On December 24, 2015 a project “Inventory of Sergo Kobuladze’s Atelier and Preparation for its Transportation to Tbilisi State Academy of Art” was presented at the conference hall of the George Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation. The project (12.IV-12.VII.2015) was implemented with the support of Ministry of Culture and Monument Protection of Georgia and implied organizing Sergo Kobuladze’s memorial study at Tbilisi State Academy of Art, although so far only the artist’s etching press has been carried to the Academy.
The main idea of the presentation was showing the results of this project, presenting the importance of the discovered material and planning future investigation of the artist’s creative heritage.
The presentation was led by the head of the contemporary art department of the Centre Ph.D Mariam Gachechiladze, who was the supervisor of the project. The other members of the project were:.Junior researchers Tamar Belashvili, Sophio Chitorelidze and Nodar Aronishidze.
Along with the presentation a two-day exhibition named “An Unknown Sergo Kobuladze” was arranged in the exhibition hall “Ars Georgica” of the Centre. There were displayed unknown pieces of art of the artist: sketches, compositions, theatre decorations and theatre costumes and so on.
The presentation of the project showed that Sergo Kobuladze’s creative heritage needs further investigation. At the first stage – during 2016 it is desirable to prepare an album-catalogue “An Unknown Sergo Kobuladze” for edition. It is also planned to present the album at the artist’s retrospective exhibition where there will be gathered the artist’s famous and so far unknown works as well.
The presentation was attended by the representatives of Ministry of Culture and Monument Protection of Georgia, representatives of Museum and Monument Protection Agency and members of society interested in art.
2015 წლის 24 დეკემბერს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის სხდომათა დარბაზში შედგა პროექტის: „სერგო ქობულაძის სახელოსნოს ინვენტარიზაცია და გადასატანად მომზადება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში“ პრეზენტაცია. პროექტი (12.IV-12.VII.2015) განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ითვალისწინებდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სერგო ქობულაძის მემორიალური კაბინეტის მოწყობას, თუმცა ამ ეტაპზე აკადემიაში მხოლოდ მხატვრის ოფორტის დაზგა იქნა გადატანილი.
განხორციელებული პროექტის შედეგების ჩვენება, მიკვლეული მასალის მნიშვნელოვნების წარმოდგენა და მხატვრის შემოქმედების შემდგომი კვლევის დაგეგმვის მონახაზის გააზრება იყო ამ პრეზენტაციის მიზანი.
პრეზენტაციას უძღვებოდა ამავე ცენტრის თანამედროვე ხელოვნების განყოფილების გამგე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროექტის ხელმძღვანელი, მარიამ გაჩეჩილაძე (პროექტის წევრები: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: თამათ ბელაშვილი, სოფიო ჩიტორელიძე და ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ნოდარ არონიშიძე).
პრეზენტაციის პარალელირად ამავე ცენტრის საგამოფენო დარბაზში „Ars Georgica“ მოეწყო ორდღიანი გამოფენა, სახელწოდებით „უცნობი სერგო ქობულაძე“. გამოფენაზე ექსპონირებული იყო მხატვრის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილი დღემდე უცნობი ნამუშევრები: ჩანახატები, კომპოზიციები, თეატრის დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები და ა.შ.
პროექტის პრეზენტაციამ აჩვენა, რომ სერგო ქობულაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, შემდგომი კვლევასა და შესწავლას ითხოვს. პირველ ეტაპზე – 2016 წლის ფარგლებში სასურველია განხორციელდეს ალბომ-კატალოგის „უცნობი სერგო ქობულაძე“ მომზადება და გამოცემა. ალბომის პრეზენტაცია კი შედგეს ეროვნულ გალერეაში მოწყობის რეტროსპექტიულ გამოფენაზე, სადაც თავმოყრილი იქნება როგორც ფართო საზოგადოებისტვის ცნობილი ასევე მხატვრის დღემდე უცნობი ნამუშევრები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მხატვრები, მუზეუმების და ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომლები, დაინტერესებული საზოგადოება.
Batumi: Photography exhibition “OLKAS: From the Aegean to the Black Sea – Medieval Ports in the Maritime Routs of the East”
On December 18, 2015, 17.00 PM in the gallery of the Centre of Contemporary Art – CAC 41N/41E (Silk Road Group), Batumi a photography exhibition was arranged ” OLKAS: “From the Aegean to the Black Sea” – Medieval Ports in the Maritime Routs of the East”. The exhibition was arranged in the frames of the EU financed project “LIMEN: Cultural ports from Aegean to the Black Sea” http://www.limenproject.net.).
