ცენტრში ცნობილმა ქართველმა არქიტექტორ-რესტავრატორმა თამარ ნემსაძემ განსახილველად წარმოადგინა კუმურდოს ტაძრის რესტავრაციის პროექტი

Leave a comment
 

ცენტრში, ცნობილმა ქართველმა არქიტექტორ-რესტავრატორმა, იოსებ ბანძელაძემ წარმოადგინა თავისი მრავალწლიანი კვლევის შედეგები, შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში მიკვლეულ მეტროლოგიურ კანონზომიერებებსა და სამშენებლო მეთოდებზე, რომაულ-ბერძნულ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დამოწმებული გამოცდილების ფართო კონტექსტში.

Leave a comment
 

სტუდია XXI-მა ცენტრში წარმოადგინა აღმაშენებლის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტის კონცეფცია. მომხსენებელი – გიორგი გოცირიძე

Leave a comment
 

კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია-რესატავრაციის

სფეროში განხორციელებული საქმიანობა

ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია-რესატავრაციისა და ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ცენტრის თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობენ ძეგლთა სარესტავრაციო-სარეაბილტაციო პროექტებში, ასრულებენ ძეგლების სახელოვნებათმცოდნეო კვლევასა და სარესტავრაციო რეკომენდაციებს, მუშაობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მეთოდოლოგიაზე, ახორციელებენ რეაბილიტირებული ძეგლების მონიტორინგს, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტიზას.

Leave a comment
 

2015 წლის 24 დეკემბერს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის  ეროვნული კვლევითი ცენტრის სხდომათა დარბაზში შედგა პროექტის: „სერგო ქობულაძის სახელოსნოს ინვენტარიზაცია და გადასატანად მომზადება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში“ პრეზენტაცია. პროექტი (12.IV-12.VII.2015) განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ითვალისწინებდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სერგო ქობულაძის მემორიალური კაბინეტის მოწყობას, თუმცა ამ ეტაპზე აკადემიაში მხოლოდ მხატვრის ოფორტის დაზგა იქნა გადატანილი.

განხორციელებული პროექტის შედეგების ჩვენება, მიკვლეული მასალის მნიშვნელოვნების წარმოდგენა  და მხატვრის შემოქმედების შემდგომი კვლევის დაგეგმვის მონახაზის გააზრება იყო ამ პრეზენტაციის მიზანი.
პრეზენტაციას უძღვებოდა ამავე ცენტრის თანამედროვე ხელოვნების განყოფილების გამგე,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროექტის ხელმძღვანელი, მარიამ გაჩეჩილაძე (პროექტის წევრები: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: თამათ ბელაშვილი, სოფიო ჩიტორელიძე და ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ნოდარ არონიშიძე).

პრეზენტაციის პარალელირად ამავე ცენტრის საგამოფენო დარბაზში „Ars Georgica“ მოეწყო ორდღიანი გამოფენა, სახელწოდებით „უცნობი სერგო ქობულაძე“. გამოფენაზე ექსპონირებული იყო მხატვრის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილი დღემდე უცნობი  ნამუშევრები: ჩანახატები, კომპოზიციები, თეატრის დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები და ა.შ.

პროექტის პრეზენტაციამ აჩვენა, რომ სერგო ქობულაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, შემდგომი კვლევასა და შესწავლას ითხოვს. პირველ ეტაპზე – 2016 წლის ფარგლებში სასურველია განხორციელდეს ალბომ-კატალოგის „უცნობი სერგო ქობულაძე“ მომზადება და გამოცემა. ალბომის პრეზენტაცია კი შედგეს ეროვნულ გალერეაში მოწყობის რეტროსპექტიულ გამოფენაზე, სადაც თავმოყრილი იქნება როგორც ფართო საზოგადოებისტვის ცნობილი ასევე მხატვრის დღემდე უცნობი ნამუშევრები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მხატვრები, მუზეუმების და ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომლები, დაინტერესებული საზოგადოება.

Leave a comment
 

2 დეკემბერს გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნულ ცენტრში კვიპროსული კვლევების საზოგადოების პრეზიდენტმა დოქტორმა ხარლამპოს ხოტცაკოგლუმ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე:
“ბიზანტიური მხატვრობა კვიპროსზე და საართველო-კვიპროსის ურთიერთობები”

Leave a comment
 

2015 წლის 10-14 ნოემბერს თბილიში ჩატარდა I  საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი  “ქართველოლოგიის პრობლემები და პერსპექტივები”, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს თაოსნობით.
კონგრესზე მოხსენებები წაიკითხეს გ. ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის  მეცნიერ-თანამშრომლებმა,  მეცნიერებათა დოქტორებმა:

