2015 წლის 11 – 25 ნოემბერს ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში „Ars Georgica“ მოეწყო გამოფენა „აკაკი ქართველი მხატვრების შემოქმედებაში“, რომელიც მიეძღვნა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლის აღმნიშვნელ თარიღს.
პროექტი განახორციელდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში საქართველო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და იუნესკოს მხარდაჭერით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიის, ასევე გიორგი ლეონიძის სახელობის საქართველოს ლიტერატურის მუზეუმისა ფონდებიდან და კერძო კოლექციებიდან.
საექსპოზიციო მასალის საფუძველზე მკვლევართათვის, მხატვრებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის თვალნათელი გახდა, რომ სამწუხაროდ აკაკი წერეთელს ქართული მხატვრობის ისტორიაში შედარებით მოკრძალებული ადგილი აქვს დათმობილი. მიუხედავად ამისა, გამოფენაზე თავმოყრილი ნამუშევრები სრულიად უნიკალური მასალის გაცნობის შესაძლებლობას აძლევდა მნახველს. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დროისა და თაობის მხატვართა მიერ შესრულებული მეტად საინტერესო ფერწერული და გრაფიკული დაზგური ნაწარმოებები, წიგნის მხატვრობის ნიმუშები. მათ შორის გიგო ზაზიაშვილის, კარაპეტ გრიგორიანცის, ოსკარ შმერლინგის, დავით კაკაბაძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, შალვა ქიქოძის, უჩა ჯაფარიძის, ეკატერინე ბაღდავაძის, თამარ აბაკელიას, ნინა თამამშევას, ალექსანდრე ციმაკურიძის, მერაბ დურგლიშვილის, დავით (დუდა) გაბაშვილის, ვლადიმერ (ლადო) გრიგოლიას, ლევან ცუცქირიძის, რადიშ თორდიას, ქეთი მატაბელის და სხვათა ნამუშევრები. ასევე, დღესდღეობით საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა ილუსტრატორებიც – თემურ ფხიკიძე და ლევან სილაგაძე. პირველად გამოიფინა ორი მხატვრის – თედო რეხვიაშვილისა და მირიან ჭანკვეტაძის ორიგინალები, რომლითაც აკაკის საიუბილეოდ გამოცემული ახალი კრებული იქნა დაასურათებული (აკაკი წერეთელი, კრებული. თბ., 2015).
10 ივნისს 18 საათზე გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიხსნა გამოფენა „ქართულინახატი“, სადაც ექსპონირებული იყო XX ს.-ის ოთხი გამორჩეული ქართველი ხელოვანის ედმონდ კალანდაძის, ზურაბ ნიჟარაძის, დიმიტრი ერისთავისა და გივიკასრაძის გრაფიკული ნამუშევრები, შექმნილი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. მსგავსი რეტროსპექციის წყალობით ნათლად გამოიკვეთა დაზგურ გრაფიკაში მოღვაწე ამ ხელოვანების შემოქმედებისათვის და ზოგადად, თანადროული ქართული მხატვრული აზროვნებისატვის დამახასიათებელი ზოგიერთი მეტად მნიშვნელოვანი თავისებურება.
გამოფენას წინ უძღოდა ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მზია ჩიხრაძის მოხსენება თემაზე: ნახატის განვითარების ისტორია და თანამედროვე ქართული ნახატი.
ამა წლის 29 მაისს 18 საათზე გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიხსნა მხატვარ-გრაფიკოსის გურანდა ქლიბაძის გამოფენა „რას ნიშნავს იყო ქალი მხატვარი?!“წარმოდგენილი იყო მონოტიპიის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები. გამოფენის საერთო კონტექსტი, ზოგადად ხელოვნებაში გენდერული საკითხის აქტუალობაზე ახდენდა აქცენტირებას. თუმცა ამ პრობლემის პარალელურად საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა თანამედროვე ქართული გრაფიკის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენლის შემოქმედებას და მიმდინარე ზოგადკულტურული პროცესებისადმი მიდგომა-მისადაგების ან ახალი მხატვრული რეალობის შექმნის მცდელობა-შესაძლობლობის კონტექსტში.
გამოფენას წინ უძღოდა ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიას ლექცია-მოხსენება თემაზე: რას ნიშნავს იყო ქალი მხატვარი?!
