Author Archives: admin

 

საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – კახეთი

შემდგენელი: თამაზ დვალი

მთავარი რედაქტორი: ზურაბ აბაშიძე

რედაქტორები: ლალი მოწონელიძე, თამარ რუსიშვილი

გამომცემელი:

საქართველოს კულტურის სამინისტრო

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

გამოცემის თარითი: 2025

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოსცა ახალი სამეცნიერო ნაშრომი – „საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – კახეთი“.

გამოცემა მომზადდა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ განხორციელებული „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის“ ხუთი წიგნის საფუძველზე, რომლებიც ეძღვნებოდა კახეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლებს, შესული იყო აგრეთვე თუშეთის არქიტექტურურული მემკვიდრეობა.

ახალ გამოცემაში მიმოხილულია 1 235 ხუროთმოძღვრული ძეგლი და მოცემულია ისტორიული ცნობები 70 დასახლებული პუნქტის შესახებ.

 

Leave a comment
 

წმინდა მეომრები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში

რედაქტორები: ნიკოლოზ ალექსიძე, ეკატერინე გედევანიშვილი

ავტორები: ნიკოლოზ ალექსიძე, ეკატერინე გედევანიშვილი,თამარ დადიანი, ირმა მამასახლისი, ქეთევან მამასახლისი

გამოცემის თარიღი: 2022

წიგნი დაიბეჭდა სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SNF), „საზოგადოება ივერიისას“ და FARIG-ის მხარდაჭერით.

წიგნი შეისწავლის იმ ხუთი დიდი წმინდა მეომრის კულტსა და ვიზუალურ ტრადიციას, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდნენ შუა საუკუნეების საქართველოში. ცალკეული თავები ეთმობა წმინდა გიორგის, დიმიტრის, თევდორე ტირონს/სტრატილატს და ევსტათე პლაკიდას, რადგან ამ წმინდა მეომრების კულტი საქართველოში საგრძნობლად ჩრდილავს ყველ ასხვა წმინდა მეომარს. გარდა ვიზუალური მასალისა, წიგნში უხვადაა გამოყენებული ლიტერატურული და ლიტურგიკული წყაროებიც. ცალკე თავადაა გამოყოფილი ყველა ძირითადი წმინდა მეომრის ლიტურგიკული მოსახსენებლებისა და ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობის ამსახველი მასალა, რაც საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულ წმინდანებთან ერთად, ზოგადად ამ დასის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ასახავს.

საერთო ჯამში, მონოგრაფია წარმოგვიდგენს საქართველოში წმინდა მეომრების კულტის ჩასახვისა და განვითარების ფართო და მდიდარ ისტორიულ, ლიტერატურულ, ლიტურგიკულსა და მხატვრულ სურათს. თუმცა, წიგნის მთავარი ფოკუსი მაინც წმინდა მეომრების სახვითი ტრადიციაა, რამაც განსაზღვრა კიდეც ამ ინტერდისციპლინური მონოგრაფიის სტრუქტურა.

 

Leave a comment
 

ვიზიტი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს სტუმრად ეწვივნენ წმინდა საყდრის (ვატიკანის) დესპანი, არქიეპისკოპოსი ანტე იოზიჩი და აკადემიკოსი ვალერი ასათიანი.

მათ დაათვალიერეს გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მხატვარ სერგო ქობულაძის მიერ 1956 წელს, ვენეციის ბიენალეს ფარგლებში მოგზაურობის დროს გადაღებული იტალიის ქალაქების ფოტო-მასალა.

სტუმრებს უმასპინძლა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მარიამ გაჩეჩილაძემ. გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. განხილვის მთავარი თემები იყო ჩუბინაშვილის ცენტრში დაცული კოლექციები და დაწესებულების საქმიანობა. შეხვედრისას გამოითქვა ორმხრივი სურვილი მომავალი თანამშრომლობის შესახებ.

Leave a comment
 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს სტუმრად ეწვივნენ ცენტრის თანამშრომლის რუსუდან ფიფიას (1936-1994) ოჯახის წევრები, რომელთა ფინანსური მხარდაჭერითაც დამუშავდა, დახარისხდა საარქივო დოკუმენტები და განახლდა საარქივო ფონდის სივრცე.

საარქივო სამუშაოები 2024 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაო პროცესს უძღვებოდნენ საარქივო განყოფილების თანამშრომლები ნოდარ არონიშიძე და სალომე ბუჩუკური.

ამჟამად ფონდი 24 მკვლევრის არქივს ითვლის. საარქივო დოკუმენტები მოიცავს: ბიოგრაფიულ და საზოგადო მოღვაწეობის ამსახველ მასალას, სამეცნიერო ნაშრომებს, ჩანახატებს, ნახაზებს, ფოტონეგატივებს და სხვა.

ცენტრი მადლობას უხდის რუსუდან ფიფიას ოჯახს ფინანსური მხარდაჭერისთვის. 

Leave a comment
 

7 თებერვალს, XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენლის სერგო ქობულაძის დაბადების დღეს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიხსნა გამოფენა „იტალია 1956 ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე“.

ღონისძიება გახსნა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გაჩეჩილაძემ. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ. მან მადლობა გადაუხადა ჩუბინაშვილის ცენტრს გამოფენის ორგანიზებისა და განხორციელებისათვის.

გამოფენაზე წარმოდგენილია 1956 წელს ვენეციის XXVIII ბიენალეზე სერგო ქობულაძის მონაწილეობის პერიოდში მის მიერ გადაღებული იტალიის ქალაქების ფოტოები. ფოტოების კოლექცია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევით ცენტრის არქივშია დაცული.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები მცდელობაა საზოგადოებას წარუდგინოს საბჭოთა სივრციდან პირველად გასული მხატვრის მიერ დამკვირვებლის თვალით დანახული 1950-იანი წლების იტალია და თავის მხრივ, აღმოგვაჩენინოს სერგო ქობულაძის მხატვრული ხედვა ფოტოგრაფის ენით.

გამოფენა 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 

Leave a comment
 
 
 

საჯარო ლექცია 3 ტესტ

Leave a comment