ზაქარია მაისურაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და კონფერენცია

ცნობილი ქართველი მეცნიერისა და  კერამიკოსის ზაქარია მაისურაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და კონფერენცია

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში გაიმართება ცნობილი ქართველი მეცნიერისა და  მხატვრის, ქართული კერამიკული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლის ზაქარია მაისურაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და კონფერენცია. ზაქარია მაისურადძე მიეკუთვნება ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დამფუძნებელთა რიცხვს.

მისი პედაგოგიური მუშაობა,  სამეცნიერო შრომები შუა საუკუნეების ქართული კერამიკული ხელოვნების თაობაზე, ისევე როგორც მისი მოღვაწეობა ამ დარგის ტექნოლოგიურ-პრაქტიკული პრობლემების კვლევაში საფუძვლად დაედო ქართული კერამიკის განვითარებას ახალ დროში.
გამოფენა გახსნა 28 აპრილს 17:00 საათზე.

წარმოდგენილი იქნა ზაქარია მაისურაძის კერამიკული  პანოები,  ნაკეთობანი და შუა საუკუნეების პლასტიკიის ნაწარმოებების ასლები.

ზაქარია მაისურაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია  გაიმართა 29 აპრილს (11:00-16:00 სთ.) და დაეთმო ქართული თანამედროვე პროფესიული კერამიკის პრობლემებს.