აბაშიძე, გოგი წერეთელი).
    ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონფერენცია (16 ოქტომბერი).
    გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა ისაუბრა – რენე შმერლინგზე, როგორც მეცნიერზე, მის ფართო ინტერესებზე და ქართული კულტურის ისტორიაში შეტანილ ფასდაუდებელ ღვაწლზე.
    პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ამავე ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარინა მეძმარიაშვილმა ისაუბრა ნიკოლოზ ჩერნიშკოვის შემოქმედებაზე, საზოგადოებას გააცნო, როგორც რენე შმერლინგის კოლექციაში დაცული მხატვრის ნამუშევრები, ასევე ყველა ის  მასალა რომელთა მოძიებაც მოხერხდა არსებულ ეტაპზე.

    საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ლადო გრიგოლიას შემოქმედების შესახებ ისაუბრა, მხატვრის მემკვიდრემ, ქალბატონმა მერი ჯაფარიძემ.

    პროექტის ხელმძღვანელმა, გ. ჩუბინაშვილის ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარიამ გაჩეჩილაძემ ისაუბრა ზოგადად ექსლიბრისის ხელოვნების წარმოშობისა და განვითარების ისტორიაზე, ამ ჭრილში განიხილა რენე შმერლინგის კოლექციის უნიკალური ექსპონატები და მიმოიხილა  ქართული ექსლიბრისის განვითარების ისტორია წარმოშობიდან (XVIII ს.) დღევანდელ დღემდე.

    დასასრულს შედგა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გრაფიკოსმა მხატვრებმა, სტუდენტებმა და დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა.

    დისკუსიის საგანს შეადგენდა თანამედროვე ქართულ წიგნის გრაფიკაში წარმოქმნილი პრობლემები: ბეჭდური, კომპიუტერული და მხატვრული შრიფტის, ორნამენტის და ექსლიბრისის განვითარებაში არსებული მწვავე, პრობლემატური საკითხები. წარიმართა მსჯელობა მათი გადაჭრის გზების საძიებლად და დაისახა მომავალი ღონისძიებების გეგმები.

    Posted in გამოფენები, მოვლენები.
    Share
    Previous„ფიროსმანი და ქართული კულტურა“
    Next“LIMEN, Cultural Ports from Aegean to the Black Sea”
    სამუშაო დღეები
    ორშაბათი - პარასკევი
    სამუშაო საათები
    10:00 - 18:00
    0322 99 05 88
    prchubinashvili@gmail.com
    მთავარი
    ისტორია სტრუქტურა სიახლეები საჯარო ინფორმაცია მედია ვაკანსიები
    მომსახურება
    ბიბლიოთეკა და არქივი სამკითხველო დარბაზი საგამოფენო დარბაზი საკონფერენციო დარბაზი
    ელ.რესურსები
    Ars Georgia
    ქობულაძის ლაბორატორია
    მეცნიერება
    სამეცნიერო საბჭო პროექტები საერთაშორისო პროექტები პერიოდიკა წიგნები ღონისძიებები
    ფონდები
    ფოტო ისტორია
    გალერეა

    © 2025 გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

    • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სტრუქტურა
      • საერთაშორისო ურთიერთობები
      • საჯარო ინფორმაცია
      • სტაჟირება
      • წიგნების გაყიდვა
    • სამეცნიერო საქმიანობა
      • პროექტები
      • პუბლიკაციები
      • კონფერენციები და სემინარები
      • საჯარო ლექციები
      • ბიობიბლიოგრაფიები
    • სიახლეები
    • ქობულაძის ლაბორატორია
      • ლაბორატორიის ისტორია
      • ფოტო გალერეა
      • ციფრული ასლების შეძენის წესი
    • ბიბლიოთეკა და არქივი
      • ბიბლიოთეკა
      • არქივი
    • გამოფენები
    • ელ.რესურსები
      • Ars Georgica
      • academia.edu
      • el.ge