28 აპრილს, 17:00 – ზაქარია მაისურაძის ნამუშევრების გამოფენის გახსნა.
29 აპრილს, 11:00-16:00 – ზაქარია მაისურაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
>> მთავარი \ მოვლენები \ Page 16
28 აპრილს, 17:00 – ზაქარია მაისურაძის ნამუშევრების გამოფენის გახსნა.
29 აპრილს, 11:00-16:00 – ზაქარია მაისურაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
2014 წლის 5 მარტს ცენტრში შედგა შეხვედრა თურქ მეცნიერთან, ვანის უნივერსიტეტის პროფესორთან ოსმან აიტეკინთან.
განიხილებოდა თანამშრომლობის ფორმები და შესაძლებლობები, რომლებიც ჩაისახა 2007-2008 წლებში.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა თურქი სპეციალისტების მიერ იშხანის ტაძარზე წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოების ხარისხი და მეთოდოლოგია და ოშკის ტაძარზე დაგეგმილი სარესტავრაციო სამუშაოების პროექტი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გ. ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევის ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი თუმანიშვილი, ცენტრის ძველი ხელოვნების განყოფილების გამგე დავით ხოშტარია, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ირინე ელიზბარაშვილი, ასოცირებული თანამშრომელი ირინე გივიაშვილი, ცენტრის არქივის თანამშრომელი ბაადურ კუპრეიშვილი.
კიტი მაჩაბლის წიგნის „ქართული ისტორიული კოსტუმი V-X საუკუნეები“
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ქ. კიტი მაჩაბლის წიგნის „ქართული ისტორიული კოსტუმი V-X საუკუნეები“ პრეზენტაცია.
წიგნში განხილულია V-X საუკუნეების ქართული საერო კოსტუმი, რომლის აღდგენა შესაძლებელი გახდა ამ ეპოქის რელიეფებზე (არქიტექტორული დეკორი, ქვაჯვარები, სტელები) გამოსახულ საერო პირთა ჩაცმულობის მიხედვით.
26 ნოემბერს, 17. 00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის გალერეაში გაიხსნა საიუბილეო ფოტოგამოფენა, რომელიც მიეძღვნა სერგო ქობულაძის სახელობის ქართული ხელოვნების ძეგლთა ფოტოფიქსაციის ლაბორატორიის დაარსებიდან 40 წლისთავს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ლაბორატორიის სლაიდოთეკაში დაცული, კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშთა ფოტოები და თემატური ბანერები, რომლებზედაც წარმოდგენილია ფოტოფიქსაციის ლაბორატორიის მიერ თავისი არსებობის მანძილზე განხორციელებული ექსპედიციების ამსახველი შავ – თეთრი ფოტოების რეტროსპექტური რიგი, აგრეთვე ლაბორატორიის დამაარსებელთა და ცნობილ ფოტოხელოვანთა პორტრეტები.
გამოფენა გაგრძელდება ერთი კვირა. ექსპოზიციის დათვალიერების მსურველთათვის შესვლა თავისუფალია. გალერეა ღიაა 12.00 საათიდან – 18. 00 საათამდე.
1 აპრილს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (ამჟამინდელი – ეროვნული ცენტრის) დაარსებიდან 73-ე წელს გაიმართა 2013 წლის 5-7 ნოემბერს ჩატარებული საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენციის “ფიროსმანი და ქართული კულტურა”მოხსენებათა კრებულის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორები, მონაწილეები და ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები.
ამა წლის 5-7 ნოემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, იუნესკოს ეგიდით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურის წამყვანი დაწესებულებების თანამონაწილეობით ჩატარდა საერთაშორისო ინტერდისცილინური კონფერენცია „ფიროსმანი და ქართული კულტურა“, რომელიც მხატვრის დაბადებიდან 150 წლისთავს მიეძღვნა.
