Author Archives: admin

 

(1904, თელავი – 1976, თბილისი)
ისტორიკოსი, ქართულ სიძველეთა მკვლევარი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ეკონომისტად, 1949-1952 წლებში იყო საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე. 1952-1976 წლებში – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი. თეიმურაზ ბარნაველმა შეადგინა ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ 1941-1968 წლებში გამოქვეყნებული ნაშრომების ანოტირებული ბიბლიოგრაფია. წიგნი “საქართველოს კულტურის ძეგლები, აყვანილი სახელმწიფო დაცვაზე”, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ყველაზე სრული ნუსხა მანამდე გამოქვეყნებულთა შორის. მნიშვნელოვანია მის მიერ გამოცემული “ატენის სიონის წარწერები”, “მანგლისის ტაძრის წარწერები”, “კახეთის ისტორიული წარწერები”, რომლებშიც მანამდე ცნობილ წარწერათა გარდა, გამოქვეყნებულია ავტორის მიერ მიკვლეული, საყურადღებო ცნობების შემცველი, უცნობი წარწერებიც. აქვს ნარკვევები, მიძღვნილი ცალკეული ძეგლთა დათარიღებისადმი.
რჩეული ნაშრომები: 1. ატენის სიონის წარწერები, თბ., 1957; 2. საქართველოს სსრ კულტურის ძეგლები, აყვანილი სახელმწიფო დაცვაზე, თბ., 1959; 2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა დაბეჭდილი შრომების ანოტირებული ბიბლიოგრაფია, თბ., 1970 (რუსულ ენაზე); 3. მანგლისის ტაძრის წარწერები, თბ., 1961; 4. მაჩხანის ეკლესიის წარწერები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XXIX, N5, თბ., 1962; 5. კახეთის ისტორიული წარწერები, თბ., 1962; 5. Церковь св. Нины в Тхоти, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, N6, თბ., 1963 (რ. შმერლინგთან ერთად); 6. Окрестности Тбилиси, Тб., 1960 (რ. შმერლინგთან და ვ. დოლიძესთან ერთად).

Leave a comment
 

Bagrationi Giorgi

Architect, Art historian

1979-1984 studied at the Georgian Polytechnic Institute, department of architecture.

1989-1992 Post-graduate training at the Institute of history of Georgian Art.

1988-2006- Researcher at the same Institute.

Research field: History of Georgian Architecture.

Present Activities: Co-operates with following Publishing Houses: “Nekeri” and “Diogene”; “Suntni” group – active tourism promoter.

Projects: Geoinformation system of East Georgian tourist resources – CD version, 2006; Virtual museum of Tao-Klarjeti, Web-site, 2007.

e-mail: g_bagrationi@yahoo.com

 

Bibliography Not Found

Leave a comment
 

არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე (1979-1984 წწ.) და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში (1989-1992 წწ.). ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი – 1988-2006 წლებში.
სამეცნიერო კვლევის სფერო – ქართული არქიტექტურის ისტორია.
ამჟამინდელი საქმიანობა – თანამშრომლობს გამომცემლობებთან – “ნეკერი» და “დიოგენე”; კავშირი-ს “სუნტნი” – აქტიური ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ჯგუფის ხელმძღვანელი.
პროექტები – აღმოსავლეთ საქართველოს ტურისტული რესურსების გეოინფორმაციული სისტემა – CD (ელექტრონული ვერსია), 2006; ტაო-კლარჯეთის ვირტუალური მუზეუმი, ვერ-გვერდი, 2007.
რჩეული ნაშრომები: 1. ზაქაგორის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, ძეგლის მეგობარი, 1, 1991; 2. კონდამიანის უდაბნო-მონასტრის შესწავლისათვის, მაცნე, N 4, 1991 (ნ. ბახტაძესთან ერთად); 3. აკვედუკი ანუ ბელღარი “ქვახიდა”, სოფ. ხოვლედან, ძეგლის მეგობარი, 1, 1992; 4. ეკლესია სოფელ აზმანაში, ძეგლის მეგობარი, 1, 1993; 5. მოგზაურობა თურქეთში, ძეგლის მეგობარი, 1-2, 1996; 6. საქართველო – ძეგლები და ტურისტული მარშრუტები, რუკა-გზამკვლევი, თბ., 2003; 7. სტატიების სერია დუშეთისა და ყაზბეგის რაიონის ძეგლთა შესახებ, “საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. II, 2004.

