Author Archives: admin

 

ლითონმქანდაკებლობის ისტორიისათვის წინაქრისტიანულ საქართველოში (ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული საგანძურის კვალდაკვალ)

ავტორი: მარიამ გაბაშვილი

თბილისი, 2019, გვ. 160

წიგნი-ალბომი „ლითონმქანდაკებლობის ისტორიისათვის წინაქრისტიანულ საქართველოში (ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული საგანძურის კვალდაკვალ)“ წარმოადგენს ქართულ-ინგლისურენოვან გამოცემას. გამოცემაში ერთადაა თავმოყრილი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეში, რაჭაში აღმოჩენილი ლითონმქანდაკებლობის ნაწარმი, რომელიც ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. არტეფაქტები შერჩეულია მხატვრული ნიშნით და გაანალიზებულია სახელოვნებათმცოდნეო ჭრილში. გათვალისწებულია მათი ისტორიულ-სემანტიკური კონტექსტიც.
წიგნში შესულია წინათქმა, შესავალი, მიმოხილულია რაჭის მუზეუმის შექმნის ისტორია, მასში დაცული კოლექციები და ხაზგასმულად ლითონმქანდაკებლობის ნივთები. რაჭის ტერიტორიაზე წინაქრისტიანული ხანის სამთამადნო და მეტალურგიულ საქმიანობას დათმობილი აქვს ცალკე თავი. წიგნს ტაბულების სახით ერთვის საილუსტრაციო ნაწილი.
მასალა, რომელიც წიგნში ერთადაა თავმოყრილი ქვეყნდება პირველად და მას ფართო საზოგადოება წინამდებარე გამოცემით გაიცნობს საფუძვლიანად.
წიგნი-ალბომი დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში: „სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“- წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე.

Leave a comment
 

საქართველოს ქალაქების ურბანული განვითარება 1801-1918 წლებში

წიგნში წარმოდგენილია დავით ხოშტარიას, მანონ ლილუაშვილის, ნათია ნაცვლიშვილისა და გიორგი ჭანიშვილის ნარკვევები, რომლებიც ეხება საქართველოს ხუთი ძირითადი ქალაქისა (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ახალციხე) და ორი საკურორტო ქალაქის (ბორჯომი, აბასთუმანი) ურბანული გეგმარებისა და არქიტექტურული სახის ევოლუციას 1801-1918 წლებში. ქალაქმშენებლობის ისტორიის საკითხები განხილულია ფართო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტში.

Leave a comment
 
 
 
 

ავტორები:

ირინე ელიზბარაშვილი

მანანა სურამელაშვილი

ციცინო ჩაჩხუნაშვილი

490 გვერდი

წიგნის მთავარი საგანია საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის სასაზღვრო ზოლში შემონახული შუა საუკუნეების გამაგრებული დასახლებების ტრადიციული არქიტექტურა და ურბანული მემკვიდრეობა. ინტენსიური საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებულ მასალასთან ერთად გაანალიზდა და ფართოდ იქნა მოხმობილი არსებული გრაფიკული მასალა, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მონაცემები და ფოლკლორი.

წიგნი საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის სასაზღვრო დასახლებების არქიტექტურული მემკვიდრეობის კომპლექსური შესწავლის პირველ ცდას წარმოადგენს. პროექტის  (FR/216/1-40/14) ფინანსური მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

წიგნის ელექტრონული ვერსია

Leave a comment
 

Photo Hisotry 1941-2005