Yearly Archives: 2018

 

Ketskhoveli Mzistvala

Personal information not found

Leave a comment
 

ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, ასოცირებული დოქტორი.
სამეცნიერო კვლევის სფერო   –   დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება.
ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი   –  1956-2006 წლებში.
ამჟამინდელი საქმიანობა  –   საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ექსპერტ-კონსულტანტი.; 2001 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნების ცენტრში დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დეპარტამენტთან არსებული საეკლესიო საბჭოს წევრი.
რჩეული ნაშრომები:

1.  მხატვრული ქსოვილები სვანეთიდან, ძეგლის მეგობარი, N5, თბ., 1965; 

2.  ფეოდალური ეპოქის მხატვრული ქსოვილები, ძეგლის მეგობარი, N7, თბ., 1969; 

3.   აბრეშუმის ქსოვილის ფრაგმენტი ზემო სვანეთიდან, ძეგლის მეგობარი, N29, თბ.,  1972; 

4. Художественные ткани, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977;  

5.  შუა საუკუნეების დეკორატიული ქსოვილები ზემო სვანეთიდან, თბ., 1988; 

6. Georgian Embroidery. National Treasures of Georgia, New York, 1999; 

7. ზოგიერთი საკითხი ქართული საეკლესიო ნაქარგობის ისტორიიდან, შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ნარკვევები, VI, თბ., 2000; 

8. კრეტსაბმელი (აღსავლის კარის ფარდა), შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ნარკვევები, VII, თბ., 2001.

Leave a comment
 

კაჭარავა კარლო

(1964, სამტრედია  –  1994, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, კრიტიკოსი, ფერმწერი, პოეტი.
1981-1986  წლებში  სწავლობდა  თბილისის  სამხატვრო  აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის  ფაკულტეტზე. სამეცნიერო კვლევის სფერო – ახალი და თანამედროვე ხელოვნება (XXს.).  1989 წლიდან იყო ჟურნალის «ლიტერატურა და ხელოვნება”  რედკოლეგიის წევრი. 1990 წლიდან  –  ხელოვნების  კრიტიკოსთა ასოციაციის გამგეობის წევრი. მუშაობდა ფრანსუაზა ფრიდრიხის გალერეაში, გერმანია (1991 წ.) 1987-1994 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი.
1997  წელს ქართული ხელოვნებათმცოდნეობის  ისტორიაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია.
კარლო კაჭარავა XX ს-ის 80-90 წლების ქართული კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის იყო ფართო ერუდიციის მქონე, მრავალმხრივობით გამორჩეული პიროვნება – მწერალი, პოეტი, კრიტიკოსი, ფერმწერი, გრაფიკოსი, ხელოვნების თეორეტიკოსი, ისტორიკოსი, ესეისტი… ყოველ ზემოაღნიშნულ სფეროში ძალიან სერიოზული კვალი დატოვა.

Leave a comment
 

(1927, თბილისი   –   2006, თბილისი)
ხელოვნებათმცოდნე. სამეცნიერო კვლევის სფერო   –  ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნება. სწავლობდა თსუ ისტორიის ფაკულტეტზე (1944-1949), ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში (1951-1954). მუშაობდა ძეგლთა დაცვის განყოფილებაში (1950-1951), ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში  –  უმცროს მეცნიერ თანამშრომლად 1956 წლიდან, ხოლო 1967 წლიდან – უფროს მეცნიერ თანამშრომლად, სექტორის ხელმძღვანელად  1988 წლიდან, ახალი და თანამედროვე ხელოვნების განყოფილების გამგედ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ს. ქობულაძის წიგნის ილუსტრაცია” (1963). მის მიერ გამოქვეყნებულია წიგნები, ალბომები, მონოგრაფიები. მ. კარბელაშვილი მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში (1977, 1981, 1989). მუშაობდა პედაგოგად თსსა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრაზე.
რჩეული ნაშრომები: 

1. სერგო ქობულაძე, თბ., 1970; 

2. ელენე ახვლედიანი, თბ., 1980;

3. ლევან ცუცქირიძე, მოსკოვი, 1991; 

