ავტორები:

ირინე ელიზბარაშვილი

მანანა სურამელაშვილი

ციცინო ჩაჩხუნაშვილი

490 გვერდი

წიგნის მთავარი საგანია საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის სასაზღვრო ზოლში შემონახული შუა საუკუნეების გამაგრებული დასახლებების ტრადიციული არქიტექტურა და ურბანული მემკვიდრეობა. ინტენსიური საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებულ მასალასთან ერთად გაანალიზდა და ფართოდ იქნა მოხმობილი არსებული გრაფიკული მასალა, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მონაცემები და ფოლკლორი.

წიგნი საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის სასაზღვრო დასახლებების არქიტექტურული მემკვიდრეობის კომპლექსური შესწავლის პირველ ცდას წარმოადგენს. პროექტის  (FR/216/1-40/14) ფინანსური მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

წიგნის ელექტრონული ვერსია

Leave a comment
 

ავტორები: მ. ლილუაშვილი, დ. ხოშტარია,
ნ. ჭიჭინაძე

თბილისი, 2018, გვ. 160

ილუსტრირებულ წიგნში განხილულია XIX საუკუნეში საქართველოში რამდენიმე ტალღად ჩამოსახლებული პონტოელი ბერძნების საქმიანობა – არქიტექტურის, კედლისა და დაზგური მხატვრობისა თუ ლიტურგიკული ხელოვნების ნიმუშების საფუძველზე. ბერძენმა ოსტატებმა – ქვითხუროებმა და ხატმწერებმა – XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოში ხელშესახები კვალი დატოვეს ქვეყნის ლამის ყველა კუთხეში. ეს წიგნი სწორედ მათი ნამოღვაწარის ზოგადი სურათის წარმოჩენას ემსახურება.

 

Leave a comment
 

ავტორები: ვახტანგ ბერიძე, დიმიტრი თუმანიშვილი.

თბილისი, 2018, გვ. 172

ქვეყნის ხანმოკლე დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გამოცემაა, რომელიც მოიცავს ორ ნარკვევს: ვახტანგ ბერიძის „კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921 წლები)“ და დიმიტრი თუმანიშვილის  „ხუროთმოძღვრება და მშენებლობა 1917-1920 წლების საქართველოში“. წიგნი მდიდრულადაა დასურათებული 1918-1921 წლების სახვითი ხელოვნების ნაწარმოებებით, ამ პერიოდში მოღვაწე პირთა ფოტოსურათებითა და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტებით, მოცემულია ქართული ტექსტის სრული ინგლისური თარგმანი და ილუსტრაციების ანოტაციები.

Leave a comment
 

Ars Georgica

გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ელექტრონული ჟურნალი

2017 წელს მომზადდა და აიტვირთა ელექტრონულ სივრცეში ჟურნალის ახალი ნომერი, სადაც თანამედროვე ხელოვნების შესახებ სტატიების გარდა წარმოდგენილია ინტერვიუები და მოგონებები ცნობილ ქართველ ხელოვანებთან.

Leave a comment
 

გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო კრებული

2017 წ. მომზადდა და გამოიცა ცენტრის ყოველწლიური სამეცნიერო კრებული – საქართველოს სიძველენი. აღნიშნულ გამოცემაში თავმოყრილია ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა და არა მხოლოდ მათი სამეცნიერო კვლევები (მთლიანობაში 16 პუბლიკაცია), ძველი ქართული ხელოვნების სხვადასვა სფეროში: არქიტექტურა, კედლის მხატვრობა, რელიეფი, ჭედურობა და გამოყენებითი ხელოვნება. ჟურნალში განთავსებულია, უკვე საარქივო მნიშვნელობის პუბლიკაციები და მასალა, რომელიც შემდგომი სამეცნიერო კვლევებისთვის იძლევა ფაქტობრივ ინფორმაციას.

Leave a comment
 
 

რედაქტორ-გამომცემლები: დიმიტრი თუმანიშვილი, იუზა ხუსკივაძე

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

თბილისი 2015

Leave a comment
 

რედაქტორ-გამომცემლები: დიმიტრი თუმანიშვილი, იუზა ხუსკივაძე

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

თბილისი 2014

Leave a comment