როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირაში ხელი უნდა მოეწეროს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ოშკისა და იშხნის ტაძრების აღდგენას ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით.

ძნელი წარმოსადგენია, ვინმეს, ვისაც გული შესტკივა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, არ გახარებოდა ამ ერთი ხანია დაყოვნებული და, ლამისაა, უიმედოდ ქცეული საქმის სასიკეთოდ დაგვირგვინება. ეს მით უფრო გასახარია, რომ არა მარტო უზრუნველყოფილი იქნება ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ორი გამორჩეული ნაწარმოების სამომავლო არსებობა, არამედ ისახება თურქეთის სხვა ქართულ სიძველეთა გარდაუვალი დაღუპვისაგან გადარჩენის იმედიც.

ვისაც საქმე ჰქონია სიძველეთა დაცვის საქმესთან, იცის, რა სიძნელეებთანაა დაკავშირებული ამგვარი საერთაშორისო თანამშრომლობა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მრავალი წლის მანძილზე ოშკის, იშხნის, ოთხთა ეკლესიის, ხანძთის თუ სხვა ქართული ეკლესია-მონასტრებისა თუ ციხე-სიმაგრეების აღდგენა-გამაგრება კი არა, ნახვაც კი ქართველ მეცნიერთა თუ სიძველეთა მოყვარულთა ფუჭი ნატვრა იყო. ვითარების ასე შემობრუნება, პირველ რიგში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერთებული ძალისხმევის და, ამასთან, ჩვენი საზოგადოების მონდომების ნაყოფია. დასაფასებელია თურქული მხარის პოზიციაც, მისი კეთილი ნება გაითვალისწინოს ჩვენი სურვილები და გამონახოს ოშკისა და იშხნის (სავარაუდოდ, მერე და მერე, სხვა ძეგლებისაც) აღდგენით სამუშაოებში ქართველ მკვლევართა თუ რესტავრატორთა ჩაბმის გზები.

შესაძლებელია ამ დიდსა და საშურ საქმეს პრობლემებიც ახლდეს. ისიც შესაძლებელია, რომ სხვანი მას ჩვენგან განსხვავებულად ხედავდნენ და აფასებდნენ. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოების გონიერება და სიმტკიცე ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგვალახინებს და ნებისმიერ საფრთხეს აგვარიდებს.

მოუთმენლად მოველით სახელმწიფოთშორისი მოლაპარაკებების დასრულებასა და ოშკისა და იშხნის ტაძრებზე აღდგენითი სამუშაოების დაწყებას, რაც იხსნის ამ ძლიერ დაზიანებულ ნაგებობებს დაღუპვის საშიშროებისგან.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის სამეცნიერო საბჭო.

Leave a comment
 

2011 წლის 21 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა
სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთი

სამეცნიერო კონფერენცია მოეწყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აფხაზეთის
ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციისა და ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიერ

ორგანიზატორები: ჯონი აფაქიძე, ლია ახალაძე, შერმადინ შარია

Leave a comment
 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის 70 წლისათვისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

Leave a comment
 

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში 2011 წლის 7 ნოემბერს გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ლეონიდე (ლეო) შერვაშიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

ღონისძიებას წარუძღვა ქ-ნი ასმათ შერვაშიძე. ლეო შერვაშიძის  ღვაწლზე ისაუბრეს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის   წარმომადგენლებმა: ქ-ნებმა   კიწი მაჩაბელმა დამარიამ დიდებულიძემ. სიტყვით გამოვიდნენ ბ-ნები ვახტანგ ჯაფარიძე და გიორგი ანჩაბაძე.
საიუბილეო საღამოს დასასრულს, ლეო შერვაშიძეზე ისაუბრა საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

საიუბილეო საღამოს მოწყობაში მონაწილეობდნენ: ჰერალდიკის სახლი, საქართველოს თავადაზნაურთა დარბაზი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი

Leave a comment
 

საერთაშორისო კონფერენცია “მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში”.
2011 წლის 27-28 ოქტომბერს, გოეთეს ინსტიტურის  საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. თემაზე: “მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში”.

