• ᲙᲝᲜᲢᲐᲥᲢᲘ
    • ENG
    • Search
    Chubinashvili Centre
    • ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ
      • ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
      • ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐ
      • ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲔᲑᲘ
      • ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ
      • ᲡᲢᲐᲟᲘᲠᲔᲑᲐ
      • ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲧᲘᲓᲕᲐ
      • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
    • ᲡᲐᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲝ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲐ
      • ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲔᲑᲘ
      • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
      • ᲙᲝᲜᲤᲔᲠᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲡᲔᲛᲘᲜᲐᲠᲔᲑᲘ
      • ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲚᲔᲥᲪᲘᲔᲑᲘ
      • ᲑᲘᲝᲑᲘᲑᲚᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲔᲑᲘ
    • ᲥᲝᲑᲣᲚᲐᲫᲘᲡ ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲐ
    • ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ ᲓᲐ ᲐᲠᲥᲘᲕᲘ
      • ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
      • ᲐᲠᲥᲘᲕᲘ
    • ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲔᲑᲘ
      • ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲔᲑᲘ
      • ᲒᲐᲚᲔᲠᲔᲐ
      • ᲓᲐᲠᲑᲐᲖᲘ
    • ᲔᲚ.ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲔᲑᲘ
      • Ars Georgica
      • el.ge
      • academia.edu
  • >> მთავარი \ იტალია 1956 ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე

    იტალია 1956 ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე

    By admin on მაისი 19, 2025

    7 თებერვალს, XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენლის სერგო ქობულაძის დაბადების დღეს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიხსნა გამოფენა „იტალია 1956 ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე“.

    ღონისძიება გახსნა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გაჩეჩილაძემ. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ. მან მადლობა გადაუხადა ჩუბინაშვილის ცენტრს გამოფენის ორგანიზებისა და განხორციელებისათვის.

    გამოფენაზე წარმოდგენილია 1956 წელს ვენეციის XXVIII ბიენალეზე სერგო ქობულაძის მონაწილეობის პერიოდში მის მიერ გადაღებული იტალიის ქალაქების ფოტოები. ფოტოების კოლექცია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევით ცენტრის არქივშია დაცული.

    ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები მცდელობაა საზოგადოებას წარუდგინოს საბჭოთა სივრციდან პირველად გასული მხატვრის მიერ დამკვირვებლის თვალით დანახული 1950-იანი წლების იტალია და თავის მხრივ, აღმოგვაჩენინოს სერგო ქობულაძის მხატვრული ხედვა ფოტოგრაფის ენით.

    Posted in კატეგორიის გარეშე.
    Share
    Previousიტალია 1956 ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე
    Nextსაჯარო ლექცია 3 ტესტ
    032 299 05 88
    g_ch_centre@yahoo.com
    საქართველო, თბილისი, ათონელის ქ. №9

    © 2025 გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

    • ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ
      • ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
      • ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐ
      • ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲔᲑᲘ
      • ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ
      • ᲡᲢᲐᲟᲘᲠᲔᲑᲐ
      • ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲧᲘᲓᲕᲐ
      • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
    • ᲡᲐᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲝ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲐ
      • ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲔᲑᲘ
      • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
      • ᲙᲝᲜᲤᲔᲠᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲡᲔᲛᲘᲜᲐᲠᲔᲑᲘ
      • ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲚᲔᲥᲪᲘᲔᲑᲘ
      • ᲑᲘᲝᲑᲘᲑᲚᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲔᲑᲘ
    • ᲥᲝᲑᲣᲚᲐᲫᲘᲡ ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲐ
    • ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ ᲓᲐ ᲐᲠᲥᲘᲕᲘ
      • ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
      • ᲐᲠᲥᲘᲕᲘ
    • ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲔᲑᲘ
      • ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲔᲑᲘ
      • ᲒᲐᲚᲔᲠᲔᲐ
      • ᲓᲐᲠᲑᲐᲖᲘ
    • ᲔᲚ.ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲔᲑᲘ
      • Ars Georgica
      • el.ge
      • academia.edu