• კონტაქტი
    • ENG
    • Search
    Chubinashvili Centre Chubinashvili Centre
    • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სტრუქტურა
      • საერთაშორისო ურთიერთობები
      • საჯარო ინფორმაცია
      • სტაჟირება
      • წიგნების გაყიდვა
    • სამეცნიერო საქმიანობა
      • პროექტები
      • პუბლიკაციები
      • კონფერენციები და სემინარები
      • საჯარო ლექციები
      • ბიობიბლიოგრაფიები
    • სიახლეები
    • ქობულაძის ლაბორატორია
      • ლაბორატორიის ისტორია
      • ფოტო გალერეა
      • ციფრული ასლების შეძენის წესი
    • ბიბლიოთეკა და არქივი
      • ბიბლიოთეკა
      • არქივი
    • გამოფენები
    • ელ.რესურსები
      • Ars Georgica
      • academia.edu
      • el.ge
  • შერვაშიძე ლეონიდე (ლეო)

    By admin on აპრილი 3, 2018

    (1910, პარიზი   –   2003, თბილისი)
    ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთიკისა და ესთეტიკის პროფესორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აფხაზეთისა (1961) და საქართველოს (1983) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
    მისი სამეცნიერო კვლევის  სფერო იყო ანტიკური და შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნება   –   ხელნაწერთა წიგნის შემკულობა, მონუმენტური მხატვრობის ძეგლები, ქართული და აფხაზური ხელოვნება.
    დაამთავრა თბილისის რკინიგზის სატრანსპორტო ინსტიტუტი (1945). 1948-1951 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1951 წლიდან   –  თანამშრომელი. 1957-1974 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  აფხაზეთის ენის, ლიტერატურის და ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ანთროპოლოგიისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი 1963 წლიდან. გამოფენებში მონაწილეობდა 1932 წლიდან. ლ. შერვაშიძის ნამუშევრები დაცულია ს. ჯანაშიას სახ. სახელმწიფო მუზეუმში, სოხუმის დ. გულიას სახ. მუზეუმში.
    ლ. შერვაშიძემ მრავალი წელი მიუძღვნა ძველი ქალაქების  –  დიოსკურიისა და სებასტოპოლისის ნაშთების შესწავლას. მისი ახალგაზრდობის წლები წყალქვეშა არქეოლოგიასთან იყო დაკავშირებული, საკუთრივ აწარმოებდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას შავ ზღვაში.
    ლ. შერვაშიძეს, როგორც მეცნიერს  უჭირდა გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა. შუა საუკუნეების ძეგლების შესწავლასთან ერთად მეცნიერი  იკვლევდა თანამედროვე ფერწერას, გრაფიკას, ქანდაკებას   –   ქართულს და აფხაზურს. იგი თავადაც ხატავდა, ქმნიდა გრაფიკულ სურათებს, იყო არაერთი წიგნის ილუსტრატორი. მრავალი წელი შეალია აფხაზ და ქართველ წარჩინებულ გვარიშვილთა გერბების აღდგენას. მანვე შეასრულა შარვაშიძეთა გენეალოგია.
    რჩეული ნაშრომები: 1.  XVI საუკუნის ერთი ქართული ხელნაწერის მინიატურების თავისებურებათა შესახებ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  მოამბე, ტ. XXII,  N3, 1959;  2. К  вопросу о средневековой грузинской светской миниатюре, Тб., 1964; 3. Повесть о городе, взятом волнами (Открытие античного города Себастополиса), Сухуми,  1967; 4. Жизнь и творчество художника Гр. Маисурадзе, Ars Georgica, т. 7-B, 1974; 5. Средневековая монументальная живопись в Абхазии, Тб., 1980; 6. Н. Табукашвили, Грузинский живописец 1915-1981,  Ars Georgica, т. 8-B, 1987.

    1. ”ვეფხისტყაოსნის” 1646 წლის ხელნაწერის მინიატურების ავტორების შესახებ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  მოამბე, ტ. XVI,  N6, 1955;
    2. კედლის მოხატულობანი ”ამირანდარეჯანიანის” სიუჟეტით სვანეთში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  მოამბე,  N5, 1956;
    3. XVI საუკუნის ერთი ქართული ხელნაწერის მინიატურების თავისებურებათა შესახებ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  მოამბე, ტ. XXII,  N3, 1959;
    4. Церковь в селе Акапа (Одиши) около Сухуми, აფხაზეთის ენის, ლიტერატურის და ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. XXX , 1959;
    5. К вопросу о средневековой грузинской светской миниатюре, Тб., 1964;
    6. Повесть о городе, взятом волнами (Открытие античного города Себастополиса), Сухуми,  1967;
    7. Жизнь и творчество художника Гр. Маисурадзе,  Ars Georgica,  т. 7-B, 1974;
    8. Резные камни церкви на холме Арасараху, близ Цебельды, Известия абхазского института яз. лит. и истории, т. IV, 1975;
    9. Работы в Гудаутском районе Абхазии (Археологические раскопки), Археологические открытия 1974 года, М., 1975;
    10. მოქანდაკე ბ. ღოღობერიძის შემოქმედება, საბჭოთა ხელოვნება,   N4, 1979;
    11. Средневековая монументальная живопись в Абхазии, Тб., 1980;
    12. Н. Табукашвили, Грузинский живописец 1915-1981,  Ars Georgica,  т. 8-B, 1987
    Posted in ბიობიბლიოგრაფია.
    Share
    Previousჩაჩხუნაშვილი ციცინო
    Nextშანშიაშვილი ანა
    სამუშაო დღეები
    ორშაბათი - პარასკევი
    სამუშაო საათები
    10:00 - 18:00
    0322 99 05 88
    prchubinashvili@gmail.com
    მთავარი
    ისტორია სტრუქტურა სიახლეები საჯარო ინფორმაცია მედია ვაკანსიები
    მომსახურება
    ბიბლიოთეკა და არქივი სამკითხველო დარბაზი საგამოფენო დარბაზი საკონფერენციო დარბაზი
    ელ.რესურსები
    Ars Georgia
    ქობულაძის ლაბორატორია
    მეცნიერება
    სამეცნიერო საბჭო პროექტები საერთაშორისო პროექტები პერიოდიკა წიგნები ღონისძიებები
    ფონდები
    ფოტო ისტორია
    გალერეა

    © 2025 გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

    • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სტრუქტურა
      • საერთაშორისო ურთიერთობები
      • საჯარო ინფორმაცია
      • სტაჟირება
      • წიგნების გაყიდვა
    • სამეცნიერო საქმიანობა
      • პროექტები
      • პუბლიკაციები
      • კონფერენციები და სემინარები
      • საჯარო ლექციები
      • ბიობიბლიოგრაფიები
    • სიახლეები
    • ქობულაძის ლაბორატორია
      • ლაბორატორიის ისტორია
      • ფოტო გალერეა
      • ციფრული ასლების შეძენის წესი
    • ბიბლიოთეკა და არქივი
      • ბიბლიოთეკა
      • არქივი
    • გამოფენები
    • ელ.რესურსები
      • Ars Georgica
      • academia.edu
      • el.ge