4. ავთო ვარაზი, წგნ: «ავთო ვარაზი  – ფერწერა გრაფიკა»,  თბ., 1993;  

5. ჰენრიხ ჰრინევსკი და მისი ილუსტრაციები ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულისათვის, თბ., 1999;

6. ოსკარ შმერლინგის ილუსტრაციები ქართული ხალხური ზღაპრებისათვის, თბ., 2000;

7. ოსკარ შმერლინგი, რ. შმერლინგის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სე­სია. მოხსენებათა მასალები, თბ., 2000;

8. მხატვარ ანა შალიკაშვილის შემოქმედება,  Ars Georgica,  11,  თბ., 2001;

9. მოქანდაკე ავთანდილ მონასელიძის შემოქმედება, ქართული ხელოვნების ნარკვევები, III, თბ., 2004.

სრული ბიბლიოგრაფია

1. სერგო ქობულაძის ილუსტრაციები პრემიისათვის ვეფხისტყაოსანი, საბჭოთა ხელოვნება, 1961;
2. სერგო ქობულაძის ილუსტრაციები შექსპირის ტრაგედიებისათვის, ქართული შექსპირიანა, ტ. 11, თბ., 1964;
3. დავით გაბაშვილის შემოქმედება, ქართული ხელოვნება, 6 (B), 1964;
4. სერგო ქობულაძე, თბ., 1970;
5. ელენე ახვლედიანი, თბ., 1980;
6. ლევან ცუცქირიძე, მოსკოვი, 1991;
7. ელენე ახვლედიანის წიგნის ილუსტრაციები, მწიგნობარი, თბ., 1992;
8. ავთო ვარაზი, კრ. «ავთო ვარაზი   –   ფერწერა გრაფიკა»,  თბ., 1993;
9. ჰენრიხ ჰრინევსკი და მისი ილუსტრაციები ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულისათვის, თბ., 1999;
10. ოსკარ შმერლინგის ილუსტრაციები ქართული ხალხური ზღაპრებისათვის, თბ., 2000;
11. ოსკარ შმერლინგი, რ. შმერლინგის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სე­სია, მოხსენებათა მასალები, თბ., 2000;
12. ახალი და თანამედროვე ხელოვნების შესწავლა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქა­რ­თული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, ქართული ხელოვნების ნარ­კ­ვევები, I, თბ., 2001;
13. მხატვარ ანა შალიკაშვილის შემოქმედება, Ars Georgica, 11, თბ., 2001;
14. მხატვარ ლორეტა შენგელია-აბაშიძის ნამუშევრების განხილვა, ომეგა  N11 (49), 2003;
15. მოქანდაკე ავთანდილ მონასელიძის შემოქმედება, ქართული ხელოვნების ნარკვევები, III, თბ., 2004.
Leave a comment
 

იოსელიანი სოფიო

(1952, თბილისი  – 1999, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი,  ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.
1969-1974 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ხელოვნებათმცოდნეობის  ფაკულტეტზე.
სამეცნიერო კვლევის სფერო  –  XX საუკუნის ფერწერა და ქანდაკება. 1974 წლიდან იყო გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ახალი ქართული ხელოვნების განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. ამავე დროს მუშაობდა შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის ასლების შექმნაზე.
იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეობდა ინსტიტუტის  სამეცნიერო სესიებში. აგრეთვე ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ VI საერთაშორისო სიმპოზიუმში, თბილისი, 1989.
1987 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის  სამხატვრო აკადემიაში, სადაც კითხილობდა   ლექციათა კურსს ევროპის სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიის შესახებ (XVII-XIX სს.).
რჩეული ნაშრომები:

1. სკულპტურული პორტრეტის ზოგიერთი თავისებურებანი 1960-70-იანი წლების ქართველ მოქანდაკეთა შემოქმედებაში, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1989;

2.  Гурам Кутателадзе.  Пейзаж.  Натюрморт.  Портрет.  М ., 1989;

3. რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედება,  Ars Georgica, N 9, 1991;

