Author Archives: admin

 

(1912, თბილისი   –   1971, თბილისი)
კერამიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). ქართული კერამიკული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც თავისი თემატიკით დაკავშირებული იყო ქართულ ფოლკლორთან  –  ხალხურ ზღაპრებთან. ზ. მაისურაძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო  აკადემიაში (1932-1938), იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1939-1959). დიდმა ინტერესმა ძველი ქართული კერამიკისადმი იგი მჭიდროდ დააკავშირა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან, სადაც მუშაობდა 1944-1971 წლებში და განაგებდა გამოყენებითი ხელოვნების განყოფილებას.   ნამუშევრები: სერია «ირმები” (1952-1960), საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, სურათების ეროვნული გალერეა; კომპოზიციები ქართული ხალხური ზღაპრების თემებზე (მცირე პლასტიკა, 1952-1955), დეკორატიული პანო «მოსავლის აღება” (1953), საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; კერამიკულ ფილებზე  შესრულებული დეკორატიული კომპოზიცია «ბერიკაობა” (1957-1959), სურათების ეროვნული გალერეა.

ბიბლიოგრაფია

  1. ქართული შორენკეცების საკითხისათვის,  Ars Georgica,  ტ. 3, თბ., 1950;
  2. ქართული მხატვრული კერამიკა, თბ., 1953;
  3. ქართული საბჭოთა მხატვრული კერამიკის საკითხისათვის,  Ars Georgica,  ტ. 4,  თბ., 1955;
  4. კოტე მერაბიშვილი, თბ., 1958;
  5. ოზაანის მხატვრული კერამიკა, თბ., 1959;
  6. ქართული ხალხური მხატვრული ტრადიციების დაცვისათვის, ძეგლის მეგობარი, N5, 1965;
  7. ქართული არქიტექტურული კერამიკა VIII-IX სს, ძეგლის მეგობარი,  N9,  თბ., 1967.
Leave a comment
 

(1915, თბილისი   –  1993, თბილისი)
არქიტექტორი, რესტავრატორი, არქიტექტურის მკლევარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987). დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიის ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით (1936). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1972 წლიდან. 1941 წლიდან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საქმიანობასთან, 1945 წლიდან ინსტიტუტის თანამშრომელია.

მონაწილეობდა მის ექსპედიციებში. 1974 წლიდან იყო ინსტიტუტის მეცნიერული დოკუმენტაციისა და პუბლიკაციის განყოფილების გამგე. მუშაობდა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის პრობლემებზე. შედგენილი აქვს მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლის (ნეკრესი, ბაგრატის ტაძარი, თელოვნის ჯვარპატიოსანი, გეგუთის ციხე-დარბაზი, ქვათახევი,  და სხვ.) აღდგენის პროექტი და მათი მეცნიერულ-ანალიტიკური ანაზომები. რ. მეფისაშვილთან ერთად ცინცაძემ მოამზადა ნაშრომი შიდა ქართლის მთიანი მხარის არქიტექტურაზე, მასთანვე ერთად დაბეჭდა გერმანიაში წიგნები ძველ ქართულ (უპირატესად საეკლესიო) ხელოვნებასა და შუასაუკუნოვან ქართულ ხუროთმოძღვრებაზე. ვ. ცინცაძე არქიტექტურის რესტავრაციის ქართული სკოლის ერთი უმთავრესი წარმომადგენელია, მისი აღდგენილია ქუთაისის „ბაგრატის ტაძარი“, მცხეთის “სვეტიცხოვლის» ბჯე  და თავად „სვეტიცხოველი“, ბიჭვინტის ტაძარი,  დრანდას ტაძარი, უბისისა და მარტვილის  „სვეტები“  და ა.შ..

ვ. ცინცაძე იყო აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის ეზოში.

