ა/წ 16-18 აპრილს პროექტის “ლიმენი: კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” ფარგლებში ქალაქ ბათუმში შედგა შეხვედრა პროექტის განმახორციელებელ ჯგუფსა  და ადგილობრივი ქსელის წარმომადგენლებს შორის. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრობლობის პროგრამის ფარგლებში.
ორგანიზატორი: ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი); პროექტის პარტნიორი საქართველოში: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.
სამდღიანი შეხვედრების განმავლობაში გ. ჩუბინაშვილის ცენტრის წარმომადგენლები: მ. დიდებულიძე (პროექტის ხელმძღვანელი), მზია ჯანჯალია და მაკა ბულია  შეხვდენენ  პროექტის ადგილობრივი ქსელის ორგანიზაციათა წარმომადგენლებს.

განხილულ იქნა და დამუშავდა ტურისტული საინფორმაციო მასალის ფორმები, შემადგენლობა, კატეგორიები,  ასევე კულტურული ტურიზმის მარშრუტებში შესატანი ძეგლების სიები; ტელესივრცეში აჭარის და კერძოდ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის გამიზნული კლიპის და ასევე  კულტურული ტურიზმის გზამკვლევისა და საინფორმაციო მასალების შექმნა.

ცალკე საკითხად განხილულ იქნა საინფორმაციო ფირნიშების ფორმები, მასალა, როგორც ევროკავშირის მიერ  შემოთავაზებული, ასევე ამჟამად საქართველოში დამუშავების პროცესში მყოფი ვარიანტები.
შეხვედრები მოეწყო რუსთაველის სახ. უნივერსიტეტში და არქეოლოგიურ მუზეუმში. ბოლო შეხვედრა მაღალ დონეზე ჩატარდა  აჭარის კულტურის მინისტრის ბ-ნ გ. თავამაიშვილის მონაწილეობით და სააგენტოს ახლად დანიშნული დირექტორის მირანდა ჩარკვიანის ხელმძღვანელობით.
დაიგეგმა მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა ამ სფეროში

Leave a comment
 

2015 წლის 22 დეკემბერს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თაოსნობით მოეწყო სამეცნიერო კონფერენცია: “კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის პირობებში”. კონფერენციას უძღვებოდა აფხაზეთის განათლებისა და კულტირის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი პატაშური.

კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს გ. ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა: ა. ოქროპირიძემ. თ. ხუნდაძემ და თ. დადიანმა. მ. დიდებულიძემ. ლ. ხუსკივაძემ. მოხსენებები ეძღვნებოდა აფხაზეტის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა სფეროებს და მათ ამჯამინდელ მდგომარეობას.
(დასკანერებული პროგრამა).

Leave a comment
 

2014 წლის 11-12 დეკემბერს გ. ჩუბინაშვილის ცენტრში ჩატარდა ვახტანგ ბერიძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

Leave a comment
 

2014 წლის 11-12 დეკემბერსჩატარდააკადემიკოს ვახტანგ ბერიძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.კონფერენციის თემატიკა მოიცავდა ძველი, ახალი და უახლესი არქიტექტურისა და ხელოვნების საკითხებს.კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ვახტანგ ბერიძის წიგნის ,,ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია” პრეზენტაცია. ქართული არქიტექტურისადმი მიძღვნილი ორტომეული პირველად გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი გახდა ძველი ქართული არქიტექტურით დაინტერესებული მკითხველისათვის.
აქვე ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ვახტანგ ბერიძის მიერ შესრულებული კარიკატურების გამოფენა.

Leave a comment
 

2014 წლის 2 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ეწვია გ.ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრს. მინისტრი დეტალურად გაეცნო ცენტრის იმფრასტრუქტურას, შეხვდა ცენტრის თანამშრომლებს, გააცნო მათ სამინისტროს გეგმები და აღუთქვა სრული მხარდაჭერა ნებისმიერი საინტერესო პროექტისა თუ იდეის განხორციელებაში. მინისტრმა აქვე დაათვალიერა ცენტრის გამოცემები და ცნობილი ქართველი მხატვრის დავით (დუდა) გაბაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა.

Leave a comment
 

2014 წლის 27-28 ნოემბერს სტამბულში გაიმართა პროექტის “ლიმენი. კულტურულიპორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” (LIMEN, Cultural Ports from the Aegean to the Black Sea) მმართველი კომიტეტის  (steering comity meeting) მე-3 სამუშაო შეხვედრა. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის –    გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მ. ჯანჯალია და მ. ბულია.

შეხვედრაზე პარტნიორმა მხარეებმა წარმოადგინეს საანგარიშო მოხსენებები პროექტის წინა ეტაპზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ (შავი ზღვის კულტურული პორტები – ინსტიტუციის (Black Sea Cultural Port institution)  დაფუძნებისთვის მზადება; პროექტში ჩართული ორგანიზაციების ადგილობრივი ქსელის შექმნა; ადგილობრივი ქსელის წევრი ორგანიზაციების ტრენინგი და ა.შ.). ქართული მხარის საქმიანობა (მომხსენებელი მ. ჯანჯალია) ძალზე წარმატებულად იქნა აღიარებული და მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც ლიდერი ორგანიზაციის (ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიურუ ძეგლების ევროპული ცენტრი, EKBMM, თესალონიკი), ისე პროექტში ჩართული ყველა პარტნიორის მხრიდან.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროექტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, სამომავლო მიზნები და ამოცანები – შავი ზღვის კულტურული პორტების შესახებ მოსამზადებელი საგამომცემლო პროდუქციის (ბუკლეტი, ლიფლეტი) სტანდარტები; სამუშაო შეხვედრების (ოდესა, ვარნა) საორგანიზაციო საკითხები; შავი ზღვის კულტურული პორტების პოპულარიზაციის მიზნით ჩასატარებელი კრუიზისა და პროექტის დამასრულებელი სიმპოზიუმის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები.

Leave a comment
 

2014 წლის 6 ნოემბერს მსოფლიო ბანკის თბილისის წარმომადგენლობის თხოვნით ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე შეხვდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ქ-ნ ლორა ტაქს. თბილისის მერის ბ-ნ ნარმანიას და საკრებულოს თავმჯდომარის გ. ალიბეგაშვილთან ერთად მ. დიდებულიძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში და დაწვრილებით წარუდგინა ქ-ნ ტაქს 1997-2002 წლებში ძველ თბილისში მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული პროექტები.

Leave a comment
 

2014 წლის 3 ნოემბერს  ჩუბუნაშვილის ცენტრში მოეწყო შეხვედრა საერთაშორისო ტურისტულ სააგენტოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მედიატორი იყო ქართული კომპანია Explore Georgia.

ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ გააცნო სტუმრებს ცენტრის მუშაობა, მისი მიზნები და ამოცანები.  საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება კულტურული ტურიზმის განვითარების საკითხებზე, თუ როგორ მონაწილეობს ცენტრი ამ მიმართულებით.

სტუმრებმა დაათვალიერეს ფოტო-გამოფენა “რაჭისა და თუშეთის ტრადიციული  საცხოვრებელი”, შეიძინეს ცენტრის მიერ გამოცემული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი წიგნები.

Leave a comment