იოსებ ანდრიაძის და დიმიტრი რაზმაძის საეკლესიო ნამუშევრების გამოფენა

/5-15 დეკემბერი/

აღნიშნული გამოფენა გარკვეულწილად წელს ცენტრში ამ თემისადმი მიძღვნილი არაერთი გამოფენისა თუ სემინარების ციკლის გაგრძელება იყო. ექსპოზიცია დაეთმო ხელოვანების: იოსებ ანდრიაძისა და დიმიტრი რაზმაძის ნამუშევრებს. მათი უმეტესობა რელიგიური ხასიათისა იყო. გამოფენის ფარგლებში მოეწყო განხილვა თანამედროვე საეკლესიო ხელოვნების პრობლემების და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.