გარდა ქართველი მეცნიერებისა, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მკვლევარებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან, რუსეთის ფედერაციიდან, საფრანგეთის რესპუბლიკიდან. სხდომებზე გაშუქდა თემები, რომლებიც შეეხო მხატვრის ბიოგრაფიას, ნაწარმოებთა ატრიბუცია-ექსპერტიზას, მხატვრის სახეს ხელოვნების სხვადასხვა დარგში, კვლევის მეთოდოლოგიას, XIX-XX საუკუნეთა მიჯნის ქართულ კულტურას.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი: “რენე შმერლინგის ექსლიბრისის უნიკალური კოლექციის გამოფენა (XIX ს. – XX ს.-ის 30 წწ.) და სადისკუსიო მრგვალი მაგიდა ქართული გრაფიკული ხელოვნების პრობლემებზე” (2013 წლის 15-30 ოქტომბერი).
ღონისძიება მიეძღვნა ცნობილი გრაფიკოსი-მხატვრების – ლადო გრიგოლიასა და ნიკოლოზ ჩერნიშკოვის დაბადებიდან 110 წლისთავის საიუბილეო თარიღს.
2013 წლის 15 ოქტომბერს, გ. ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ამ ორგანიზაციის არქივში დაცული, ცნობილი ქართველი მეცნიერის, რენე შმერლინგის ექსლიბრისის კოლექცია, რომელიც მოიცავს ორ ასეულზე მეტ ქართული, სომხური, რუსული და ევროპული ექსლიბრისის საუკეთესო, უნიკალურ ნიმუშებს – XIXს-დან XXს-ის 30-ანი წლების ჩათვლით.
ექსპოზიციაში ასევე განთავსდა ლადო გრიგოლიას შრიფტების რამდენიმე გარნიტური, ქ-ნი რენეს არქივში დაცული ნ. ჩერნიშკოვის მინიატურული და დაზგური გრავიურის ნიმუშები და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შესრულებული წიგნის ნიშნები (პედაგოგები: ლორეტა შენგელია-აბაშიძე, გოგი წერეთელი).
ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონფერენცია (16 ოქტომბერი).
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა ისაუბრა – რენე შმერლინგზე, როგორც მეცნიერზე, მის ფართო ინტერესებზე და ქართული კულტურის ისტორიაში შეტანილ ფასდაუდებელ ღვაწლზე.
პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ამავე ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარინა მეძმარიაშვილმა ისაუბრა ნიკოლოზ ჩერნიშკოვის შემოქმედებაზე, საზოგადოებას გააცნო, როგორც რენე შმერლინგის კოლექციაში დაცული მხატვრის ნამუშევრები, ასევე ყველა ის მასალა რომელთა მოძიებაც მოხერხდა არსებულ ეტაპზე.
საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ლადო გრიგოლიას შემოქმედების შესახებ ისაუბრა, მხატვრის მემკვიდრემ, ქალბატონმა მერი ჯაფარიძემ.
პროექტის ხელმძღვანელმა, გ. ჩუბინაშვილის ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარიამ გაჩეჩილაძემ ისაუბრა ზოგადად ექსლიბრისის ხელოვნების წარმოშობისა და განვითარების ისტორიაზე, ამ ჭრილში განიხილა რენე შმერლინგის კოლექციის უნიკალური ექსპონატები და მიმოიხილა ქართული ექსლიბრისის განვითარების ისტორია წარმოშობიდან (XVIII ს.) დღევანდელ დღემდე.
დასასრულს შედგა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გრაფიკოსმა მხატვრებმა, სტუდენტებმა და დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა.
დისკუსიის საგანს შეადგენდა თანამედროვე ქართულ წიგნის გრაფიკაში წარმოქმნილი პრობლემები: ბეჭდური, კომპიუტერული და მხატვრული შრიფტის, ორნამენტის და ექსლიბრისის განვითარებაში არსებული მწვავე, პრობლემატური საკითხები. წარიმართა მსჯელობა მათი გადაჭრის გზების საძიებლად და დაისახა მომავალი ღონისძიებების გეგმები.