ხელოვნებათმცოდნე, ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.
სამეცნიერო კვლევის სფერო – ქართული შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობა, XIX-XX საუკუნეების ქართული დაზგური მხატვრობა და მისი მიმართება ევროპულ მხატვრობასთან.
საქმიანობა – თბილისის შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე მიჰყავს ხელოვნების ზოგადი თეორიის კურსი; საქართველოს ეროვნული გალერეის თანამშრომელი და მიმდინარე პროექტის: “საქართველოს ეროვნული გალერეის შესახებ კომპაქტდისკის შექმნა” – ხელმძღვანელი და ტექსტის ავტორი; ქრისტიანული არქეოლოგიის, ადრეული შუა საუკუნეების და ბიზანტიური კულტურის კვლევის გერმანული ასოციაციის წევრი.
რჩეული ნაშრომები:
1. შიომღვიმის «ჯვართამაღლების» ეკლესიის მოხატულობის იკონოგრაფიული პროგრამის რამდენიმე თავისებურება, საქართველოს სიძველენი, N 1, თბ., 2002;
2. წმინდა სვიმეონ მესვეტის გამოსახულება შიომღვიმის მონასტრის “ჯვართამაღლების” ეკლესიის მოხატულობაში, კავკასიის მაცნე, N 8, თბ., 2003;
3. შიომღვიმის მონასტრის ჯვართამაღლების ტაძრის მოხატულობა, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომის ავტორეფერატი, თბ. 2005;
4. წიგნის – ხელოვნების ისტორია – შესავალი, გამოცემული ჰანს ბელტინგის, ჰაინრიხ დილის, ვოლფგანგ კემპის, ვილიბალდ ზაუერლენდერის და მარტინ ვარნკეს მიერ, გერმანულიდან ქართულ ენაზე თარგმანი, თბ., 2005;
5. თბილისური სადარბაზოები, თბ., 2008 (თანაავტორი).