ბიბლიოგრაფია

  • კაცხის სვეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. VIII,  N8, 1946;
  • იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია,  Ars Georgica, ტ. 3, თბ., 1950;
  • საცხოვრებელი სახლის ერთი სახის დახასიათებისათვის საქართველოში (კოშკი სოფელ ხეითში),  Ars Georgica, 4, თბ., 1955;
  • Тбилиси, Тб.,1958;
  • თელოვანის ჯვარპატიოსანი,  Ars Georgica, 5, თბ., 1959;
  • ზემო კრიხის ხუროთმძღვრული ძეგლი,  Ars Georgica ტ. 6- А, თბ.,  1963;
  • ბაგრატის ტაძარი, თბ., 1964;
  • ქუთაისი-გელათი-გეგუთი, რუსულ და ინგლისურ ენებზე, თბ., 1966 (თანაავტორი რ. მეფისაშვილი);
  • უბისის სვეტი, ძეგლის მეგობარი,  N18, 1969;
  • Архитектура нагорной части исторической провинции Грузии _ Шида-Картли,Тб.,1973 (თანაავტორი რ. მეფისაშვილი);
  • Die Kunst des Alten Georgien,  Lpz., 1977 (თანაავტორი რ. მეფისაშვილი);
  • ქუთაისის ძველი ქალაქის შესწავლისათვის,  ძეგლის მეგობარი,  N4, 1986;
  • Свети-Цховели во Мцхета,  Ars Georgica, 9-А, თბ., 1987;
  • Некоторые особенности базилик раннехристианской Грузии и архитектура базилики V века Свети-Цховели в Мцхета,  Ars Georgica, 10-А, თბ., 1991;
  • ადრექრისტიანული (IV-Vსს.) ქართული ხუროთმოძღვრების ზოგიერთი საკითხი (სვეტიცხოველი), Ars Georgica, 11, თბ., 2001.
Leave a comment
 

(1913, ესენტუკი   –   2002, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტურის დოქტორი (1971), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). 1936 წ. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიის ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. 1941 წლიდან მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 1986 წლიდან იყო ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. რ. მეფისაშვილი მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვა-რესტავრაციის დარგში წარმოებულ საქმიანობასთან. 1980-იან წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ძეგლთა ინსპექციის განყოფილებას. რ. მეფისაშვილის გამოკვლევები ძირითადად მიძღვნილია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისადმი (ვალე, ერედვის წმინდა გიორგი და «ბერის საყდარი», მეჯუდას ბიეთი, ხეითის «საბაწმინდა», სხალთა და ა. შ.). გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი მონოგრაფიები ცალკეული ისტორიული პროვინციების ხუროთმოძღვრებისა და ზოგადად ქართული ხელოვნების შესახებ.  მონოგრაფიებს შორის მოცულობით და ეკლესიის ისტორიისთვის მნიშვნელობით გამოირჩევა წიგნი გელათის მონასტრის ყველა შუა საუკუნოვანი ნაგებობის შესახებ. ფართოდაა ცნობილი  მეფისაშვილის ვ. ცინცაძესთან ერთად დაწერილი შრომა შიდა ქართლის მთიანი ნაწილის ხუროთმოძღვრების შესახებ და მათივე გერმანიაში დაბეჭდილი წიგნები ძველი ქართული (ძირითადად, საეკლესიო) ხელოვნებისა და ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ. მეფისაშვილის თაოსნობით მომზადდა წიგნი ბანას ტაძარზე, სადაც თავმოყრილია მთელი სადღეისო ცოდნა ხუროთმოძღვრების ამ ქმნილების შესახებ. რ. მეფისაშვილს მეცნიერულად აქვს აზომილი მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლი.

