ალექსანდრე ჯავახიშვილის ნახატების გამოფენა

ალექსანდრე ჯავახიშვილის ნახატების გამოფენა  /19.10-2.11/

ცენტრის საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა ცნობილი არქეოლოგის, აკადემიკოს ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილის (1917-1997) გრაფიკული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას. ცნობილი მეცნიერის მხატვრული ნამუშევრები ფართო საზოგადოებისათვის მანამდე სრულიად უცნობი იყო და ამ გამოფენაზე პირველად მოხდა მათი საჯარო ექსპონირება.