4. გვიანი შემოდგომის მოტივები გ. ქუთათელაძის 70-იანი წლების შემოქმედებაში, “სპექტრი”,  N2, 1993;

5. ფიროსმანის პორტრეტი გ. ქუთათელაძის შემოქმედებაში, ლიტერატურა და ხელოვნება,  N5-6, 1992;

6. ვანო სტურუა, კატალოგი, თბ., 1990;

7. ვალენტინ შერპილოვი,  ლიტერატურული საქართველო,  24 მარტი, 1997.\

სრული ბიბლიოგრაფია:

1. სკულპტურული პორტრეტის ზოგიერთი თავისებურებანი 60-70-იანი წლების ქართველ მოქანდაკეთა შემოქმედებაში, – ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 1989.

2. Гурам Кутателадзе.  Пейзаж.  Натюрморт.  Портрет .-  “Советский художник”,  М ., 1989.

3. რუსუდან გაჩეჩილაძე – პორტრეტისტი, – “სპექტრი”,N 1, 1990.

4. რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედება, – Ars Georgica, N 9, 1991.

5. გვიანი შემოდგომის მოტივები გ. ქუთათელაძის 70-იანი წლების შემოქმედებაში, – “სპექტრი”, N 2, 1993.

6. ფიროსმანის პორტრეტი გ.ქუთათელაძის შემოქმედებაში, – “ლიტერატურა და ხელოვნება”,N 5-6, 1992.

7. გურამ ქუთათელაძის შემოქმედება, თბილისი, 1993წ. საკანდიდატო დისერტაცია.

8. სტატია “ვალენტინ შერპილოვი” გაზეთში “ლიტერატურული საქართველო”, 1997,    24 მარტი;

Leave a comment
 

იოსებიძე ჯილდა

(1938, თბილისი  –  1985, თბილისი)
შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობისა და ხატწერის მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, ძეგლთა დაცვისა და კონსერვაციის ექსპერტი და ამ დარგის დიდი მოამაგე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გ.  ჩუბინაშვილის  სახელობის   ქართული    ხელოვნების    ისტორიის  ინსტიტუტში  (1943-1985 წწ)  თ. ვირსალაძის  ხელმძღვანელობით.
ჯ. იოსებიძის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფერო შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა იყო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, კერძოდ კი, მხატვრობის შესწავლაში. მისი გამოკვლევები გამოირჩევა ნაწარმოების მხატვრულ ფორმაში ამოკითხული თეოლოგიური შინაარსის ღრმა გაგებით და გააზრებით.
ჯ. იოსებიძემ  დიდი ღვაწლი გასწია ძეგლთა დაცვისა და სამუზეუმო საქმიანობის განვითარებისათვის  –  1978-1985 წლებში იგი ასევე მუშაობდა ძეგლთა დაცვის სამმართველოსა და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
აქტიურად მონაწილეობდა ჯ. იოსებიძე ქართველ მხატვარ-რესტავრატორთა აღზრდა-განათლების საქმეში.  ე. პრივალოვასთან ერთად მან დასაბამი მისცა ცნობილი რუსი რესტავრატორის ადოლფ ოვჩინიკოვის მიერ ქართველ რესტავრატორთა და ხელოვნებათმცოდნეთა ახალგაზრდა თაობების მომზადების საქმეს, მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული ასლი-რეკონსტრუქციების გაკეთების ტრადიციას, კედლის მხატვრობისა და ხატწერის ტექნიკური კვლევის შედეგების აქტიურ გამოყენებას ნაწარმოების მეცნიერული კვლევის პროცესში, ქიმიკოსების, ბიოლოგების და სხვა დარგების სპეციალისტებთან თანამშრომლობას  და ა.შ.

1.  Некоторые черты иконографии и стиля в росписи 13 века из Ачи, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ.,  1977; 

2. Из колекции Историко-этнографического Музея  Сванетии,  კრებ: Музей,  N7, М., 1987   (ნ. ბურჭულაძესთან ერთად);  

3.  Роспись Ачи,  Тб.,  1989.

Leave a comment
 

იამანიძე ნინო

 

Tumanishvili Dimitri

(1950, Tbilisi – 2019 Tbilisi).