გამოფენა „ხატავენ მუსიკოსები“
2015 წლის 23 აპრილის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზი: „ARS GEORGICA“ , გაიხსნა გამოფენა: „ხატავენ მუსიკოსები“
ექსპონირებულია მუსიკოსების: როდამ ჯანდიერის, ჯარჯი ბალანჩივაძის, მაია კანკავას, ანრი ბასილაიას, პაკო გუკასოვის, შორენა ბოლქვაძის, თემო მათურელის, იზა ნადირაძის, დინი ვირსალაძის, არტიომ ალაბულიანცის, მზექალა ბერძენიშვილის, ანი მელიქიძის, გალინა ბანდურას ნამუშევრები (ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი).
გამოფენა გრძელდება 11 მაისამდე.
მისამართი: ათონელის ქ. N 9
18 თებერვალს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა დალი მუხაძის პერსონალური გამოფენა
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში “Ars Georgica” , 9 იანვარს, 17:00 საათზე გაიხსნა გამოფენა: “ხელოვნებათმცოდნეთა სახეები XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაში”.
წარმოგენილია ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელთა პორტრეტები, რომლებიც შესრულებულია ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მხატვრების მიერ. წარმოდგენილია:
ქეთევან მაღალაშვილის, უჩა ჯაფარიძის, პეტრე ბლიოტკინის, დუდა გაბაშვილის, ჟანი მეძმარიაშვილის, გიორგი ჯაშის, ირაკლი ოჩიაურის, ირაკლი თოიძის, რობერტ სტურუას, ედმონდ კალანდაძის, ზურაბ ნიჟარაძის, თემურ მაჭავარიანის, თამაზ ხუციშვილის, სოსო წერეთლის, გივი თუმანიშვილის, ირაკლი ფარჯიანის, გია ბუღაძის, ლევან ჭოღოშვილის, კარლო კაჭარავას, ოლეგ ქოჩაკიძის, ვახტანგ ონიანის, ნოდარ აფციაურის, ავთანდილ პოპიაშვილის, ბესარიონ არბოლიშვილის, ცისია კილაძის, ვახტანგ და გოგი ხოშიარიას, ასმათ ოქროპირიძის, დოდო ჭიკაიძის, ნიკუშა შენგელაიას, დიანა ყიფიანის, ბესო ებრალიძის ნამუშევრები.
გამოფენა გრძელდება 2015 წლის 30 იანვრამდე
2014 წლის 18 ნოემბერს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში – “Ars Georgica” შედგა მხატვარ გრაფიკოსის, ფერმწერისა და მოქანდაკის დავით (დუდა) ალექსანდრეს ძე გაბაშვილის (1914-1995) დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.
გამოფენა გახსნა ჩუბინასვილის ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა მარიამ დიდებულიძემ, მოსაგონარი სიტყვით გამოვიდა გამოფენის კურატორი ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე, მხატვრის შემოქმედების მნიშვნელოვნების შესახებ ისაუბრა ბატონმა გიორგი ხოშტარიამ.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები: ნატურმორტები, წიგნის გაფორმების ნიმუშები, ექსლიბრისები, პლაკატები, აბსტრაქტული კომპოზიციები.
მხატვრის ნამუშევრები ინახება: საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ეროვნულ გალერეაში, მხატვრის ოჯახში.
მასზე:
გაბაშვილი დ.ა. ბუკლეტი. სერია „საქართველოს მხატვრები“, თბ., 1958
კარბელაშვილი მ., მხატვარ დავით გაბაშვილის შემოქმედება. „Aრს Gეორგიცა“, სერია B, ტ.6, 1964, გვ. 25-50, რეზიუმე ფრანგულ ენაზე; (სტატიის ელექტრ. ვერსია იხ. საიტზე: გეორგიანარტ.გე)
გაჩეჩილაძე მ. დავით გაბაშვილი – 100, ელ.ჟურნალი – Aრს Gეორგიცა“, სერია B, 2014
ხოშტარია გ., დავით გაბაშვილი, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, აბსტრაქცია, პლაკატი, წიგნის გრაფიკა. თბ., 2000, ტექსტი – ქართ. და ინგლ. ენებზე
2014 წლის 25 ივნისს გ. ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნააკადემიკოს ვახტანგ ბერიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა,რომელზეც წარმოდგენილია მისი გრაფიკული ნამუშევრები: არქიტექტურული ჩანახატები და კარიკატურები.
გამოფენის გახსნას დაესწრენ ვახტანგ ბერიძის შვილები: არქიტექტორი რევაზ ბერიძე და მუსიკოსი მაია ბერიძე; მათი შვილები და შვილიშვილები.







