Yearly Archives: 2018

 

(1923, თბილისი – 2006, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1980), პროფესორი (1983). დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (1944) და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1949). 1950 წლიდან მოღვაწეობდა ამავე ინსტიტუტში, 1987 წლიდან იყო წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. 1968 წლიდან იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.
ნ. ალადაშვილის მეცნიერული კვლევის საგანი იყო შუა საუკუნეების ქართული ქვის ქანდაკება და მისი მიმართება ბიზანტიურ, სომხურ, დასავლეთ ევროპის სკულპტურასთან, მონუმენტური ქანდაკების განვითარების საერთო მიმართულებისა და ეტაპების დადგენა, ქართული შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობა (კერძოდ, სვანეთის ძეგლები), თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება.
ნ. ალადაშვილი მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისა და ქართულ-ბიზანტიური ხელოვნების ურთიერთობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში; ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო კონგრესებში.
რჩეული ნაშრომები: 1. ნიკორწმინდის რელიეფები (ფასადების სკულპტურის შესახებ შუა საუკუნეების საქართველოში), თბ., 1957; 2. Росписи художника Тевдоре в Верхней Сванетии, Тб., 1966 (თანაავტორები: გ. ალიბეგაშვილი, ა. ვოლსკაია); 3. Средневековая монументальная скульптура грузии (фасадные рельефы V-XI веков), Москва 1977; 4. Композиции алтарной конхи в церквях Сванети, ქართული ხელოვნების IV საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბ., 1983; 5. Gli Affreshi წიგნში: I Tesoti Della Georgia, G, Alibegashvili, V. Beridze, A. Volskaja, L. Xuskivadze. Arnoldo Mondadori editore, Milano, 1984; 6. დიმიტრი თავაძე (თეატრის მხატვარი), თბ., 1986; 7. Фасадные росписи Верхней Сванети, Ars Georgica, 9 (A), თბ., 1988 (თანაავტორი ა. ვოლსკაია); 8. Iconographic Programme and Style of the Sculpture of a Column in the South Gallery of Oški Church, Georgica II ბოლონია, 1988; 9. შუა საუკუნეების ქართული ქანდაკების სხვადასხვა დარგის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი, ლიტერატურა და ხელოვნება, N1-6, თბ., 1995; 10. Композиции Деисуса в грузинской скульптуре во взаимоотношении с его изображением в византийской пластике, ბიზანტინოლოგთა XVIII, 1991 წლის კონგრესის მასალები, შეპერდსტოუნი, 1996; 11. უფლისა და ღვთისმშობლის დიდების თემის ინტერპრეტაცია ადრეული შუა საუკუნეების ქართულ სკულპტურაში, საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობისა და ქრისტიანული ხელოვნების საკითხები, თბ., 1998; 12. მცხეთის XI საუკუნის სვეტიცხოვლის ტაძრის სკულპტურული დეკორი და მისი თეოლოგიური პროგრამა, ქრისტიანობა, წარსული, აწმყო, მომავალი, თბ., 2000; 13. ზემო სვანეთი, შუა საუკუნეების ხელოვნება, გზამკვლევი, თბ., 2001 (თანაავტორი რ. ყენია); 14. ლიტურგიის ასახვა საქართველოს ქვის რელიეფებზე (ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეები), ACADEMIA, N2, თბ., 2001; 15. ქართული სკულპტურის ბიზანტიურთან მიმართების საკითხი (ოშკის ტაძრის ვედრების რელიეფი – X ს.), ქართული ხელოვნების ნარკვევები, 1, თბ., 2001; 16. ფიგურული რელიეფების ადგილი დოლისყანის ეკლესიის ფასადების დეკორში, ქართული ხელოვნების ნარკვევები, 2, თბ., 2002.