კიტი მაჩაბელი, ადრეული შუა საუკუნეების ქართული რელიეფური პორტერეტი, როგორც კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ფენომენი;
გიორგი ხოშტარია, ქართული ვიზუალური ხელოვნების სტრუქტურული თავისებურება;
სამსონ ლეჟავა,  ტრადიციული საცხოვრისის ორი კონცეფცია  და მათი ურთიერთკავშირი საქართველოს კულტურულ სივრცეში;

თამაზ სანიკიძე, რამდენიმე შენიშვნა  მე 11-  13 საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მხატვრულ-ფუნქციურ თავისებურებათა შესახებ;

ლეილა ხუსკივაძე, შუა საუკუნეების ქართული ჭედურობის მხატვრული ტენდენციები მე-10- 11 საუკუნეებში.

Leave a comment
 

პროექტი “ლიმენიკულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” 

გ. ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მ. დიდებულიძემ, მ. ბულიამ, ქ. მიქელაძემ, მ. ჯანჯალიამ, დ. ხოშტარიამ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. უნივერსიტეტის თანამშრომელმა ნ. ინაიშვილმა  მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმში  “საპორტო ქალაქები ეგეოსიდან შავზღვამდეშუა საუკუნეების და თანამედროვეობის კავშირები”, რომელიც გაიმართა 22-დან 25 აგვისტომდე “კულტურული კრუიზის”განმავლობაში.
ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპულმა ცენტრმა (E.K.B.M.M.) სტამბულის უნივერსტეტთან ერთად მოაწყო სიმპოზიუმი, რომელიც ჩატარდა გემის ბორტზე. კრუიზი დაიწყო პირეუსში, შემდგომ გემმა გადაკვეთა ეგეოსის ზღვა, ბოსფორით გადავიდა შავ ზღვაში, შევიდა კონსტანტასა და ვარნაში და დაასრულა მოგზაურობა სტამბულში.
სიმპოზიუმის ოფიციალური გახსნა გაიმართა პირეუსის არქეოლოგიურ მუზეუმში 21 აგვისტოს და დაიწყო გამოფენით “ოდა ზღვას”, სადაც წარმოდგენილი იყო თესალონიკის არისტოტელეს სახელობის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის და გრაფიკის ლაბორატორიის სტუდენტთა თანამედროვე ნამუშევრები.
სიმპოზიუმის მიზანი იყო ფართო მსჯელობა ეგეოსისა და შავი ზღვების რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის და კულტურული ტურიზნის საკითხებზე. კოორდინატორებმა მოიზიდეს სპეციალისტები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული ტურიზმის, კულტურული მარშრუტების, ისტორიის და ზღვისპირა რეგიონის ეკოლოგიის სპეციალისტები. დაახლოვებით 100 დაპატიჟებულმა ცნობილმა პიროვნებამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, კულტურისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე მეცნიერები და კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციების და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან და რუმინეთიდან, ისევე როგორც ექსპერტები ბრუსელის ევროპული დაწესებულებებიდან.
სიმპოზიუმის მსვლელობისას ყველა ქვეყნის 60 მონაწილემ წარმოადგინა მოხსენებები, სადაც განხილული იყო როგორც სამეცნიერო კვლევის საკითხები, ასევე ახალი გეგმები და იდეები დაკავშირებული შავი ზღვის საპორტო ქალაქების კულტურულ და ტურისტულ განვითარებასთან. იბჭეს ამ რეგიონის განვითარებაში არსებულ სოციალურ და ფინანსურ   პრობლემებზე.
სიმპოზიუმის მოხსენებები გამოქვეყნდება 2015 წლის ნოემბერში.
სიმპოზიუმის მთავარი მიზანი იყო შავი ზღვის კულტურული პორტის ისტიტუციის დაარსება და პირობების შექმნა მისი საპილოტო საქმიანობის ხელშეწყობისთვის. ამ ახალი და დიდი იმედების მომცემი ინსტიტუტის დაარსების მიზანია დააკავშიროს ეგეოსის და შავი ზღვების რეგიონები კულტურული თვალსაზრისით და ყველანაირად შეუწყოს ხელი აქ კულტურულ ტურიზმს.
სიმპოზიუმი დასრულდა სტამბოლში 28 აგვისტოს ფოტო გამოფენით “სამი ზღვა და შვიდი პორტი: კულტურული მარშრუტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე”, რომელიც წარმოდგენილი იყო კოჩის მუზეუმის სპეციალურ დარბაზში.

პროექტების “ოლკასი“ და “ლიმენი“ იხ.: “OLKAS” (www.olkas.net) and “LIMEN” (www.limenproject.net).
აგრეთვე:
https://www.facebook.com/CulturalPorts

Leave a comment