ასათიანი ნინო

არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, საქ. არქიტექტორთა კავშირის წევრი 1964 წ-დან.
1959წ. დაამთავრა თბილისის სახ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებელო ფაკულტეტი არქიტექტორის სპეციალობით.
1959წ. 14.IX-დან 1970წ. 2.II-მდე მუშაობდა სახ. საპროექტო ინსტიტუტის “თბილქალაქპროექტის” არქიტექტორის, უფროსი არქიტექტორის (1963 წ-დან) თანამდებობაზე. თანაავტორებთან ერთად იყო რიგი ქალაქგეგმარებითი პროექტების ავტორი, მათ შორის, “თემქის” დასახლების მიკრორაიონების დაგეგმარებისა.
1973წ. 2.II. დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა
1973წ. 1.III-დან 2006წ. 1.X-მდე მუშაობდა ამავე ინსტიტუტში უმცროსი მეცნ. თანამშრომლის, მეცნიერ თანამშრომლის (1984-დან), უფროსი მეცნ. თანამშრომლის (1986-დან) თანამდებობებზე ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიის განყოფილებაში.
1984წ. 20.XII დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ქართული საბჭოთა ქალაქთმშენებლობა 1920-30-იან წლებში”.
1985წ. 29.V მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის წოდება.
1986-1990 წლებში მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის და თეორიის კათედრაზე უფრ. მასწავლებლად. კითხულობდა “საზღვარგარეთის თანამედროვე და საბჭოთა არქიტექტურის” ლექციების კურსს.

სრული ბიბლიოგრაფია:

1. თბილისის პირველი გენერალური გეგმა”, ჟურნ. “მეცნიერება და ტექნიკა”. 1973წ. N7, თბილისი

2. “ქალაქთმშენებლობა საქართველოში 1921-1932 წ.წ.” ჟურნ. “საბჭოთა ხელოვნება”. 1978წ. N8, თბილისი

3. “არქიტექტორი მის ვან დერ როე”. ჟურნ. “ფრესკა”. 1979წ. თბილისი

4. “არქიტექტურულ-მხატვრული საკითხები ქართულ საბჭოთა არქიტექტურაში 1930-იან წლებში”. ჟურნ. “საბჭოთა ხელოვნება”. 1980წ. N3. თბილისი

5. “Первые генеральные планы городов Грузии”. 1981 ერევანი (რესპ. კონფერენცია)

6. “Принципы  жилишной застройки городов Грузии в 1920-30х годах” 1983 წ. თბილისი. IV საერთაშორისო სიმპოზიუმი

7. “Грузинское советское градостроительсто 1920-30х годов” 1985 წ. თბილისი, მონოგრაფია

8. “ჯორჯო ვაზარი”. 1986 წ. ჟურნ. “ფრესკა”. თბილისი

9. “ძმები ვერნინები”. 1987წ. ჟურნ. “ფრესკა”

10. Градостроительство советской Грузии 1930-х годов” 1987 წ. კრებული “ქართული ხელოვნება”. სერია 8Б

11. “ქალაქის არიქტექტურა”. 1989 წ. კრებული “თბილისი”

12. “მთის სოფლის არქიტექტურა”. 1989 წ. V საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი

13. არქიტექტორ თ. ჩხაიძის კატალოგის შესავალი. 2003 წ. თბილისი

14. “ქალაქთმშენებლობა 1970-80-იან წლებში, თბილისი”. 2004 წ. (აკად. ვ. ბერიძისადმი მიძღვნ. კონფერენცია)

15. “რესპუბლიკის მოედანი – თბილისის რეკონსტრუქციის საყურადღებო მაგალითი”. 2005 წ. (აკად. გ, ჩუბინაშვილისადმი მიძღვ. კონფერენცია)

16. “სიმფონიური მუსიკის დარბაზი”. 2006 წ. თბილისი