საქართველოს ქალაქების ურბანული განვითარება 1801-1918 წლებში

წიგნში წარმოდგენილია დავით ხოშტარიას, მანონ ლილუაშვილის, ნათია ნაცვლიშვილისა და გიორგი ჭანიშვილის ნარკვევები, რომლებიც ეხება საქართველოს ხუთი ძირითადი ქალაქისა (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ახალციხე) და ორი საკურორტო ქალაქის (ბორჯომი, აბასთუმანი) ურბანული გეგმარებისა და არქიტექტურული სახის ევოლუციას 1801-1918 წლებში. ქალაქმშენებლობის ისტორიის საკითხები განხილულია ფართო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტში.

Leave a comment
 
 
 
 

ავტორები:

ირინე ელიზბარაშვილი

მანანა სურამელაშვილი

ციცინო ჩაჩხუნაშვილი

490 გვერდი

წიგნის მთავარი საგანია საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის სასაზღვრო ზოლში შემონახული შუა საუკუნეების გამაგრებული დასახლებების ტრადიციული არქიტექტურა და ურბანული მემკვიდრეობა. ინტენსიური საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებულ მასალასთან ერთად გაანალიზდა და ფართოდ იქნა მოხმობილი არსებული გრაფიკული მასალა, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მონაცემები და ფოლკლორი.

წიგნი საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის სასაზღვრო დასახლებების არქიტექტურული მემკვიდრეობის კომპლექსური შესწავლის პირველ ცდას წარმოადგენს. პროექტის  (FR/216/1-40/14) ფინანსური მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

წიგნის ელექტრონული ვერსია

Leave a comment
 

ავტორები: მ. ლილუაშვილი, დ. ხოშტარია,
ნ. ჭიჭინაძე

თბილისი, 2018, გვ. 160

ილუსტრირებულ წიგნში განხილულია XIX საუკუნეში საქართველოში რამდენიმე ტალღად ჩამოსახლებული პონტოელი ბერძნების საქმიანობა – არქიტექტურის, კედლისა და დაზგური მხატვრობისა თუ ლიტურგიკული ხელოვნების ნიმუშების საფუძველზე. ბერძენმა ოსტატებმა – ქვითხუროებმა და ხატმწერებმა – XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოში ხელშესახები კვალი დატოვეს ქვეყნის ლამის ყველა კუთხეში. ეს წიგნი სწორედ მათი ნამოღვაწარის ზოგადი სურათის წარმოჩენას ემსახურება.

 

Leave a comment
 

ავტორები: ვახტანგ ბერიძე, დიმიტრი თუმანიშვილი.

თბილისი, 2018, გვ. 172

ქვეყნის ხანმოკლე დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გამოცემაა, რომელიც მოიცავს ორ ნარკვევს: ვახტანგ ბერიძის „კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921 წლები)“ და დიმიტრი თუმანიშვილის  „ხუროთმოძღვრება და მშენებლობა 1917-1920 წლების საქართველოში“. წიგნი მდიდრულადაა დასურათებული 1918-1921 წლების სახვითი ხელოვნების ნაწარმოებებით, ამ პერიოდში მოღვაწე პირთა ფოტოსურათებითა და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტებით, მოცემულია ქართული ტექსტის სრული ინგლისური თარგმანი და ილუსტრაციების ანოტაციები.

Leave a comment
 

ავტორები: თ. დადიანი, ე. კვაჭატაძე, თ. ხუნდაძე

424გვ.

წიგნი წარმოადგენს რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული მრავალწლიანი კვლევითი პროექტის დამაგვირგვინებელ ეტაპს. გამოცემაში “შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება” შევიდა დღემდე გამოუქვეყნებელი უამრავი მასალა, რელიეფები, რომელიც მანამდეც კარგად იყო ცნობილი თავიდან იქნა გადაღებული. ამ გამოცემის საშუალებით იქმნება უწყვეტი სურათი ქართული შუა საუკუნეების ქანდაკების განვითარების და რაც მთავარია, რადგან გამოცემის ძირითადი მიმართულება სამეცნიერო ხასიათისა იყო, ნაშრომში წარმოდგენილია ვრცელი კვლევები რაც მასალის პარალელურად სრულ სურათს ქმნის ქართული ხელოვნების აღნიშნული დარგის განვითარებისათვის, მითითებულ ქრონოლოგიურ მონაკვეთში.

Leave a comment