![127](https://www.gch-centre.ge/wp-content/uploads/2014/05/127.jpg)
2014 წლის 27 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა გამოფენა „ქართული ფრესკა – აღდგომა“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი მხატვრების: მერაბ აბრამიშვილისა და ირაკლი ფარჯიანის რელიგიურ თემატიკაზე შესრულებული ფერწერული ნამუშევრები და გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის ფოტო-ლაბორატორიის საილუსტრაციო მასალა, მაღალი ხარისხის ფოტოები – ქართული საეკლესიო მონუმენტური მხატვრობის, ხატების, მინიატურებისა და ოქრომჭედლობის ნიმუშების ამსახველი გამოსახულებები: გელათის ღვთისმშობლისა და წმიდა გიორგის ტაძრის, ყინცვისის, კაცხის ტაძართა, დავით-გარეჯის მონასრტის ფრესკების, წყაროსთავის ოთხთავის, იშხნის საწინამძღვრო ჯვრისა და ა.შ.
გამოფენაზე მიწვეული იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტერესი ილია II და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.