Leave a comment
 

Asatiani Nino

Bibliography not found

Leave a comment
 

ასათიანი ნინო

არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, საქ. არქიტექტორთა კავშირის წევრი 1964 წ-დან.
1959წ. დაამთავრა თბილისის სახ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებელო ფაკულტეტი არქიტექტორის სპეციალობით.
1959წ. 14.IX-დან 1970წ. 2.II-მდე მუშაობდა სახ. საპროექტო ინსტიტუტის “თბილქალაქპროექტის” არქიტექტორის, უფროსი არქიტექტორის (1963 წ-დან) თანამდებობაზე. თანაავტორებთან ერთად იყო რიგი ქალაქგეგმარებითი პროექტების ავტორი, მათ შორის, “თემქის” დასახლების მიკრორაიონების დაგეგმარებისა.
1973წ. 2.II. დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა
1973წ. 1.III-დან 2006წ. 1.X-მდე მუშაობდა ამავე ინსტიტუტში უმცროსი მეცნ. თანამშრომლის, მეცნიერ თანამშრომლის (1984-დან), უფროსი მეცნ. თანამშრომლის (1986-დან) თანამდებობებზე ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიის განყოფილებაში.
1984წ. 20.XII დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ქართული საბჭოთა ქალაქთმშენებლობა 1920-30-იან წლებში”.
1985წ. 29.V მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის წოდება.
1986-1990 წლებში მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის და თეორიის კათედრაზე უფრ. მასწავლებლად. კითხულობდა “საზღვარგარეთის თანამედროვე და საბჭოთა არქიტექტურის” ლექციების კურსს.

  1. თბილისის პირველი გენერალური გეგმა”, ჟურნ. “მეცნიერება და ტექნიკა”. 1973წ. N7, თბილისი
  2. “ქალაქთმშენებლობა საქართველოში 1921-1932 წ.წ.” ჟურნ. “საბჭოთა ხელოვნება”. 1978წ. N8, თბილისი
  3. “არქიტექტორი მის ვან დერ როე”. ჟურნ. “ფრესკა”. 1979წ. თბილისი
  4. “არქიტექტურულ-მხატვრული საკითხები ქართულ საბჭოთა არქიტექტურაში 1930-იან წლებში”. ჟურნ. “საბჭოთა ხელოვნება”. 1980წ. N3. თბილისი
  5. “Первые генеральные планы городов Грузии”. 1981 ერევანი (რესპ. კონფერენცია)
  6. “Принципы  жилишной застройки городов Грузии в 1920-30х годах” 1983 წ. თბილისი. IV საერთაშორისო სიმპოზიუმი
  7. “Грузинское советское градостроительсто 1920-30х годов” 1985 წ. თბილისი, მონოგრაფია
  8. “ჯორჯო ვაზარი”. 1986 წ. ჟურნ. “ფრესკა”. თბილისი
  9. “ძმები ვერნინები”. 1987წ. ჟურნ. “ფრესკა”
  10. Градостроительство советской Грузии 1930-х годов” 1987 წ. კრებული “ქართული ხელოვნება”. სერია 8Б
  11. “ქალაქის არიქტექტურა”. 1989 წ. კრებული “თბილისი”
  12. “მთის სოფლის არქიტექტურა”. 1989 წ. V საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი
  13. არქიტექტ. თ. ჩხაიძის კატალოგის შესავალი. 2003 წ. თბილისი
  14. “ქალაქთმშენებლობა 1970-80-იან წლებში, თბილისი”. 2004 წ. (აკად. ვ. ბერიძისადმი მიძღვნ. კონფერენცია)
  15. “რესპუბლიკის მოედანი – თბილისის რეკონსტრუქციის საყურადღებო მაგალითი”. 2005 წ. (აკად. გ, ჩუბინაშვილისადმი მიძღვ. კონფერენცია)
  16. “სიმფონიური მუსიკის დარბაზი”. 2006 წ. თბილისი
Leave a comment
 