  1. ნიკორწმინდის რელიეფები (ფასადების სკულპტურის შესახებ შუა  საუკუნეების საქართველოში), თბ., 1957;
  2. Росписи художника Тевдоре в Верхней Сванетии,  1966  (თანაავტორები: გ. ალიბეგაშვილი, ა. ვოლსკაია);
  3. Краски и мастерство (о творчестве С. Вирсаладзе), Литературная Грузия, 11, 1971;
  4. Искусство Грузинской социалистической республики  (1921-1941), Искусство народов СССР, т. VII, М., 1972 (თანაავტორი გ. ალიბეგაშვილი)
  5. ქართველ მხატვართა ილუსტრაციები ვაჟაფშაველას ნაწარმოებებისათვის, Ars Georgica,  7-B, თბ., 1974;
  6. Средневековая монументальная скульптура Грузии (фасадные рельефы V-XI  веков), М., 1977;
  7. Некоторые особенности грузинской фасадной скульптуры X-XI веков, ქართული ხელოვნების II საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები,   თბ., 1977;
  8. Композиции алтарной конхи в церквях Сванети, ქართული ხელოვნების IV საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბ., 1983;
  9. Gli Affreshi წიგნში: I Tesoti Della Georgia, G, Alibegashvili, V. Beridze, A. Volskaja, L. Xuskivadze. Arnoldo Mondadori editore, Milano, 1984;
  10. დიმიტრი თავაძე (თეატრის მხატვარი), თბ., 1986;
  11. Volkstümliche Strőmung in der Mahlschule von Svaneti, ქართული ხელოვნების V საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, ბარი – ლეჩე, 1986;
  12. Фасадные росписи Верхней Сванети, Ars Georgica, 9-A, თბ., 1988 (თანაავტორი ა. ვოლსკაია);
  13.  Iconographic Programme and Style of the Sculpture of a Column in the South Gallery of Oški Church, Georgia II, ბოლონია, 1988;
  14. შუა საუკუნეების ქართული ქანდაკების სხვადასხვა დარგის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი, ლიტერატურა და ხელოვნება, N16, თბ., 1995;
  15. Композиции Деисуса в грузинской скульптуре во взаимоотношении с его изображением в византийской пластике, ბიზანტინოლოგთა XVIII, 1991 წლის, კონგრესის მასალები, შეპერდსტოუნი, 1996;
  16. უფლისა და ღვთისმშობლის დიდების თემის ინტერპრეტაცია ადრეული შუა საუკუნეების ქართულ სკულპტურაში. საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობისა და ქრისტიანული ხელოვნების საკითხები, თბ., 1998;
  17. მცხეთის XI საუკუნის სვეტიცხოვლის ტაძრის სკულპტურული დეკორი და მისი თეოლოგიური პროგრამა, საერთაშორისო სიმპოზიუმი  – ქრისტიანობა, წარსული, აწმყო, მომავალი, თბ., 2000;
  18. ზემო სვანეთი, შუა საუკუნეების ხელოვნება, გზამკვლევი, თბ., 2001 (თაავტორი რ. ყენია);
  19. ლიტურგიის ასახვა საქართველოს ქვის რელიეფებზე (ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეები), Academia, N 2,  თბ., 2001;
  20. ქართული სკულპტურის ბიზანტიურთან მიმართების საკითხი (ოშკის ტაძრის ვედრების რელიეფი  –  Xს.), ქართული ხელოვნების ნარკვევები, I, თბ., 2001;
  21. ფიგურული რელიეფების ადგილი დოლისყანის ეკლესიის ფასადების დეკორში, ქართული ხელოვნების ნარკვევები, II, თბ., 2002;
  22. Un des monuments de lécole de peinture Svane (les peintures murales de léglise du   Sauveur dAdichi), ΑΜΠΉΔΏΝ, . მურიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი   კრებუ­ლი, ტ. I, ათენი, 2003;
  23. ხახულის ტაძრის სამხრეთი პორტალი, ქართული ხელოვნების   ნარკვევები, III, თბ., 2004
Leave a comment
 

(1885, ს. პეტერბურგი   –  1973, თბილისი)
ქართული ხელოვნებათმცოდნეობის დამფუძნებელი. 1906-1916 წწ-ში ფსიქოლოგიასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა ლაიფციგის, ჰალლეს და პეტროგრადის უნივერსიტეტებში. 1917-1922 წწ-ში კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის, 1929-1934 წწ-ში საქართველოს სახელმწიფო  მუზეუმის თანამშრომელი, 1934-1941 წწ-ში ხელოვნების მუზეუმის «მეტეხი» ხუროთმოძღვრების განყოფილების გამგე, 1941-1973 წწ-ში ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი; 1918-1948 წწ-ში თსუ პროფესორი, 1922-1940 წწ-ში თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1922-1928 წწ-ში  – რექტორი), ჰალლეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ლაიფციგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