The exhibition was opened by Dr. Mariam Didebulidze, Director of the Chubinashvili Centre and Dr. Nino Inaishvili, Batumi Shota Rustaveli State Universitys N. Berdzenishvili Institute; Ms. Miranda Charkviani, director of the Cultural Heritage Preservation Agency of Ajara
The exhibition was attended by the representatives of the local network of the project:
Ministry of Education, Culture and Sport of Ajara AR; Batumi Sea Port; Department of Tourism and Resorts of Adjara; Cultural Heritage Preservation Agency of Ajara; Batumi Municipality; Batumi Archeological Museum; Batumi Shota Rustaveli State Universitys N. Berdzenishvili Institute; Batumi Art Teaching University; Memorial Museum of Khariton Akhvlediani; NGO Contemprorary Art Center (CAC); NGO “Batomi”;
Also, mr. Zurab Gelava, Wihelmsen Ships Service; Dr. Merab Khalvashi, Rector of the Shota Rustaveli university; Dr. Ermile Meskhia, Rector of the Batumi Art Teaching University; local NGO-s, artists, painters, students etc.
The event was covered by the State TV of Ajara AR.
In the course of the exhibition the Projects printed materials (leaflets, Guide, booklets) in three languages have been presented and disseminated among the audience along with the USB fleshes with the Project Limen information
2015 წლის 18 დეკემბერს 17 საათზე ბათუმში “თანამედროვე ხელოვნებისცენტრში“ CAC 41N/41E (Silk Road Group), მოეწყო გამოფენა “ოლკასი. ეგეოსიდან შავ ზღვამდე. შუა საუკუნეების პორტები აღმოსავლეთის საღზღვაო გზაზე“, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ლიმენი _ კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” (2013-2015) ფარგლებში(ვებგვერდი http://www.limenproject.net.). პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი).
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის პროგრამაში შეტანილი პორტების 47 ბანერი საარქივო და ახალი ფოტოებით, გრავიურებით, ჩანახატებით, შესაბამისი განმარტებითი ტექსტებით ქართულ და ინგლისურ ენებზე.
გახსნაზე წარმოდგენილი იყო და დარიგდა პროექტი “ლიმენის” ფარგლებში გამოცემული ტურისტული საინფორმაციო ბუკლეტები, გზამკვლევები, ლიფლეტები. ასევე პროექტის მასალის შემცველი USB fleshes; ჩატარდა პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტური ფილმებისა და კლიპების პრეზენტაცია.
გამოფენა გახსნეს: მარიამ დიდებულიძემ, გ. ჩუბინასშვილის ცენტრის დირექტორმა; ნინო ინაიშვილმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის წარმომადგენელმა;
მირანდა ჩარკვიანმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა.
გამოფენას ესწრებოდნენ პროექტის ადგილობრივი ქსელის წარმომადგენლები:
• აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
• აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
• ქალაქ ბათუმის მერია
• აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
• ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
• ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
• აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი
• ბათუმის საზღვაო ნავსადგური
• თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CAC
• არასამთავრობო ორგანიზაცია “ბათომი”
გამოფენის გახსნას ასევე დაესწრნენ მხატვრები, არქიტექტორები, არქეოლოგები, ისტორიკოსები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სხვები.
აჭარის ტელევიზიამ მოამზადა სიუჯეტი გამოფენის თაობაზე.
On December 2, in the conference hall of the g. Chubinashvili Centre, Dr. Charalampos Chotzakoglou, President of Society of Cypriot Studies, delivered a lecture “Discovering the Byzantine Painting of Cyprus and the relations between Cyprus and Georgia”.
2 დეკემბერს გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნულ ცენტრში კვიპროსული კვლევების საზოგადოების პრეზიდენტმა დოქტორმა ხარლამპოს ხოტცაკოგლუმ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე:
“ბიზანტიური მხატვრობა კვიპროსზე და საქართველო-კვიპროსის ურთიერთობები”
2015 წლის 1 დეკემბერს 17 საათზე გ. ჩუბინაშვილის ეროვნულ ცენტრში მოეწყოფოტო-გამოფენა “ოლკასი. ეგეოსოდან შავ ზღვამდე. შუა საუკუნეების პორტებიაღმოსავლეთის საღზღვაო გზაზე”, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ლიმენი. კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” (2013-2015) ფარგლებში (ვებგვერდი http://www.limenproject.net.). პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი).