ბიბლიოგრაფია

  • ვალეს ტაძარი და მისი აღმშენებლობის ორი პერიოდი,  Ars Georgica, 3,  თბ., 1950;
  • ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრული ძეგლი,  Ars Georgica, 4, თბ., 1955;
  • სხალთის ხუროთმოძღვრული ძეგლი,  კრებ. “ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში”,  ბათუმი, 1955;
  • საქართველოში კოლმეურნეთა საცხოვრებელი სახლების მნიშვნელობის ზოგიერთი საკითხი,  Ars Georgica,  5,  თბ., 1955;
  • Полупещерный памятник  IX века в сел. Биети,  Ars Georgica, 6, თბ., 1963;
  • Архитектурный ансамбль Гелати, Тб., 1966;
  • Рельефы рубежа X-XI веков со сценами строительства в храме у селения Корого, Советская археология, № 4, 1969;
  • ბერის საყდარი,  Ars Georgica, 7 – A, თბ., 1971;
  • სოფელ ხეითის ძეგლი   –   საბაწმინდა, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია,  N3, 1971;
  • Архитектура нагорной части исторической провинции Грузии Шида-Картли, Тб., 1975   (ვ. ცინცაძესთან ერთად);
  • Die Kunst des alten Georgien, Leipzig, 1977;
  • Основные особенности развития трёхцерковных базилик Грузии, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977;
  • Памятники архитектуры X-XI  веков в сел. Кабени и Гостибе,  Ars Georgica, 8 – A, თბ., 1979;
  • გელათი, არქიტექტურა, მოზაიკა, ფრესკა, თბ., 1982 (თ. ვირსალაძესთან ერთად);
  • Georgien, Wehzbauten und Kizchen,  Leipzig,  1987   (ვ. ცინცაძესთან ერთად);
  • ბანას ტაძარი, თბ., 1989  (დ. თუმანიშვილთან ერთად);
  • უწერის ღვთისმშობლის ეკლესია,   Ars Georgica, 10 – A, თბ., 1991;
  • სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთი ფასადის დეკორატიული მორთულობის თავისებურება, Ars Georgica, 11 – A, თბ., 2001.
Leave a comment
 

(1909, ს. ხოვლე   –   1986, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო  მკვლევარი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1954). 1932 წელს დაამთავრა საქართველოს სამშენებლო ინსტიტუტი, 1936 წლიდან იყო ხელოვნების მუზეუმის «მეტეხის”, ხოლო 1941-1986 წლებში  –  ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1954-1986 წლებში  –  თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის და თეორიის კათედრის გამგე, პროფესორი, იკვლევდა შუა საუკუნეების საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრებას, XX საუკუნის ქართველ მხატვართა შემოქმედებას.

ლ. რჩეულიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ძეგლთა დაცვის საქმიანობაში.   განსაკუთრებულია მისი დამსახურება ხუროთმოძღვრულ ძეგლთა აზომვასა და   ფიქსაციაში.  დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერი ქართულ საერო  არქიტექტურის კვლევას. ლეო რჩეულიშვილი ერთი იმათგანი იყო, ვინც დაამკვიდრა და განამტკიცა ინსტიტუტის მეცნიერული და ეთიკური  ტრადიციები.

ბიბლიოგრაფია

  1. ხიდი მდინარე ბესლეთზედ,  XI-XII სს. კრებ. შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა,  თბ., 1938 (ნ. ჩუბინაშვილის თანაავტორობით);
  2. ატენის მცირე გუმბათიანი ეკლესია,  Ars Georgica, 1,  თბ., 1942;
  3. ქართული ხუროთმოძღვრების სამი უცნობი ძეგლი,  Ars Georgica,  2,  თბ., 1948;
  4. საბა ტუსიშვილის სასახლე სოფელ ნინოწმინდაში,  Ars Georgica,  3,  თბ., 1950;
  5. «კოშკი სალხინოდ ნაგები» (ორბელიანების კოშკი ვაშლოვანში), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე,  ტ. XXI,  N1, 1958;
  6. XVII საუკუნის სასახლე ძაღინაში,  Ars Georgica,  5,  თბ., 1959;
  7. თიღვა,  თბ., 1960;
  8. გრემი (ბუკლეტი),  თბ., 1961;
  9. თრიალეთის საერისთაოს X საუკუნის ერთი ძეგლი,  Ars Georgica,  6 – A,  თბ., 1963;
  10. თელავი, თბ., 1964;
  11. უსათაურო: ე. ახვლედიანის პეიზაჟების შესახებ. წგ., ე. ახვლედიანი, ძველი თბილისი,  თბ., 1965;
  12. დავით კაკაბაძე, თბ., 1966 (II გამოცემა   –   1983);
  13. რატ ერისთავთ-ერისთავის ნაგებობა თრიალეთის ახალქალაქში,  Ars Georgica, 7 – A,  თბ., 1971;
  14. თრიალეთის ახალქალაქის ძეგლები (ტაშ-ბაში),  ძეგლის მეგობარი,  N36, 1974
  15. სერგო ქობულაძე, საბჭოთა ხელოვნება,  N7, 1979;
  16. “კოხტა ღვთისმშობელი”,  Ars Georgica,  8 – A,  თბ., 1979;
  17. პართენოზ ხარჭაშნელის საგვარეულო საძვალე,  Ars Georgica,  9 – A,  თბ., 1987;
  18. Купольная архитектура VIII-X  веков в Абхазии,Тб.,1988;
  19. ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები,  თბ., 1994;
  20. ახალი ქართული ხელოვნების საკითხები,  თბ., 1998.
Leave a comment
 

