ძველი ხელოვნების განყოფილება შეისწავლის წინაქრისტიანული, ადრექრისტიანული, განვითარებული შუა საუკუნეებისა და გვიანი ფეოდალური ხანის ქართულ ხუროთმოძღვრებას და ხელოვნებას, როგორც საეკლესიო, ასევე საერო, მათ შორის კედლის მხატვრობას, ხატწერას, ხელნაწერთა დასურათებას, ჭედურობას, ქვის პლასტიკას, მინანქარს, კერამიკას, ნაქარგობას. მუშაობა წარმოებს როგორც ცალკეული ძეგლების მონოგრაფიული შესწავლის, ასევე ეპოქების, რეგიონების მხატვრული სტილის, იკონოგრაფიის, ტექნოლოგიის, ისტორიული და სოცილაური ასპექტებისა და სხვა საკითხების კვლევის მიმართულებით. განყოფილების წევრები აქტიურად თანამშრომლობენ მომიჯნავე დისციპლინების სპეციალიტებთან, მათ შორის უცხოელ კოლეგებთან.
თანამედროვე ხელოვნების განყოფილება შეისწავლის მე-19, მე-20 და 21-ე საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებას და ხელოვნებას, როგორც საეკლესიო, ასევე საეროს, მათ შორის ურბანული განვითარების საკითხებს, ფერწერას, წიგნის დასურათებას, ქანდაკებას, მცირე პლასტიკას, კერამიკას, გრაფიკას. მუშაობა მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურ ხელოვანთა შემოქმედების შესწავლის, ასევე ეპოქალური, რეგიონალური, დარგობრივი, სტილური, იკონოლოგიური, ისტორიულ-სოციალური და სხვა ასპექტების კვლევის მიმართულებებით.