კონფერენციის თემის იდეის ავტორი: ნანა ყიფიანი
პროექტის ავტორი, მენეჯერი: მზია ჩიხრაძე
საორგანიზაციო საბჭო: მარიამ დიდებულიძე, მარიამ გაჩეჩილაძე, მარიანა ოკლეი, თამარ ბელაშვილი, ლევან ზედგინიძე
სარედაქციო საბჭო: დიმიტრი თუმანიშვილი, მარინა მეძმარიაშვილი, ელენე თუმანიშვილი, მარინე ყენია.

კონფერენცია  მოეწყო: გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით

გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის ახალი და თანამედროვე ხელოვნების განყოფილების ფარგლებში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 32-მა მეცნიერმა. ქართველებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ასევე ამერიკელი და რუსი მეცნიერები: მერი ქეი ჯუდი თანამედროვე და ახალი არქიტექტურის დამოუკიდებელი ექსპერტი, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის ასოციაცია, აშშ; თალინ გრიგორი ბრენდის უნივერსიტეტი, აშშ; პეტერ როლბერგი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ;  სვეტლანა ხრომჩენკო მოსკოვის აღმოსავლეთის მუზეუმი, რუსეთი; ნინა გეტაშვილი ხატვის, ქანდაკებისა და არქიტექტურის რუსეთის აკადემია, რუსეთი.

უფრო ვრცლად იხილეთ: www.georgianart.ge

Leave a comment
 

2011 წლის 27-28 ოქტომბერს ჩატარებული საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია “მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში” მიეძღვნა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავს.
პარტნიორები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, აშშ საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი

Leave a comment
 

გამოფენა „SALVE“

9 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში გაიხსნა გამოფენა „SALVE“. გამოფენაზე წარდგენილი იყო ძველი თბილისის საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების ინტერიერების ამსახველი 200-მდე ფოტო: არქიტექტურული დეკორი, ცხაურები, ვიტრაჟები, იატაკის მოაზაიკური ორნამენტები და სხვადასხვა სტილის კედლისა და პლაფონების მოხატულობა: ფსევდო კლასიკური, ორიენტალური, მოდერნი. ევროპის ხელოვნებისათვის დამახასიათებელ სიუჟეტებთან ერთად, სადარბაზოს კედლებზე ადგილობრივი მოტივებიც იყო ასახული – მთაგორიანი პეიზაჟები, სცენები სოფლის ცხოვრებიდან და ა. შ.

გამოფენის ავტორები არიან გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: მარინა  მეძმარიაშვილი, ცისია კილაძე, თამაზ გერსამია.

გამოფენა ჩატარდა „თბილისობის“ ფარგლებში და დაფინანსდა ქალაქის მერიისა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ.

Leave a comment
 

2011 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე თბილისში, გოეთეს ინსტიტუტშიმიმდინარეობდა საერთაშორისო კონფერენცია ,,ფიგურა და ორნამენტი: ესთეტიკა, ხელოვნება და არქიტექტურა კავკასიის რეგიონში 400 წლიდან 1650 წლამდე”.კონფერენცია მოაწყო გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტსა და ბაზელის უნივერსიტეტთან ერთად, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ბაზელის ნებაყოფლობითი აკადემიური საზოგადობის ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენცია მიეძღვნა ფიგურისა და ორნამენტის სხვადასხვა მიმართებებს კავკასიის ხელოვნებაში ადრექრისტიანული ხანიდან მეჩვიდმეტე საუკუნემდე. თემის გეოგრაფიული ფარგლები მოიცავდა საქართველოს, სომხეთს ალბანეთს/აზერბაიჯანს, აღმოსავლეთ ანატოლიასა და ჩრდილოეთ ირანს.

კონფერენციაში მონაწილეობდა 30 მეცნიერი – 10 საქართველოდან და 20 ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

Leave a comment