(1900, თბილისი   –  1942, თბილისი)
ისტორიკოსი და არქეოლოგი. 1918-1923 წლებში  სწავლობდა გერმანიაში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1930-1931 წლებში მონაწილეობდა ნოქალაქევის არქეოლოგიის ექსპედიციაში. 1931 წლიდან  მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1936 წლიდან   –   შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმში სწავლულ მდივნად.  1940 წლიდან ასრულებდა ამავე მუზეუმის დირექტორის მავალეობას. 1941 წლიდან  მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მატერიალურ კულტურის ისტორიის განყოფილების გამგედ.

ლ. მუსხელიშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში შუა საუკუნეების ძეგლების გეგმაზომიერი არქეოლოგიური გათხრების დაწყება და შემდგომი განვითარება. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით გათხარეს ბოლნისის სიონის ტერიტორია (1936), დაიწყეს ნაქალაქარ დმანისის (1936-1937), გეგუთის ციხე-დარბაზის (1937), გუდარეხის ნამოსახლარის (1938-1938) გათხრა, მდინარე მაშავრის ხეობის  არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა (1937). მუსხელიშვილმა გამოაქვეყნა შრომები სამშვილდის, სიონის  და მცხეთის სვეტიცხოვლის უძველეს ქართულ წარწერებზე, დააზუსტა თარიღები და ისტორიული პირთა ვინაობა.
ლ. მუსხელიშვილმა თავისი შრომებით დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიის პრობლემათა გაშუქებაში. წმინდა ისტორიული ხასიათის გამოკვლევების გარდა გამოქვეყნებული აქვს შრომები, სადაც ბევრი მანამდის უცნობი ხუროთმოძღვრული ძეგლია განხილული. სპეციალურ ლიტერატურაში გამოსცა ძველი ტექსტები, რომლებიც შეიცავენ მნიშვნელოვან ტერმინებსა და ცნობებს მშენებლობის შესახებ.

ბიბლიოგრაფია

  1. ბოლნისი,  “ენიმკის მოამბე”,  ტ. 3, 1938;
  2. დმანისი,  კრებ. შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა,  თბ., 1938;
  3. არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავერას ხეობაში,  თბ., 1941;
  4. მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის წარწერები და მათი დამოკიდებულება მელქისედეკ კათალიკოსის ანდერძთან, Ars Georgica, ტ. 1,  თბ., 1942;
  5. სამშვილდის სიონის წარწერები და აშენების თარიღი,  თბ., 1942.
Leave a comment
 

(1887, თბილისი   –  1957,  კიევი)
არქიტექტორი, ხუროთმოძღვრების მკვლევარი, სსრკ არქიტექტურის აკადემიის აკადემიკოსი, დაამთავრა პეტროგრადის  სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი (1915). 1918-1948 წლებში მუშაობდა თბილისში (1935-1948 წლებში   –   საქართველოს არქიტექტურის კავშირის თავჯდომარე), 1948 წლიდან   -კიევში. თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესორი (1922-1948). 1942 წლიდან ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის განყოფილების გამგე.
სევეროვი დიდ დროს ანდომებდა ძველი ქართული სატაძრო ხუროთმოძღვრების შესწავლასა და ფიქსაციას. დაწერილი აქვს გამოკვლევები რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ქართულ ტაძარზე (სამწევრისი, ქუთაისის “ბაგრატის ტაძარი”, სამთავისი), მასვე აქვს გამოცემული პირველი  დასურათებული წიგნი ძველ ქართულ არქიტექტურაზე.

