Author Archives: admin

 
2025 წლის 10-12 დეკემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელოვნების ისტორია: ტრადიცია და პერსპექტივები“.
კონფერენცია ეძღვნება ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის დამფუძნებლის, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დამაარსებლის, აკად. გიორგი ჩუბინაშვილის 140 წლისთავს.
📍  მისამართი: ათონელის ქ. 9
სამეცნიერო კონფერენციის თანმხლები ღონისძიებები:
◾  დოკუმენტური ფილმის ჩვენება
10 დეკემბერი, 13:00
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტური ფილმი გიორგი ჩუბინაშვილის შესახებ.
◾ გამოფენის გახსნა
„საქართველო ევროპული კულტურის კონტექსტში“ – მასალები გიორგი ჩუბინაშვილის პირადი არქივიდან
10 დეკემბერი, 13:30 – ARS GEORGICA – ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზი
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური საარქივო მასალა:
1930 წელს გერმანიაში ჩატარებული „ძველი ქართული ხელოვნების“ ფოტო-გამოფენის ორიგინალური ფოტო მასალა, რომელიც პირველად გამოიფინება
ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის – ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციების ამსახველი ფოტოები
გიორგი ჩუბინაშვილის პირადი ფოტომასალა
◾ წიგნის პრეზენტაცია
11 დეკემბერი, 13:00
პროფ. ნინო ჭიჭინაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია:
„შუა საუკუნეების ძელი ცხოველის სანაწილეები“ (გამოცემა დაფინანსებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ)
Leave a comment
 

დაჯილდოება

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ემერიტა პროფესორი კიტი მაჩაბელი ქართველოლოგიის მხარდაჭერის ფონდმა დააჯილდოვა მედლით “ქართველოლოგიის წინაშე დამსახურებისათვის”.

Leave a comment
 
 

შემდგენელი: თამაზ დვალი

მთავარი რედაქტორი: ზურაბ აბაშიძე

რედაქტორები: ლალი მოწონელიძე, თამარ რუსიშვილი

გამომცემელი:

საქართველოს კულტურის სამინისტრო

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

გამოცემის თარიღი: 2025

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოსცა ახალი სამეცნიერო ნაშრომი – „საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – კახეთი“.

გამოცემა მომზადდა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ განხორციელებული „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის“ ხუთი წიგნის საფუძველზე, რომლებიც ეძღვნებოდა კახეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლებს, შესული იყო აგრეთვე თუშეთის არქიტექტურურული მემკვიდრეობა.

ახალ გამოცემაში მიმოხილულია 1 235 ხუროთმოძღვრული ძეგლი და მოცემულია ისტორიული ცნობები 70 დასახლებული პუნქტის შესახებ.

 

Leave a comment
 

აბაშიძე ქეთევან

83 copy

ხელოვნების ისტორიკოსი, ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი.
სამეცნიერო კვლევის სფერო – შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ღვთისმეტყველებისა და საეკლესიო სიმბოლიკის ასახვა საეკლესიო ტაძართმშენებლობაში, ძველი და ახალი საეკლესიო ხელოვნების ურთიერთმიმართება.
საქმიანობა – არის საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის განყოფილების წევრი, საქართველოს საპატრიარქოს ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს წევრი.
რჩეული ნაშრომები:

1. კარის სიწმინდენი, წგნ. “ქრისტეს-ნათელი”, თბ., 2006 (თანაავტორი);

2. თბილისის მეტეხის კლდის მხატვრული იერსახე და მისი სულიერი მნიშვნელობა, საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები, თბ., 1998;

3. ქრისტიანული ტაძრის ხუროთმოძღვრული სახე, რწმენა და ცოდნა, ¹2 (6), 2001;

4. ლიტურგიკული გეგმარების საკითხისათვის შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში, ქართული ხელოვნების ნარკვევები, N1, თბ., 2001;

5. ნუკა-საყდარი, Analecta Iberica, 1, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის კლდის ძეგლები, თბ., 2001;

6. ფერის სიმბოლიკა ჰუჯაბის ტაძრის ხუროთმოძღრებაში, ქართული ხელოვნების ნარკვევები N2, თბ., 2002.

7. ჰუჯაბის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიულის მასალები, თბ., 1989;

8. ქრისტიანული ტაძრის ფორმა და შინაარსი, სკოლა და ცხოვრება, N3, 1990;

9. ნუკასაყდარი, არქიტექტურა და დიზაინი, N1, 1994;

10. თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტების კონკურსი, არქიტექტურა და დიზაინი, N12, 19941996;

11. თბილისის მეტეხის კლდის მხატვრული იერსახე და მისი სულიერი მნიშვნელობა, საქართველოს ეკლესიის, ქართული

12. სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები, თბ., 1998;

13. ქრისტიანული ტაძრის ხუროთმოძღვრული სახე, რწმენა და ცოდნა, N2 (6), 2001;

14. ლიტურგიკული გეგმარების საკითხისათვის შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში, ქართული ხელოვნების ნარკვევები, I, თბ., 2001;

15. ნუკასაყდარი. Analecta Iberica, 1, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის კლდის ძეგლები, თბ., 2001;

16. ფერის სიმბოლიკა ჰუჯაბის ტაძრის ხუროთმოძღვრებაში, ქართული ხელოვნების ნარკვევები II, თბ., 2002;

17. კარის სიწმინდენი, წგნ. “ქრისტეს-ნათელი”, თბ., 2006 (თანაავტორი).

Leave a comment
 

ექსლიბრისი

 
 

5 სექტემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში, მემკვიდრეობის კონსერვაციის ლაბორატორიის ორგანიზებით მოხსენება წაიკითხა არქიტექტურის რესტავრაციის დოქტორმა ერკან კამბეკმა (სტამბოლის ისტინიეს უნივერსიტეტი) თემაზე: “შეიხ აჰმედ კამილ ეფენდის შენობის რესტავრაცია: ტევჰიდჰანეს კედლის მხატვრობა”

ღონისძიება ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტის “საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ისლამური არქიტექტურის ძეგლებში წარმოდგენილი კედლის მხატვრობისა და დეკორატიული ელემენტების კვლევა და დაცვის რეკომენდაციების შემუშავება” (FR-24-26235) ფარგლებში.

Leave a comment