პროექტის პარტნიორები არიან: სტამბოლისა და კოჩის უნივერსიტეტები (თურქეთი), კავალას მუნიციპალიტეტი (საბერძნეთი); კონსტანცას ისტორიისა და არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი (რუმინეთი); ოდესის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტი (უკრაინა); ვარნას მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი).
საქართველოში პროექტის „ლიმენი“ ლიდერი ორგანიზაციაა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი. ”ლიმენის” ქართული ქსელის წევრი ორგანიზაციებია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის საზღვაო ნავსადგური, სამეცნიერო-აკადემიური დაწესებულებები: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სახ. ინსტიტუტი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CAC.
პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და „კულტურის ევროპული დედაქალაქის“ გამოცდილების გამოყენებით ახალი ინსტიტუციის: „შავი ზღვის კულტურული პორტის“ იდეისა და სტრატეგიის შემუშავება.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა ერთიანი ტურისტული მარშრუტები, საინფორმაციო ფირნიშების ერთიანი სისტემა, საინფორმაციო ბუკლეტები, ცნობარები; გამოიკვეთა კულტურული მემკვიდრეობის როგორც მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობა და ხელი შეეწყო მის პოპულარიზაციას.
გამოფენა მომზადდა პროექტის ”ოლკასის” (www.olkas.net) ფარგლებში. ის უკვე ბევრ ქვეყანაში გაიმართა: საბერძნეთში (თესალონიკი, ათენი, ვოლოსი, კავალა), თურქეთში (სტამბოლი), რუმინეთში (კონსტანცა), უკრაინაში (ოდესა, სიმფეროპოლი), კვიპროსზე (ლეფკოსია, პაფოსი, ლიმასოლი, აია ნაპა).
გამოფენაზე წარმოდგენილია ეგეოსისა და შავი ზღვების და კვიპროსის საპორტო ქალაქების ხედები. ეს ფოტოები მოგზაურებმა, არქეოლოგებმა და ფოტოგრაფებმა სხვადასხვა დროს გადაიღეს – XIX საუკუნიდან დღევანდლამდე.
გამოფენაზე ასევე მოეწყო ქართული მხარის მიერ მომზადებული ტურისტული საინფორმაციო მასალის პრეზენტაცია.
გამოფენას დაესწრენ ასევე პროექტის წამყვანი ორგანიზაციის წარმომადგენელი დოქტორი ფლორა კარაგიანი და კვოპროსული კვლევების საზოგადოების პრეზიდენტი, დოქტორი ხარლამპიოს ხოტცაკოგლუ.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ საბერძნეთის ელჩი, თურქეთის ელჩი, ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენელი, საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი კვიპროსზე, კულტურის სამინისტროს, ეროვნული სააგენტოს, ეროვნული მუზეუმის, თბილისის უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიისა, აკადემიური წრეების, მუზეუმების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვ..
An exhibition “Akaki in the Creative Works of Georgian Artists” dedicated to Akaki Tsereteli’s 175th anniversary of his birth and 100th anniversary of his death was held in the exhibition hall “Ars Georgica” of the G. Chubinashvili Centre on 11-25 November, 2015.The project was carried out by the George Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage preservation, financed by the Ministry of Culture and Monument Protection of Georgia and supported by UNESCO.
The exhibition presented pieces of art from the funds of the Shalva Amiranashvili Art Museum and the Dimitri Shevardnadze National Gallery, as well as the works from the George Leonidze Georgian Literature Museum and private collections.
Analyzing the exposition material it became clear to scientists, artists and the society in general that unfortunately, Akaki Tsereteli occupies comparatively modest place in Georgian art history. However, pieces of art presented at the exhibition give the viewers a good opportunity to become acquainted with an absolutely unique material. There were exhibited paintings and easel drawings executed by different artists in different times and samples of book illumination. Among others there were the works of Gigo Zaziashvili, Karapet Grigoriants, Oscar Schmerling, David Kakabadze, Valerian Sidamon-Eristavi, Shalva Kikodze, Ucha Japaridze, Ekaterine Bagdavadze, Tamar Abakelia, Nina Tamamsheva, Alexandre Tsimakuridze, Merab Durglishvili, David (Duda) Gabashvili, Vladimer (Lado) Grigolia, Levan Tsutskiridze, Radish Tordia and Keti Matabeli. Also, there were exhibited works of the less famous illustrators – Temur Pkhikidze and Levan Silagadze. Original works of two artists – Tedo Rekhviashvili and Mirian Chankvetadze, who illustrated Akaki’s new jubilee collection (Akaki Tsereteli, Collection, Tbilisi, 2015) were presented to the public for the first time.