დიდი ღვაწლი მიუძღვის სევეროვს  ძეგლთა აზომვა-ფიქსაციაში (ნეკრესი, შიომღვიმე, მცხეთის ჯვარი, წრომი, კუმურდო, მარტვილი, ალავერდი, ნიკორწმინდა და მრავალი  სხვ.). გაზომილი აქვს  აგრეთვე ძველი საერო არქიტექტურის ძეგლები, ძველი თბილისის საცხოვრებელი სახლები და სხვ. სევეროვის დამსახურება ისიც არის,  რომ მან პირველმა გამოიმუშავა ძეგლთა ანალიზური გრაფიკული ასახვა, მათი ისტორიული ფენების ჩვენებით.

ძალიან ინტენსიური იყო სევეროვის მოღვაწეობა როგორც შემოქმედი არქიტექტორისა. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აგებული აქვს მრავალი საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობა. მისი პროექტით განხორციელდა   –   ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია 1929 წელს, თამარ მეფის ხიდი, კინოთეატრი «რუსთაველი” და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ნ.სევეროვის მთელი შემოქმედება საქართველოსთან იყო დაკავშირებული, სადაც დიდად დასაფასებელი კვალი დატოვა.

ბიბლიოგრაფია

  1. Новый тип крестового плана в храмах Грузии, XVI  научная сессия отделения общественных наук АН Грузии, Тб., 1944;
  2. Архитектура Кватахевского Храма, XXII научная сессия отделения общественных наук АН Грузии,Тб., 1946;
  3. Мцхета, М.,1946  (при соавторстве Г. Н, Чубинашвили);
  4. Кумурдо и Никорцминда, М., 1947 ( при соавторстве Г. Н, Чубинашвили);
  5. Памятники грузинского зодчества, М.,1947;
  6. Самцевриси,  Ars Georgica, т. 2, Тб., 1948;
  7. Архитектурный образ Цроми,  Ars Georgica, т. 3, Тб., 1950;
  8. Опыт реконструкции Кутаисского храма Баграта,  Ars Georgica, т. 5, Тб., 1959.
Leave a comment
 

(1907, თბილისი   –   1985, თბილისი)
ხელოვნებათმცოდნე, ქართული მონუმენტური მხატვრობის მკვლევარი.
1924 წელს, საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი სწავლობდა სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე,  პარალელურად კი   –  თბილისის უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1929 წელს.  ასპირანტურა დაამთავრა ლენინგრადში. მისი ხელმძღვანელი იყო ბიზანტიური  ხელოვნების ცნობილი მკვლევარი დიმიტრი აინალოვი. მუშაობდა ხელოვნების მუზეუმში   –  «მეტეხი» განყოფილების გამგედ.

გ. ჩუბინაშვილის სახელობის  ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1941 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი ინსტიტუტში მოღვაწეობდა, სადაც მეოთხედი საუკუნის მანძილზე განაგებდა, ჯერ სახვითი ხელოვნების,   შემდგომ კი შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების განყოფილებას. თ. ვირსალაძე მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვის საქმესთან, როგორც  ფერწერის ძეგლთა რესტავრაციის მეცნიერი კონსულტანტი.

მის შრომებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის სახელოვნებათმცოდნეო გაშუქებისა და მისი ისტორიული საფეხურების ფერწერული სკოლების, ცალკეული ძეგლების თავისებურებებისა და ღირებულების  დადგენისათვის. თანადროულად  არაერთი ნაშრომი უძღვნა XIX ს-ისა და XX ს-ის ქართულ სახვით ხელოვნებასაც.
თ. ვირსალაძემ მაღალი ავტორიტეტი დაიმსახურა არა მარტო ქართული ხელოვნების, არამედ ბიზანტიური და მთლიანად აღმოსავლურ-ქრისტიანული ხელოვნების მკვლევართა შორის.

ბიბლიოგრაფია

  1. Фресковая роспись художника Микаеля Маглакели в Мацхвариши, Ars Georgica,  4 , თბ.,   1955;
  2. Кето   Магалашвили, Тб.,  1958;
  3. Фрагменты древней фресковой росписи Гелатского храма,  Ars Georgica, 5, თბ., 1959;
  4. Цимакуридзе, М. 1959;
  5. Фресковая роспись в церкви Архангелов   села Земо Крихи, Ars Georgica, 6 -А, თბ.,  1963;
  6. Роспись Иерусалимского Крестного монастыря и портрет Шота Руставели, Тб., 1973;
  7. Основные этапы развития грузинской средневековой монументальной живописи, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977;
  8. ატენის სიონის  მოხატულობა, თბ., 1984;
  9. ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისა და ქტიტორთა პორტრეტების იდენტიფიკაციის საკითხისათვის,  Ars Georgica,  10 -А, თბ., 1991;
  10. Избранные труды. Грузинская средневековая монументальная живопись, Тб., 2007 (კრებული გამოსაცემად მოამზადეს ი. ლორთქიფანიძემ, მ. ბულიამ, ნ. ღაღანიძემ );
  11. ქართული მხატვრობის ისტორიიდან, თბ.,2007.
Leave a comment
 