გიორგი ჩუბინაშვილის ერთი უმთავრესი საკვლევი საგანი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია იყო. მან დაადგინა ქართული არქიტექტურის განვითარების ძირითადი კანონზომიერებანი, მისი საფეხურები და ნიშან-თვისებები, მონოგრაფიულად შეისწავლა ქართული სატაძრო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები (ბოლნისის სიონი, მცხეთის წმინდა ჯვრის ტაძარი და მისი მიმდევი ეკლესიები, წრომი, სამწევრისი, კუმურდო, «სამი კათედრალი» და ა.შ.) ცალკე დაამუშავა კახეთის საეკლესიო და სამოქალაქო ხუროთმოძღვრება; დაწერილი აქვს ნარკვევები 1930-1950-იანი წწ-ის არქიტექტურის შესახებ. გ. ჩუბინაშვილმა დიდტანიანი შრომა მიუძღვნა ქართულ ლითონმქანდაკებლობასაც, რითაც დადგინდა შუასაუკუნოვანი ქართული პლასტიკის ისტორიის ძირითადი საფეხურები და თავისებურებანი.

შუა საუკუნეების მხატვრობის საკითხები განხილულია სახელოვნებათმცოდნეო-კულტურულისტორიულ მონოგრაფიაში გარეჯის კლდეში ნაკაფი მონასტრების შესახებ. გ. ჩუბინაშვილი წერდა მცირე ხელოვნების ქართულ (არმაზისხევის ოქროს ნივთები, სპილოს ძვლის ტრიპტიქონი რაჭიდან) თუ შემოტანილ (სირიული თასი უშგულიდან) ნიმუშებზე; გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები თავის თანამედროვე ხელოვანთა თუ მეცნიერთა შესახებ. იგი საგანგებოდ სწავლობდა მომიჯნავე ქვეყნების (პირველ რიგში სომხეთის, ასევე ინგუშეთის, აზერბაიჯანის) ხუროთმოძღვრებასა და რელიეფებს, დამუშავებული აქვს სპეციალური (ა. დიურერის «12 წლის ქრისტე» და სამეცნიერო-პოპულარული  (ლ. კრანახი, ე. ბარლახი, ფ. მაზერელი, კ. კოლვიტცი) ნაშრომები ევროპული მხატვრების შესახებ.

ბიბლიოგრაფია

  1. Заметки о Манглисском храме, საქართველოს მუზეუმის მოამბე,  NI, 1920-1922:
  2. ქართული ხუროთმოძღვრება საშუალო საუკუნეებში და მისი სამი მთავარი კათედრალი, არილი, ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი კრებული, ტფ., 1925;
  3. რამოდენიმე თავი ქართული ხელოვნების ისტორიიდან,  ტფ., 1926;
  4. “ქართლის დარბაზი”, Грузинские дарбази, საქართველოს სამხატვრო აკადემიის გამოცემა, ლითოგრაფიის სახელოსნო, ტფ., 1927;
  5. Die Kirche in Zromi und ihr Mozaik, Tiflis, 1934;
  6. ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, ტფ., 1936;
  7. ქართული არქიტექტურის გზები, ტფ., 1936;
  8. Иранские влияния в памятниках архитектуры Грузии,  III Международный Конгресс по иранскому искусству и археологии, доклады, издание АН, Москва-Ленинград, 1939;
  9. Болнисский Сион,  Исследование по истории грузинской архитектуры, Известия ИЯИМК, т.9, Тб., 1940;
  10. Сирийская чаша в Ушгуле, Вестник Музея Грузии, т. XI – В, Тб., 1941;
  11. Архитектурные памятники VIII и IX  века в Ксанском ущелье,  Ars Georgica, 1, Тб., 1942;
  12. Кумурдо и Никорцминда, серия Академии архитектуры СССР, памятники грузинской архитектуры, выпуск 1, М., 1947;
  13. X და XI საუკუნეთა მიჯნაზე წარმოშობილი ქართული ჭედური ხელოვნების ხასიათის საკითხისათვის,   Ars Georgica,  2, თბ., 1948;
  14. Памятники типа Джвари, Тб., 1948;
  15. Пещерные монастыри Давид Гареджи, Тб.,1948;
  16. Один из памятников первостепенного значения грузинской чеканки в Сванетии,  Ars Georgica, 3, Тб., 1950;
  17. К вопросу о национальной форме в архитектуре прошлого,  Ars Georgica,  3, 1950;
  18. ქართული ჭედურობა (ალბომი), თბ., 1957;
  19. Лука Кранах, его жизнь и творчество, Тб.,1957;
  20. Грузинское чеканное искусство, Тб., 1959;
  21. Архитектура Кахетии, т.1-2,  Тб.,1959;
  22. Грузинское чеканное искусство, исследование по истории грузинского средневекового искусства, т. 2, Тб., 1959;
  23. Очерк развития в Грузии дофеодальной архитектуры,  Ars Georgica,  5,  Тб.,1959;
  24. Грузинское искусство эпохи Руставели, მაცნე, 5, 1966;
  25. Разыскания по армянской архитектуре, Тб.,1967;
  26. Цроми, М., 1969;
  27. Вопросы истории искусства, т. 1, Тб., 1971;
  28. Из истории средневекового искусства Грузии, М.,1990;
  29. Вопросы истории искусства, т. 2, Тб., 2002.