არჯევანიძე თეა

 

არონიშიძე ნოდარ

 

ანთელავა ლიანა

ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგი, ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.
სამეცნიერო კვლევის სფერო – XX საუკუნის ქართული მხატვრობა, ქართული კულტურული იდენტურობის სახელოვნებათმცოდნეო და ზოგადკულტუროლოგიური კვლევა.
საქმიანობა – თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ამავე სასწავლებლის კულტუროლოგიური ხელოვნებათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
სხვადასხვა საერთაშორისო გრანტების მონაწილე, მათ შორის ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს “BECA AECI” – გრანტი ესპანისტიკაში (მადრიდის პრადოს მუზეუმის მიწვეული ექსპერტი), ასევე “TEMPUS-TACIS”-is, “UNICEF”-is, “NDI”-is, “Heinrich Boell Stiftung”-ის პროექტებში მონაწილეობა.
ნაშრომები: 1. ქალი სახარებაში, კრებ. გენდერული პრობლემატიკა საქართველოში, თბ., 2001; 2. “მეს” ძიების გზა, ომეგა,N3, 2003; 3. ეპოქათა შეხვედრა XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაში (ლევან ჭოღოშვილის დაზგური სურათის მაგალითზე), ხელოვნებათმცოდნეობა, V, თბ., 2003; 4. კულტურათა დიალოგი შექსპირის ქართულ ილუსტრაციებში (ლ. შენგელია-აბაშიძის ნამუშევრების მაგალითზე), კრებ. ქართული სახვითი შექსპირიანა, თბ., 2004; 5. კულტურათა დიალოგი (ფიროსმანის შემოქმედების ერთი ასპექტის შესახებ), ქართული ხელოვნების ნარკვევები III, თბ., 2004.

  1. ეპოქა და მხატვარი, ეპოქა,  N28, 1998;
  2. დასავლური პოსტმოდერნიზმი და რელიგიური თემა დ. სულაკაურის შემოქმედებაში, სპექტრი,  N1, 1999;
  3. ქალთა სტატუსი და ოჯახური ცხოვრების პრინციპი, კრებ. გენდერული პრობლემატიკა საქართველოში, თბ., 2000;
  4. ქალი სახარებაში, კრებ. გენდერული პრობლემატიკა საქართველოში, თბ., 2001;
  5. სოსო წერეთლის ალბომის შესავალი სტატიის ერთ-ერთი ავტორი, თბ., 2002;
  6. კულტურა და გენდერი, კრებ. გენდერული პრობლემატიკა საქართველოში,  თბ., 2002;
  7. “მეს” ძიების გზა, ომეგა, N3, 2003;
  8. ეპოქათა შეხვედრა XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაში (ლევან  ჭოღოშვილის დაზგური სურათის მაგალითზე), ხელოვნებათმცოდნეობა, V, თბ., 2003;
  9. კულტურათა დიალოგი შექსპირის ქართულ ილუსტრაციებში (ლ. შენგელია-აბაშიძის ნამუშევრების მაგალითზე), კრებ. ქართული სახვითი შექსპირიანა, თბ., 2004;
  10. კულტურათა დიალოგი (ფიროსმანის შემოქმედების ერთი ასპექტის შესახებ), ქართული ხელოვნების ნარკვევები III, თბ., 2004;
  11. კულტურათა დიალოგი მე-20 საუკუნის ქართულ ფერწერაში (ფიროსმანის ქალი ლუდის კათხით და პიკასოს “აბსენტის მოყვარული”), ენა და  კულტურა,  N2, 2005;
  12. კულტურათა დიალოგი XX საუკუნის ქართულ მხატვრობაში, სპექტრი,  N2, 2006.
Leave a comment