Art Historian, Senior Researcher of the Centre, Prof. Dr. 

Research field: History of the medieval Georgian architecture. 

Activity:  

Full Professor of the Tbilisi Academy of  Arts, lectures on the History of Georgian Architecture at Tbilisi Academy of  Arts, Faculty of Restoration, Art History and Theory, as well as at the Tbilisi Theological Academy; he is an irreplaceable reviewer, editor and consultant of works in the field of art history; for decades he is in charge of processing archives of the Georgian art historians.

1999-2006   –  Deputy director of the Chubinashvili Institute of History of Georgian Art; 

Head of the Department of the Medieval Georgian Architecture  

  1. Remains of the Domed Temple in Tbilisi Deda-Fortress, “Dzeglis Megobari”, N38, 1975 (together with I. Elizbarashvili);
  2. The Theme of Free Cross in Medieval Georgian Architecture, II International Symposium Dedicated to Georgian Art, Tbilisi, 1977;
  3. One Characteristic Feature of the Exterior Image of Georgian Temples, “Sabchota Khelovneba”, N8, 1977;
  4. About the Typology of Eastern Christian Architecture, II International Symposium Dedicated to Georgian Art, Tbilisi, 1977;
  5. From the History of the Study of Georgian Antiquities, “Sabchota Khelovneba”, N1, 1979;
  6. A ”Domed Church” in the Neighbourhood of Village Matani, “Dzeglis Megobari”, N60, 1982;
  7. About the Iconography of Architecture, “Matsne”, The series of history, archaeology, ethnography and art history, N1, 1983;
  8. For Understanding of One Tendency in the 12th Century Architecture, “Sabchota Khelovneba”, N1, 1983;
  9. George Chubinashvili, “Sabchota Khelovneba”, N11, 1985;
  10. Levan Rcheulishvili,”Sabchota Khelovneba”, N10, 1988;
  11. The Temple of Bana, Tbilisi, 1989 (together with R. Mepisashvili);
  12. The Problem of Colouring in German Art History, “Spektri”, N1, 1989;
  13. Smirnov and Formation of Georgian Art History, “Khudozhestvennie Pamiatniki i Kultura Vostoka”, L., 1989;
  14. G. Kikodze and August Roedean’s Creation, “Literatura da Khelovneba”, N1, 1990;
  15. The Issue of Style in Georgian Art History, “Literatura da Khelovneba”, N2, 1990;
  16. About the Architecture of Abkhazia, “Sabchota Khelovneba”, N1, 1990;
  17. About National Integrity of Medieval Georgian Architecture, “Literatura da Khelovneba”, N3-6, Tbilisi, 1993;
  18. Symbolicalness in Medieval Georgian Architecture, “Literatura da Khelovneba”, N2, Tbilisi, 1993;
  19. Vakhtang Beridze – a Researcher of Late Medieval Architecture, “Arkitektura da Dizaini”, N1, Tbilisi, 1994;
  20. Niko Piromanashvili’s “A Little Fisherman”, Ars Georgica, 9-B, Tbilisi, 1996;
  21. Basili Zarzmeli about Temple Building, “Literatura da Khelovneba”, N1-6, Tbilisi, 1996;
  22. Papers, Articles, Tbilisi, 2001;
  23. Gelati, Preface, Tbilisi, 2007 (co-author);
  24. The Rules of Behaviour with Monuments for Youngsters, Tbilisi, 2008 (co-author);
  25. Recommendations for Monument Lovers or How to Behave with Monuments, Tbilisi, 2008 (co-author);
  26. The Monastery of Davidgareji, Tbilisi, 2008;
  27. St. Cross Temple of Mtskheta, Tbilisi, 2008;
  28. Ancient Georgian Art, Tbilisi, 2008;
  29. Georgian Christian Art, Preface, Architecture, Tbilisi, 2008 (co-author);
  30. At the Crossroad, Papers, Articles, Tbilisi, 2008;
  31. Davidgareji Monasteries – Natlismtsemeli, Bertubani, Tbilisi, 2010
Leave a comment