(1901, თბილისი   –   1967, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხელოვნების გამოჩენილი მკვლევარი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966). იგი თბილისში დაიბადა, აქვე გაატარა თავისი ცხოვრება, თავისი საქმით მთლიანად საქართველოსთან, ქართულ ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1929). მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, 1941-იდან იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. ფუძემდებლური ნაშრომები შექმნა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების და ხუროთმოძღვრული დეკორის, ძველი ქართული ქანდაკების, ხელნაწერი წიგნის მხატვრული მორთულობის შესახებ. იკვლევდა ქართული პალეოგრაფიის საკითხებს და ქართულ ხელოვნებას. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოპულარული ნაშრომები   –   გზამკვლევები ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ. შმერლინგის შრომებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ლიტერატურაში.

რ. შმერლინგის ნაშრომებისთვის დამახასიათებელია ყოველი ნაწარმოებისა და ძეგლის განსაკუთრებული სიბეჯითით გამოკვლევა, ყოველმხრივი შესწავლა, მახვილი მხატვრული ანალიზი. მას უტყუარი ლიტერატურული ნიჭიც ჰქონდა, რაც აგრეთვე გამოარჩევს მის თხზულებებს.

რენე შმერლინგი თავისი საქმის ფანატიკოსი იყო. თითქმის მთელი საქართველო ჰქონდა შემოვლილი, რამდენიმეჯერ იყო სვანეთში, დაღესტანში. დაუღალავი მოსიარულე იყო, უამრავი ძეგლი ჰქონდა ნანახი, თავის უბის წიგნაკებში ყოველი მათგანის დაწვრილებითი აღწერა და მშვენიერი ჩანახატები შეჰქონდა. მასთან ურთიერთობა საინტერესო იყო კოლეგებისთვის და დიდად სასარგებლო ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის. მან 26 წელი იმუშავა ინსტიტუტში, ღრმა კვალი დატოვა მის საქმიანობაშიც და ქართული ხელოვნების მეცნიერებაშიც.

ბიბლიოგრაფია

  • Образцы декоративного убранства грузинских рукописей, Тб., 1940;
  • Самтавро – памятник XI  века,  Ars Georgica, 1, თბ., 1942;
  • Золотой сосуд из Чхороцку,  Ars Georgica, 1, თბ., 1942;
  • Храмы в древних селениях Триалети – Олтиси и Тетри-Цкаро,  Ars Georgica, 2, თბ., 1948;
  • Постройка моларет-ухуцеса  царя Георгия Блистательного в сел. Даба, Ars Georgica, 2, თბ., 1948;
  • ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი, თბ., 1954;
  • Древний Цвимоетский храм близ с. Хциси,  Ars Georgica, 4, თბ., 1955;
  • Творчество художника Иосифа Габашвили,  Ars Georgica, 5, თბ., 1959;
  • Окрестности Тбилиси, Тб., 1960 (ვ. დოლიძესთან და თ. ბარნაველთან ერთად);
  •  Малые формы в архитектуре средневековой Грузии,Тб.,1962;
  • Церковь св. Нины в Тхоти, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის   მოამბე, 6, 1963 (თ.   ბარნაველთან ერთად);
  • Церковь в сел. Дарквети,  Ars Georgica, 6 -A, თბ., 1963;
  • Годы творчества художника С. Валишевского в Грузии, Ars Georgica, 6-В, თბ., 1964;
  • Художественное оформление грузинской рукописной книги IX – XI вв,т. 1, Тб.,  1967; т.2, Тб., 1979;
  • Купольный храм в Икви,  Ars Georgica, 7 – A, თბ., 1971.
Leave a comment