გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ წარდგენილი პროექტი „ტაო-კლარჯეთი – ისტორია და მემკვიდრეობა – მოძრავი და უძრავი ძეგლები“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის საგრანტო კონკურსის (მობილობის და საერთაშორის სამეცნიერო ღონისძიებების) II ლოტის № MG_ISE_18_2142 სეზონური სკოლის გამარჯვებულია. პროექტის თანამონაწილე ინსტიტუციებია – მაქს პლანკის ფლორენციის ინსტიტუტი, ბაზელის უნივერსიტეტის ხელვნების სემინარი, ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის კათედრა.
ა/წ 28 მაისს – 6 ივნისს თბილისში ჩატარდა საზაფხულო სკოლა პენსილვანიის უნივერსიტეტის (აშშ) ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის, ხელმძღვანელი - დარგის ცნობილი ექსპერტი პროფ. დონოვან რიპკემა. საზაფხულო სკოლა განხორციელდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს იკომოსის მონაწილეობით.
31 მაისს სტუდენტთა ჯგუფი ეწვია გ. ჩუბინაშვილის ეროვნულ ცენტრს. ცენტრის მთავარმა თანამშრომელმა მაია მანიამ წაუკითხა ლექცია ქ. თბილისის არქიტექტურაზე მის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მარიამ დიდებულიძემ გააცნო გ. ჩუბინაშვილის ცენტრის ისტორია, მისი ამოცანები, სამეცნიერო კვლევის მიმართულებები, დაათვალიერეს ცენტრის ბიბლიოთეკა, ფოტო-არქივი.
ამერიკელ სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ ცენტრის მიერ გამოცემული წიგნი “Ancient Georgian Art”
გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის 70 წლის იუბილე. საზეიმო სხდომა და ახალი გამოცემების პრეზენტაცია. 2011 წლის 1 აპრილი.





29.12.17-12.01.18
გამოფენა მიეძღვნა მხატვარ ჯემალ ლოლუას დაბადებიდან 85 წლის იუბილეს. ჯემალ ლოლუა (1932-2001), ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში ე.წ. 50-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მან მნიშვნელოვანი როლი შესარულა XXს.-ის ქართული დაზგური გრაფიკის განვითარების ისტორიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მხატვრის მოღვაწეობა წიგნის გრაფიკის, პლაკატის, კარიკატურის შრიფტისა და ექსლიბრისის მიმართულებით.
17.10.2017 – საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინიციატივით, ცენტრმა უმასპინძლა ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ავტორის დევიდ მაკის ნამუშევრების გამოფენას.
გამოფენის შემდგომ მოეწყო ვორქ-შოფი, სადაც ავტორმა თავად ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე და მეტი თვალსაჩინოებისათვის შეკრებილთ ეტაპობრივად უჩვენა თუ როგორ მუშაობს მასალაში.
13.12.2017 ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ერმილე მაღრაძემ წარმოადგინა მოხსენება – ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიისა და მასალების შესახებ.
6.12.2017 ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ნიკა ვაჩეიშვილმა, ელოშვილმა და მათმა ტექნიკურმა ჯგუფმა წარმოადგინა მოხსენება “კულტურული მემკვიდრეობა და მისი გარემო” განხილულ იქნა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა კვლევის და რესტავრაციის დროს.