 

Leave a comment
 

გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის 70 წლის იუბილე. საზეიმო სხდომა და ახალი გამოცემების პრეზენტაცია. 2011 წლის 1 აპრილი.

Leave a comment
 

Authors: M. Liluashvili, D. Khoshtaria and
N. Chichinadze.

Tbilisi. 2018. 160 pp.

An illustrated book considers activity of the Greeks from Ponto who in the 19th century in several phases came to settle in Georgia. Their activity was based on samples of architecture, mural painting, easel painting, or liturgical art. Nearly all corners of the 19th and the beginning of the 20th centuries Georgia bear significant traces of Greek craftsmen – stonemasons and iconographers. This book serves to expose a general picture of their work.

Leave a comment
 

ავტორები: მ. ლილუაშვილი, დ. ხოშტარია,
ნ. ჭიჭინაძე

თბილისი, 2018, გვ. 160

ილუსტრირებულ წიგნში განხილულია XIX საუკუნეში საქართველოში რამდენიმე ტალღად ჩამოსახლებული პონტოელი ბერძნების საქმიანობა – არქიტექტურის, კედლისა და დაზგური მხატვრობისა თუ ლიტურგიკული ხელოვნების ნიმუშების საფუძველზე. ბერძენმა ოსტატებმა – ქვითხუროებმა და ხატმწერებმა – XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოში ხელშესახები კვალი დატოვეს ქვეყნის ლამის ყველა კუთხეში. ეს წიგნი სწორედ მათი ნამოღვაწარის ზოგადი სურათის წარმოჩენას ემსახურება.

 

Leave a comment
 

Authors: Vakhtang Beridze, Dimitri Tumanishvili.

Tbilisi, 2018. 172 pp.

“Culture and Artistic Life in the First Republic of Georgia (1918-1921)” is a publication, dedicated to the short-lived independence of the country, containing two essays: “Culture and Art in the Independent Georgia (1918-1921) by Vakhtang Beridze and “Architecture and Construction Activities in 1917-1920 Georgia” by Dimitri Tumanishvili. The book is richly illustrated with the artworks of 1918-1921, photographs of the personalities active in that time period and various historical documents, the full English translation of the Georgian text is provided and the annotations are attached to the illustrations.

Leave a comment
 

ავტორები: ვახტანგ ბერიძე, დიმიტრი თუმანიშვილი.

თბილისი, 2018, გვ. 172

ქვეყნის ხანმოკლე დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გამოცემაა, რომელიც მოიცავს ორ ნარკვევს: ვახტანგ ბერიძის „კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921 წლები)“ და დიმიტრი თუმანიშვილის  „ხუროთმოძღვრება და მშენებლობა 1917-1920 წლების საქართველოში“. წიგნი მდიდრულადაა დასურათებული 1918-1921 წლების სახვითი ხელოვნების ნაწარმოებებით, ამ პერიოდში მოღვაწე პირთა ფოტოსურათებითა და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტებით, მოცემულია ქართული ტექსტის სრული ინგლისური თარგმანი და ილუსტრაციების ანოტაციები.

Leave a comment